ბუნდესლიგა. XVII ტური: ლევანდოვსკის დუბლმა "ბაიერნს" მოაგებინა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გერმანიაში ბუნდესლიგის 2016/17 წლების სეზონი 20 იანვარს გამართული ერთი მატჩით განახლდა. მიუნხენის "ბაიერნმა" მე-17 ტურის მატჩში სტუმრად "ფრაიბურგის" დამარცხება შეძლო - 2:1.

ანგარიში უკვე მე-4 წუთზე მასპინძლებმა იანიკ ჰაბერერის გოლით გახსნეს, 35-ზე კი რობერტ ლევანდოვსკიმ კუთხურიდან ჩაწოდების შემდეგ გაათანაბრა. მანვე თამაშის მიწურულს (91) დუბლი შეასრულა და მიუნხენელებს გამარჯვება მოუტანა.

სატურნირო ცხრილის ლიდერმა "ბაიერნმა" 42 ქულა დააგროვა და 6 ქულით უსწორებს მეორე ადგილოსან "ლაიპციგს", რომელსაც თამაში რეზერვში აქვს. "ფრაიბურგი" 24 ქულით მერვეა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული