2 ივნისს ისინი უკვე ნორვეგიას დაუპირისპირდებიან. 24 მაისს ეროვნულ გუნდს გამოცდილი მეკარე სტიპე პლეტიკოშა შეუეთდა.
შეგახსენებთ, რომ სლავენ ბილიჩის გუნდს ირლანდიის, იტალიისა და ესპანეთის ნაკრებებთან დაპირისპირება მოუწევს.
ნაკრების ლიდერი ლუკა მოდრიჩი აცხადებს, რომ ჯგუფის ფავორიტებად ბოლო ორი მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებულ იტალიასა და ესპანეთს მიიჩნევს, მაგრამ ამასთან ის პირობას დებს, რომ ყველაფერს გააკეთებს მათი გეგმების ჩასაშლელად.
პოლონელი და უკრაინელი სამხედროებიც ემზადებიან
ევროპის ჩემპიონატისთვის მარტო ფეხბურთელები და გულშემატკივრები კი
ისინი პოლიციელებთან ერთად ტერორისტების წინააღმდეგ სიმულაციურ ომში იყვნენ ჩართულები.
აქტიურად ემზადებიან უკრაინელებიც. ქვეყნის სამხედრო საჰაერო ძალების ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ევროპის ჩემპიონატის მიმდინარეობისას უკრაინის საჰაერო სივრცეს მრავალფუნქციური გამანადგურებლები მიგ 29-ები დაიცავენ. მუდმივ მორიგეობაზე 15 პილოტი იქნება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"