უკვე არავისთვისაა დაფარული, რომ კაკას დროება "რეალში" დასასრულს უახლოვდება. 2007 წლის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმა ვერა და ვერ დაიბრუნა ძველებური ოსტატობა, მას კრიტიკოსებიც მოუმრავლდა. 2009 წელს 65 მილიონ ევროდ "სანტიაგო ბერნაბეუზე" გადამსვლელს არ აკლია მოსურნე კლუბი და, როგორც ჩანს, არც "რეალია" წინააღმდეგი, რომ კაკა ისე გაყიდოს, ნაკლებ წაგებაში დარჩეს (შეუძლებელია, ის იმავე ფასად გაიყიდოს).
სად შეიძლება გადავიდეს კაკა. ინებეთ ვარიანტები:
მილანი ბრაზილიელმა ევროპული კარიერა "როსონერიში" აიწყო. ბევრს სურს თავიანთი გმირი უკან დაიბრუნონ. მართალია, ამას წინათ ადრიანო გალიანიმ თქვა, კაკას ტრანსფერს არ განვიხილავთო, მაგრამ "დიავოლომ"
ინტერი თუკი კაკა იტალიაში დაბრუნებას გადაწყვეტს, მას მილანის მეორე გრანდიც სიამოვნებით მიიღებს. "ინტერის" პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ უკვე განაცხადა, რომ კაკას სიტუაციას ყურადღებას ადევნებს თვალყურს. მაგრამ რამდენად რეალურია კაკამ "მილანის" დაუძინებელ მტერში ამოჰყოს თავი?
რომა "რომას" ალბათ არ აქვს შესაბამისი ფინანსური რესურსი, რომ "რეალიდან" კაკა გადმოიბიროს. მაგრამ იტალიის დედაქალაქში ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს მალე. "რომამ" შეიძლება მეპატრონე გამოიცვალოს და შესაბამისი ფინანსური რესურსიც გაჩნდეს.
მანჩესტერ სიტი ეს უმდიდრესი კლუბი ლამის ყველა ვარსკვლავის შესაძლო სატრანსფერო სპეკულაციაში ფიგურირებს. როცა კაკამ "რეალში" გადასვლა ამჯობინა, მაშინ მანჩესტერლები მზად იყვნენ 100 მილიონი ევრო გადაეხადათ. სხვათა შორის, "სიტის" ახლა კაკას პოზიციაზე პრობლემები აქვს.
ჩელსი "ჩელსიც" საკმაოდ მოწადინებულია ბრაზილიელი ჩაიგდოს ხელში. კრეატიული ნახევარმცველის დამატებით "ლურჯების" შემტევი პოტენციალი მნიშვნელოვნად გაიზრდება. თან გუნდში უკვე არიან მისი თანამემამულეები დავიდ ლუიზი და რამირესი.
ბლექბერნი გაიფიქრებთ ალბათ, ამ გუნდს რაღა უნდა სიაშიო - პასუხი მარტივია, ზაფხულში ეს კლუბი რამდენიმე მაღალი კლასის ვარსკვლავის ყიდვას აპირებს, თანაც უმთავრესად, ბრაზილიელებს. მიუხედავად ამისა, კაკას ყიდვა ინგლისელებს ძალიან გაუჭირდებათ.
რუბინი რუსების მოწადინებაზე უკვე ვწერდით - ყაზანური კლუბი მზადაა 45 მილიონი ევრო გადაიხადოს კაკაში და თან მას ძალიან მაღალი ხელფასი დაუნიშნოს (სხვანაირად კაკას როგორ მოხიბლავს რუსეთში თამაშით). სავარაუდოდ, ამდენს "რეალს" არავინ გადაუხდის.
კორინთიანსი ბოლო წლებში "კორინთიანსმა" ევროპიდან სამშობლოში რონალდო და რობერტო კარლოსი დააბრუნა. მაგრამ სურს კი კაკას ევროპული კარიერის ასე ნაადრევად დასრულება?
სან პაულუ თუკი ასე მოხდა და კაკა გადაწყვეტს სამშობლოში დაბრუნებას, უფრო რეალურია, რომ მან ბავშვობის კლუბ "სან პაულუს" მიაკითხოს. ოდესღაც კაკა მაინც დაუბრუნდება "ტრიკოლორ პაულისტას". საქმე იმაშია, მოხდება ეს თუ არა ამ ზაფხულში.
რეალი იმდენი ვწერეთ სხვა გუნდებზე, რომ ლამის გამოვრიცხეთ მისი დარჩენა "სამეფო კლუბში", სადაც ჯერ კიდევ აკავშირებს კონტრაქტი. კაკას შეუძლია დარჩენა, უბრალოდ, იმ ფაქტთან შეგუებაც მოუწევს, რომ ახალი სეზონიდან, თუკი არ მოუმატებს, სულ უფრო იშვიათად მოხვდება სასტარტო შემადგენლობაში.