მოურინიო: იმედი მაქვს რონალდო იოლად გამოძვრება

AutoSharing Option
"რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ "მალაგასთან" (7:0) ესპანეთის ჩემპიონატის საშინაო მატჩის კომენტარისას თავისი გუნდის თამაში მაღალ დონეზე შეაფასა და განსაკუთრებით ქარიმ ბენზემას თამაში გამოჰყო. პორტუგალიელის თქმით, ჯერჯერობით რთულია კრიშტიანუ რონალდოს ტრავმის სერიოზულობის შეფასება, რომელმაც ჰეთთრიქი შეასრულა, მატჩის დასასრულს კი ტრავმა მიიღო.


"მატჩის დასასრულს ჩემი მოთამაშეები ცოტა დაიღალნენ, მაგრამ ეს ნორმალურია. მოთამაშეებს სპეციალურად ვთხოვე დიდი ანგარიშის დროსაც არ მოდუნებულიყვნენ. მინდა ქარიმ ბენზემა გამოვყო, რომელიც ყოველ მატჩში უმატებს, დღეს ის მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. შეხვედრის ყველაზე არასასიამოვნო ფაქტი კი, რა თქმა უნდა,
კრიშტიანუ რონალდოს ტრავმაა. ჯერჯერობით მისი სირთულის ხარისხზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ როგორც ჩანს, ტრავმა სერიოზულია. იმედი მაქვს, ყველაფერი მოგვარდება", - განაცხადა მოურინიომ.


მომზადებულია Marca-ს მიხედვით

 

 

 

.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული