გუშინდელი დღის მერე ბრძოლას "ატლეტიკო" და "სელტა" აგრძელებენ, რომლებიც "ალავესს" შეუერთდებიან. დღეს ბოლო ნახევარფინალისტის ვინაობა "კამპ ნოუზე" გაირკვევა, როცა "ბარსელონა" "რეალ სოსიედადს" უმასპინძლებს.
ვიგოში "რეალი" შეფერთხილი შემადგენლობით ჩავიდა გალისიაში 1:2-ის ამოსაქაჩავად, მაგრამ... მატჩი სტუმართათვის ცუდად დაიწყო, ტაიმის მიწურულს დანილომ საკუთარი კარი დალაშქრა და კიდევ უფრო გაართულა "რეალის" მდგომარეობა.
62-ე წუთზე კრიშტიანო რონალდომ გაათანაბრა და შანსიც დაბრუნდა, ერთი გოლი
* * *
"ატლეტიკომ" იპურუაში ასეთივე ანგარიში დააფიქსირა, მაგრამ თანაქალაქელებისგან განსხვავებით, დიეგო სიმეონეს გუნდს "ეიბართან" 2:2 აწყობდა. სტუმართა ორივე გოლი მცველების ანგარიშზეა, ხოსე ხიმენესმა ანგარიში გახსნა, ხოლო ხუანფრანმა წერტილი დაუსვა. * * *
დღეს ესპანეთის სამეფო თასის საპასუხო მეოთხედფინალურ მატჩში "ბარსელონა" "რეალ სოსიედადს" უმასპინძლებს. "ბარსამ" პირველი შეხვედრა 1:0 მოიგო (ნეიმარის პენალტის წყალობით) და ნახევარფინალში გასვლის აშკარა ფავორიტია. ამ მატჩში ლუის ენრიკეს ნახევარდაცვაში საკადრო პრობლემები ექნება. სერხიო ბუსკეტსი ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩში (ეიბართან) დაიმტვრა და მე-10 წუთისთვის შესაცვლელი გახდა. სერხიო ვერ ითამაშებს ბასკებთან, ისევე, როგორც ვერ ითამაშებენ ანდრეს ინიესტა და რაფაელ ალკანტარა. ოთხშაბათის ვარჯიში ამ ტრიომ გამოტოვა. ახლა ლუის ენრიკე ნახევარდაცვის ტრიოს ამ ოთხეულიდან (არდა თურანი, დენის სუარესი, ანდრე გომეში, ივან რაკიტიჩი) შეარჩევს. მწვრთნელს აქვს კიდევ ერთი ვარიანტი, მას შეუძლია სერხი რობერტო მარჯვენა მცველობიდან თავის ჩვეულ პოზიციაზე დააწინაუროს.
ეიბარი-ატლეტიკო 2:2 (0:3)
გოლები: 0:1 ხ. ხიმენესი (49), 1:1 ენრიჩი (73), 2:1 პედრო ლეონი (80), 2:2 ხუანფრანი (85)
სელტა-რეალი 2:2 (2:1)
გოლები: 1:0 დანილო (44 ს. კ.), 1:1 რონალდო (62), 2:1 ვასი (85), 2:2 ლ. ვასკესი (90).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"