რეალის ულტიმატუმი

AutoSharing Option

 

დაახლოებით ასეთი შინაარსის, მაგრამ უფრო დელიკატურად ნათქვამი მოისმინა ახლახან "რეალის" პორტუგალიელმა მცველმა პეპემ კლუბის წარმომადგენლებისგან. მოგეხსენებათ, პეპესთან მოლაპარაკებები ერთობ გაიწელა, რადგან ფეხბურთელი ახალ კონტრაქტში პირობების კარდინალურ გაუმჯობესებას ითხოვს და სადღაც მართალია კიდეც - პეპე ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადი ფეხბურთელია სამეფო კლუბში, თუმცა დაცვის ხაზში შეუცვლელია.

"ა ბოლა" წერს, რომ თუკი პეპე ამ შეთავაზებას არ დათანხმდება, მას "რეალი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე გაყიდის. პეპე ახლა წელიწადში 1,8 მილიონ ევროს იღებს, მაგრამ 3,8 მილიონს ითხოვს. "რეალი" ცოტა ნაკლებს სთავაზობს 28 წლის მცველს -

წელიწადში 3,5 მილიონ ევროს. ამბობენ, რომ ამ მოლაპარაკებას გაფაციცებით ადევნებენ თვალყურს ინგლისური და იტალიური კლუბები.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული