ლა ლიგა. XVIII ტური: ტოპ-ლიგების ბოლო ნულიანიც გაქრა [VIDEO]

AutoSharing Option
* "ბარსელონას" თურქი ნახევარმცველი არდა თურანი "შანხაი შენჰუას" 3-წლიან კონტრაქტზე შეუთანხმდა წელიწადში 20 მილიონი ევროს ხელფასით.
* "ბარსელონამ" ერთ-ერთი დირექტორი პერე გრატაკოსი ლიონელ მესიზე ოდნავ კრიტიკული გამონათქვამისთვის დაითხოვა.
* ლა ლიგის დეკემბრის საუკეთესო ფეხბურთელად ფლორინ ანდონე (დეპორტივო) დაასახელეს.
* "სევილიამ" მიმართა პროფესიულ ლიგას, შეურაცხმყოფელი ჟესტებისთვის დასაჯონ სერხიო რამოსი.
* ლიონელ მესიმ ლა ლიგაში უკვე 35-ე გუნდს გაუტანა, რითაც რაულის რეკორდი გაიმეორა.

ზინედინ ზიდანმა ზედიზედ 40 მატჩი წაუგებლად განვლო, ესპანური რეკორდიც დაამყარა და... 41-ე ვეღარ შეძლო - ხორხე სამპაოლის "სევილიამ" 2:1
დაამარცხა "სამეფო კლუბი" და ლა ლიგას შესანიშნავი ინტრიგა აჩუქა.

შეწყვეტილი სიმღერა
"სევილია" და "რეალი" ბოლო 10 დღეში მესამედ შეხვდნენ ერთმანეთს და ცოტა არ იყოს, მოსწყინდათ კიდეც - ამიტომ "სანჩეს პისხუანზე" კარგი თამაში ვერ ვიხილეთ. "რეალი" კრიშტიანო რონალდომ პენალტით დააწინაურა, მერე კი... სერხიო რამოსი, როგორც წესი, "რეალს" მხსნელად ევლინება, ახლა კი მან საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი, რასაც სტევან იოვეტიჩის გამარჯვების გოლი მოჰყვა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ბარსამ" იფეთქა
ნეიმარის გარეშე მოთამაშე "ბარსამ" შავი დღე გაუთენა "ლას პალმასს", რომელსაც 5:0 მოუგო. ხუთიდან ოთხი გოლი მეორე ტაიმში გავიდა. დუბლი შეასრულა ლუის სუარესმა, ლეო მესიმ კი მხოლოდ ერთხელ გამოიჩინა თავი. ასე რომ, ურუგვაელი და არგენტინელი 14-14 გოლით გაუთანაბრდნენ ერთმანეთს ბომბარდირთა დავაში. გოლებით თავი გამოიჩინეს არდა თურანმა (მე-500 გოლი ლა ლიგის ამ სეზონში), რომელიც ფიქრით უკვე ჩინეთშია და ალეიშ ვიდალმა.

ლუის ენრიკე (ბარსელონა): "ყველაფერი ცხადია, რამდენიც შანსი მივეცი, ალეიშ ვიდალმა კარგი თამაშით დამიმტკიცა, რომ მის შესახებ ვცდებოდი. ეს ფეხბურთია, გაუთავებელ როტაციებს სიკეთე არ მოაქვთ, მაგრამ ამით მინდა ვაგრძნობინო ფეხბურთელებს, რომ თითოეული მათგანი მნიშვნელოვანია. გუნდში არ მყავს ფეხბურთელი, რომელიც თავისი სათამაშო დროით კმაყოფილია, მაგრამ მე ეს კარგად მესმის, რადგან თავადაც ვიყავი ფეხბურთელი. დღევანდელი თამაშით კი კმაყოფილი ვარ, ეს ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი იყო, რაც კი ჩემი ხელმძღვანელობით "ბარსელონას" უთამაშია".

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

გაიტანმა გაიტანა
"ატლეტიკომ" თავის "სტილში", 1:0 დაამარცხა მორიგი მეტოქე - ამჯერად, "ბეტისი". ეს "როხიბლანკოს" ზედიზედ მესამე გამარჯვება იყო. თანაც, უშუალო კონკურენტმა "ვილიარეალმა" ქულები კვლავ დაკარგა.

მადრიდელებმა მეოთხე ადგილი გაიმყარეს, თუმცა მეტი სურთ. გამარჯვების გოლი ნიკო გაიტანმა მცველ რაიან დონკის უხეში შეცდომის წყალობით გაიტანა.

დიეგო სიმეონე (ატლეტიკო): "შედეგი ყველაზე მნიშვნელოვანია. ნუთუ ვინმე სხვანაირად ფიქრობს? შეხედეთ, ვინ მოიგო "ოქროს ბურთი" წელს. დღეს ძალზე მნიშვნელოვანი სამი ქულა მოვიპოვეთ. გაგვიჭირდა, განსაკუთრებით კი, პირველ 30 წუთში. ბოლო წუთებზე კარასკო დაგვეხმარა ბურთის გაკონტროლებაში და ცოტა ამოვისუნთქეთ".

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

შაბათის ნულები
შაბათის ოთხი მატჩიდან ორი 0:0 დასრულდა - "ბილბაო" მადრიდის გარეუბანში დებიუტანტ "ლეგანესს" დაუზავდა, თუმცა ეს მეკარე გორკა ირაისოსის ბრწყინვალე თამაშის წყალობით შეძლო, ხოლო "ვილიარეალი" ასეთივე ანგარიშით დასცილდა ლა კორუნიაში "დეპორტივოს". ამ შემთხვევაში მასპინძელთა უპირატესობა შესამჩნევი იყო, თუმცა სერხიო ასენხოს კარი ერთხელ აშკარა გოლს ძელმა გადაარჩინა.

კვირის მატჩები
"ვალენსიამ" ოქტომბრის მერე პირველად იმარჯვა, ვოროს გუნდმა 2:1 დაამარცხა "ესპანიოლი". ამით "ღამურებმა" 8-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტეს. "სელტამ" მხოლოდ ბოლოს გატეხა 10 კაცით მოთამაშე "ლეგანესი" და ნემანია რადოიას ბრწყინვალე გოლით მოიგო.

ხიხონის "სპორტინგი" 5-გოლიან თრილერში დამარცხდა "ეიბართან", ხოლო ორი აუტსაიდერის ჯახში "გრანადამ" 9 კაცით ქულა იხსნა "ოსასუნასთან" დაპირისპირებაში. ამით ("ვალენსიას" გამარჯვების ფონზე) გასავარდნი ტრიო კიდევ უფრო გამოიკვეთა.

წყვილები გაირკვა
კოპა დელ რეის მეოთხედფინალში გუნდები ასე დაწყვილდნენ: რეალ სოსიედადი-ბარსელონა, რეალი-სელტა, ატლეტიკო-ეიბარი, ალკორკონი-ალავესი. მატჩები 17-19 და 24-26 იანვარს გაიმართება.

XVIII ტური
ლეგანესი-ბილბაო 0:0
ლეგანესი (4-2-3-1): შამპანი - ვ. დიასი, მანტოვანი, ინსუა, მარინი - რ. პერესი, ტიმორი - მაჩისი (74. ლუსიანო), გაბრიელი, ო. რამოსი (44. შიმანოვსკი) - გერერო
ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი - ლეკუე, ბოვედა, ლაპორტი, ბალენზიაგა - სან ხოსე (46. ბენიატი), იტურასპე - ვილიამსი (57. სუსაეტა), რაულ გარსია, მუნიაინი (85. დე მარკოსი) - ადურისი
გაფრთხილება: 3-3; კუთხური: 4-8; ჯარიმა: 20-11; თამაშგარე: 4-1; კარში დარტყმა: 15-10 (5-2); ბურთის ფლობა: 43%-57%; მაყურებელი: 10 922

ბარსელონა-ლას პალმასი 5:0
გოლები: 1:0 ლ. სუარესი (14), 2:0 მესი (52), 3:0 ლ. სუარესი (57), 4:0 არდა თურანი (59), 5:0 ვიდალი (80)
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - ვიდალი, მასკერანო, უმტიტი, ალბა - ანდრე გომეში (62. რაკიტიჩი), ბუსკეტსი (74. მატიო), რაფინია - მესი, ლ. სუარესი (68. პ. ალკასერი), არდა თურანი
ლას პალმასი (4-3-3): ვარასი - მასედო, ლემოსი, დ. გარსია (34. აიტამი), ლოპეში - ვიერა, მესა, ვ. გომესი (63. მ. გარსია) - ელ ჟარი (74. ლივაია), ბოატენგი, ტანასუ
გაფრთხილება: 3-4; კუთხური: 5-1; ჯარიმა: 15-11; თამაშგარე: 7-3; კარში დარტყმა: 22-7 (10-1); ბურთის ფლობა: 61%-39%; მაყურებელი: 81 480

ატლეტიკო-ბეტისი 1:0
გოლი: 1:0 გაიტანი (8)
ატლეტიკო (4-4-2): მოია - ვრსალიკო, გოდინი, სავიჩი, ფილიპე ლუიში - კოკე, გაბი, ს. ნიგესი, გაიტანი (63. ფერეირა-კარასკო) - გრიზმანი (93. ხ. ხიმენესი), ფ. ტორესი (70. გამეირო)
ბეტისი (5-3-2): ადანი - პიჩინი, პეცელა, დონკი, ხუან კარლოსი (70. ნ. ლეივა), დურმისი - მარტინი, ბრაშანაცი (66. ხოაკინი), სებალიოსი - რ. კასტრო, ალეგრია (82. ზოზულია)
გაფრთხილება: 0-3; კუთხური: 9-2; ჯარიმა: 15-17; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 6-10 (3-6); ბურთის ფლობა: 52%-48%; მაყურებელი: 46 043

დეპორტივო-ვილიარეალი 0:0
დეპორტივო (4-2-3-1): ტიტონი - ლაურე, არიბასი, სიდნეი, ფ. ნავარო - გილერმე, ბორხესი - მარლოში (76. ვალე), ჩოლაქი, ლუიზინიო - ანდონე (83. ხოსელუ)
ვილიარეალი (4-4-2): ასენხო - მარიო გასპარი, ალვარო, რუისი, ანხელი - ჯ. დოს სანტოსი, ტრიგეროსი, ბრუნო სორიანო, კასტილიეხო - ბორე (68. მ. გონსალესი), პატო (86. ნ'დიაი)
გაფრთხილება: 0-1; კუთხური: 10-0; ჯარიმა: 14-8; თამაშგარე: 4-1; კარში დარტყმა: 13-4 (3-1); ბურთის ფლობა: 47%-53%; მაყურებელი: 19 807

ვალენსია-ესპანიოლი 2:1
გოლები: 1:0 მონტოია (17), 2:0 მინა (73), დ. ლოპესი (85)
ვალენსია (4-3-3): დ. ალვეში - მონტოია, სანტოსი (89. მ. სუარესი), გარაი, გაია - პარეხო, ე. პერესი, სოლერ ბარაგანი - მინა (93. ბაკალი), ელ ჰადადი (67. კანსელო), ნანი
ესპანიოლი (4-2-3-1): დ. ლოპესი - დ. რეიესი, დ. ლოპესი, ო. დუარტე, კარიკოლი - ფუეგო, სევილია (69. ხ. რეიესი) - ე. პერესი, ხურადო, ა. ვასკესი (54. მელენდო) - ჟ. მორენო
გაფრთხილება: 5-0; კუთხური: 6-3; ჯარიმა: 17-13; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 10-6 (5-3); ბურთის ფლობა: 55%-45%; მაყურებელი: 33 932

სელტა-ალავესი 1:0
გოლი: 1:0 რადოია (89)
სელტა (4-3-3): ბლანკო - მალიო, კაბრალი (50. ხონი), ფონტასი, რონკალია - რადოია, მ. დიასი, ვასი - ასპასი (92. ს. გომესი), გუიდეტი (71. ჯ. როსი), ბონგონდა
ალავესი (4-2-3-1): პაჩეკო - კიკო, ლაგუარდია, ფედალი, ტ. ერნანდესი - მ. ლორენტე, მ. გარსია - მენდესი (77. ვიგარაი), კამარასა (88. სობრინო), იბაი (49. ალექსისი) - დეივერსონი
გაძევება: ფედალი (46)
გაფრთხილება: 4-5; კუთხური: 7-4; ჯარიმა: 19-10; თამაშგარე: 4-0; კარში დარტყმა: 13-9 (4-1); ბურთის ფლობა: 61%-39%; მაყურებელი: 15 723

სპორტინგი-ეიბარი 2:3
გოლები: 0:1 ადრიანი (4-პენ), 1:1 კარმონა (9), 1:2 პედრო ლეონი (21), 1:3 ლუნა (23), 2:3 ნ. კასესი (58)
სპორტინგი ხ. (4-4-2): კუელიარი - დ. პერეირა (55. ბაბენი), ლ. კასტელიანო, ამორებიეტა, ი. ლოპესი - კარმონა, ს. ალვარესი, ნ. კასესი, მ. გომესი (46. აფიფი) - კ. კასტრო (66. რ. სანჩესი), ვიგერა
ეიბარი (4-2-3-1): რიესგო (26. იოელი) - კაპა, მ. დოს სანტოსი, ლეჟონი, ლუნა - ესკალანტე, დ. გარსია - პედრო ლეონი, ადრიანი (65. ფ. რიკო), ინუი (74. პენია) - ენრიჩი
გაფრთხილება: 4-0; კუთხური: 2-4; ჯარიმა: 13-16; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 10-18 (4-7); ბურთის ფლობა: 55%-45%; მაყურებელი: 20 050

გრანადა-ოსასუნა 1:1
გოლები: 0:1 რიერა (12), 1:1 კრავეცი (69)
გრანადა (4-2-3-1): ოჩოა - ფულკიე, ვეზუ (65. პონსე), ლომბანი, ტაბანუ - აგბო, ა. პერეირა - ატცილი (57. ბუენო), სამპერი, ბოგა - კრავეცი (75. გ. სილვა)
ოსასუნა (5-3-2): მ. ფერნანდესი - ბერენგერი, დ. გარსია, ოიერი, უ. გარსია, კლერკი - რ. ტორესი (76. რომერო), კაუზიჩი, ფაუსტო (76. მერიდა) - რიერა (69. რივიერი), ს. ლეონი
გაძევება: აგბო (73), პონსე (73)
გაფრთხილება: 4-4; კუთხური: 3-5; ჯარიმა: 13-23; თამაშგარე: 1-5; კარში დარტყმა: 8-13 (4-3); ბურთის ფლობა: 57%-43%; მაყურებელი: 14 328

სევილია-რეალი 2:1
გოლები: 0:1 რონალდო (67-პენ), 1:1 ს. რამოსი (85 ს. კ.), 2:1 იოვეტიჩი (92)
სევილია (4-2-3-1): ს. რიკო - მარიანო, პარეხა, რამი, ესკუდერო - ნ'ზონზი, იბორა (77. სარაბია) - ფ. ვასკესი (68. იოვეტიჩი), ნასრი, ვიტოლო - ბენ იედერი (92. ვიეტო)
რეალი (3-5-2): კ. ნავასი - ვარანი, ს. რამოსი, ნაჩო - კარვახალი, მოდრიჩი, კაზემირო, კროოსი (75. კოვაჩიჩი), მარსელო - ბენზემა, რონალდო
გაფრთხილება: 3-1; კუთხური: 6-1; ჯარიმა: 13-10; თამაშგარე: 6-1; კარში დარტყმა: 9-10 (4-3); ბურთის ფლობა: 57%-43%; მაყურებელი: 40 386

ორშაბათი. 16 იანვარი
მალაგა-სოსიედადი 23:45

ბომბარდირები:
14 ლიონელ მესი (ბარსელონა)
ლუის სუარესი (ბარსელონა)
12 კრიშტიანო რონალდო (რეალი)
11 იაგო ასპასი (სელტა)
9 ვილიან ჟოზე (რეალ სოსიედადი)

მომდევნო ტური
20 იანვარი:
ლას პალმასი-დეპორტივო;

21 იანვარი:
ესპანიოლი-გრანადა, რეალი-მალაგა, ალავესი-ლეგანესი, ვილიარეალი-ვალენსია;

22 იანვარი:
ოსასუნა-სევილია, ბილბაო-ატლეტიკო, ბეტისი-სპორტინგ ხ, ეიბარი-ბარსელონა;

23 იანვარი:
რეალ სოსიედადი-სელტა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული