გაიოზ დარსაძე: ხორვატიის ნაკრებზე გული ძალიან დამწყდა

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი დასასრულს უახლოვდება და დღეს უკვე ყველა მეოთხედფინალური წყვილი გვეცოდინება.

A, B და C ჯგუფებში განვითარებული მოვლენების შეფასება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ დირექტორსა და მწვრთნელთა განათლების პროგრამის ხელმძღვანელს, გაიოზ დარსაძეს ვთხოვეთ.

A ჯგუფი

რუსეთის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი შთამბეჭდავად დაიწყო და თითქოს მეოთხედფინალში გასვლა არ უნდა გასჭირვებოდა, მაგრამ ტურიდან ტურამდე თამაშის ხარისხს უკლო და საბოლოოდ პლეი ოფს მიღმა დარჩა.

საბერძნეთმა კი პატარა სასწაული მოახდინა. ამ გუნდმა რუსეთის წინააღმდეგ საოცარი ჟინითა და შემართებით ითამაშა და ბერძნები, რომლებიც ბოლო ტურის
წინ ჯგუფში ბოლო ადგილზე იყვნენ, მეოთხედფინალში დამსახურებულად გავიდნენ.

საბერძნეთის ნაკრების ლიდერობა შესანიშნავად გასწია გეორგიოს კარაგუნისმა, რუსებს კი ამ მატჩში ასეთი ფეხბურთელი არ აღმოაჩნდათ.

ვფიქრობ, ჯგუფიდან ჩეხეთის გასვლაც ლოგიკური იყო. ჩეხებმა დაამტკიცეს, რომ პოლონეთზე უკეთესი გუნდი ჰყავთ. პოლონელებს კი გამარჯვება, უპირველესად, ევროპის ჩემპიონატის სასტარტო შეხვედრაში მართებდათ, როცა ბერძნებთან დაპირისპირებაში ვერც ხელსაყრელი ანგარიში შეინარჩუნეს და ვერც რიცხობრივი უპირატესობა გამოიყენეს.

მთლიანობაში, ამ ჯგუფში ვერ დავინახე ისეთი გუნდი, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებს.

B ჯგუფი
კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ გერმანიის ნაკრები არის კარგად აწყობილი მანქანა, რომელსაც ძნელია, რაიმე ნაკლი მოუძებნო. გერმანელებს ძალიან დაბალანსებული გუნდი ჰყავთ და ძლიერი შემსრულებლები ყველა რგოლში მოეძებნებათ.

ბოლო წლებში გერმანიის ნაკრები საოცარი სტაბილურობით გამოირჩევა, რითაც მსოფლიოში ძალიან ცოტა გუნდი თუ დაიკვეხნის.

ძალიან მომწონს ისიც, რომ გერმანიის ნაკრებში თაობათა ცვლის პროცესი თითქმის ყოველთვის უმტკივნეულოდ მიმდინარეობს.

იმის მიუხედავად, რომ დანიასთან მატჩში ფრეც ჰყოფნიდა, გერმანიამ გამარჯვებაზე ითამაშა და ჯგუფიდან უდანაკარგოდ გავიდა. ეს გუნდი ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტია.

ჰოლანდიის ნაკრების ჩავარდნას კი, უპირველესად, სასტარტო შეხვედრაში განცდილ მარცხს მივაწერ. გუნდმა, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი უმაღლეს დონეზე განვლო, დანიასთან მარცხი ძალიან მტკივნეულად მიიღო.

როგორც ჩანს, ჰოლანდიელებმა საკუთარი ძალების რწმენა დაკარგეს და ეს მათ შედეგებზე უარყოფითად აისახა.

პორტუგალიის ნაკრები კი საკმაოდ ძლიერია იმისთვის, რომ მხოლოდ მეოთხედფინალში გასვლას დასჯერდეს. კრიშტიანუ რონალდუმ სკეპტიკოსებს დაუმტკიცა, რომ გადამწყვეტ მომენტში ლიდერისა და კაპიტნის ტვირთის ზიდვა მაღალ დონეზე შეუძლია.

როცა გუნდში ასეთი ვარსკვლავი გყავს, ბევრის მიღწევა შეგიძლია.

C ჯგუფი
სიტყვები არ მყოფნის, ისე აღფრთოვანებული ვარ ხორვატიის ნაკრების თამაშით. სლავენ ბილიჩის გუნდმა საოცარი ბრძოლისუნარიანობის მაგალითი გვიჩვენა და ამასთან ერთად, მაღალი საფეხბურთო კლასიც გამოავლინა.

ხორვატია, რომლის შემადგენლობიდანაც ლუკა მოდრიჩსა და დარიო სრნას გამოვარჩევ, ესპანეთს აბსოლუტურად ტოლსწორად ებრძოლა და იკერ კასილიასს რომ არ ევაჟკაცა, მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონები, შესაძლოა, შინ ნაადრევად გამგზავრებულიყვნენ.

ჩემი აზრით, მატჩის გარდამტეხი მომენტი ბილიჩის მიერ განხორციელებული შეცვლა იყო, როცა საყრდენი ნახევარმცველი მოხსნა და თავდამსხმელი დაამატა. ამით ესპანელებმა კარგად ისარგებლეს და მოედნის ცენტრში გაბატონდნენ. სახიფათო მომენტებიც ამის შემდეგ შექმნეს და გამარჯვების გოლიც გაიტანეს.

სამაგიეროდ, სწორი გამოდგა ვისენტე დელ ბოსკეს მიერ განხორციელებული ცვლილება. მოედანზე ფერნანდო ტორესის ნაცვლად შესულმა სესკ ფაბრეგასმა თამაში გამოაცოცხლა და ესპანელთა შემტევი პოტენციალი კიდევ უფრო გააძლიერა.

ესპანეთმა ამ გამარჯვებით ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და ფინალისკენ მიმავალი გზა შედარებით გაიმარტივა, ხორვატიის ნაკრებზე კი გული ძალიან დამწყდა. ისღა დამრჩენია, ამ სიმპათიურ და ძლიერ გუნდს ვუთანაგრძნო.

ამავდროულად, ვერ ვიტყვი, რომ იტალიას მეოთხედფინალში გასვლა არ დაუმსახურებია. სხვა რომ არაფერი, მან ხომ ესპანეთთან ფრეს მიაღწია და ძალიან მძიმე ჯგუფში სწორედ ეს გამოდგა გადამწყვეტი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4

C jgufi

sityvebi ar myofnis, ise aRfrTovanebuli var xorvatiis nakrebis TamaSiT. slaven biliCis gundma saocari brZolisunarianobis magaliTi gviCvena da amasTan erTad, maRali safexburTo klasic gamoavlina. xorvatia, romlis Semadgenlobidanac luka modriCsa da dario srnas gamovarCev, espaneTs absoluturad tolsworad ebrZola da iker kasilass rom ar evaJkaca, msofliosa da evropis moqmedi Cempionebi, SesaZloa, Sin naadrevad gamgzavrebuliyvnen.

Cemi azriT, matCis gardamtexi momenti biliCis mier ganxorcielebuli Secvla iyo, roca sayrdeni naxevarmcveli moxsna da Tavdamsxmeli daamata. amiT espanelebma kargad isargebles da moednis centrSi gabatondnen. saxifaTo momentebic amis Semdeg Seqmnes da gamarjvebis golic gaitanes.

samagierod, swori gamodga visente del boskes mier ganxorcielebuli cvlileba. moedanze fernando toresis nacvlad Sesulma sesk fabregasma TamaSi gamoacocxla da espanelTa Semtevi potenciali kidev ufro gaaZliera.

espaneTma am gamarjvebiT jgufSi pirveli adgili daikava da finalisken mimavali gza SedarebiT gaimartiva, xorvatiis nakrebze ki guli Zalian damwyda. isRa damrCenia, am simpaTiur da Zlier gunds vuTanagrZo. amavdroulad, ver vityvi, rom italias meoTxedfinalSi gasvla ar daumsaxurebia. sxva rom araferi, man xom espaneTTan fres miaRwia da Zalian mZime jgufSi swored es gamodga gadamwyveti.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ხორვატია და მსოფლიო კიარა ჩვენ ცოცხალმკვდარ ფეხბურთს მივხედოთ ჯობია.
qutaiseli
15:54 02-09-2014
0
მაგიტომაც ენდობა უეფა. და არა თქვენ, რომ არაპროფესიონალური წარმოდგენა გაქვთ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით
Nicknick
15:25 02-09-2014
0

სიახლეები პოპულარული