ხორვატიის ნაკრებს სტიპე პლეტიკოშა შეუერთდა

AutoSharing Option
25 მაისს ხორვატიის ნაკრები ევრო 2012-ისთვის მოსამზადებელ ციკლში პირველ ამხანაგურ შეხვედრას ესტონეთთან გამართავს.

2 ივნისს ისინი უკვე ნორვეგიას დაუპირისპირდებიან. 24 მაისს ეროვნულ გუნდს გამოცდილი მეკარე სტიპე პლეტიკოშა შეუეთდა.

შეგახსენებთ, რომ სლავენ ბილიჩის გუნდს ირლანდიის, იტალიისა და ესპანეთის ნაკრებებთან დაპირისპირება მოუწევს.

ნაკრების ლიდერი ლუკა მოდრიჩი აცხადებს, რომ ჯგუფის ფავორიტებად ბოლო ორი მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებულ იტალიასა და ესპანეთს მიიჩნევს, მაგრამ ამასთან ის პირობას დებს, რომ ყველაფერს გააკეთებს მათი გეგმების ჩასაშლელად.

პოლონელი და უკრაინელი სამხედროებიც ემზადებიან
ევროპის ჩემპიონატისთვის მარტო ფეხბურთელები და გულშემატკივრები კი
არა უკრაინელი და პოლონელი პოლიციელები და სამხედროებიც ემზადებიან. ჯერ კიდევ გასული წლის შემოდგომაზე გავრცელდა ფოტოები, სადაც პოლონეთის საარმიო ელიტური სპეცდანიშნულების რაზმ "გრომის" ვარჯიში იყო ასახული.

ისინი პოლიციელებთან ერთად ტერორისტების წინააღმდეგ სიმულაციურ ომში იყვნენ ჩართულები.

აქტიურად ემზადებიან უკრაინელებიც. ქვეყნის სამხედრო საჰაერო ძალების ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ევროპის ჩემპიონატის მიმდინარეობისას უკრაინის საჰაერო სივრცეს მრავალფუნქციური გამანადგურებლები მიგ 29-ები დაიცავენ. მუდმივ მორიგეობაზე 15 პილოტი იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული