ვიქტორ ვალდესი: სიცოცხლის ბოლომდე რაიკარდის მადლობელი ვიქნები

AutoSharing Option
"ბარსელონას" მეკარემ ვიქტორ ვალდესმა მადლობა გადაუხადა ყოფილ მწვრთნელ ფრანკ რაიკარდს იმ გავლენისთვის, რაც მან გოლკიპერის კარიერაზე მოახდინა.

"არავის მოსწონს, როდესაც უსტვენენ, მით უმეტეს თავის მშობლიურ სტადიონზე. იმიტომ მისტვენდნენ, რომ არცთუ კარგად ვთამაშობდი. წლების შემდეგ მესმის, რომ ეს საკმაოდ სამართლიანი იყო.

თუ გულშემატკივრებს მადლობა უნდა გადავუხადო, ალბათ იმისთვის, რომ ისინი დამეხმარნენ ყოველ მხრივ უფრო ძიერი გავმხდარიყავი. მათ შესაძლებლობა მომცეს საუკეთესო მეკარე გავმხდარიყავი, თავიანთი ზეწოლით დამეხმარნენ.

რაიკარდი ჩემთვ
ის მამასავით იყო, კარიერის რთულ პერიოდში ძალიან ბევრით დამეხმარა. ის ერთ-ერთი იმათგანია, რომლებმაც თავდაჯერება შემძინეს. ის გვეუბნებოდა, რომ სიმშვიდე შეგვენარჩუნებინა, რომ ის ჩვენთან იყო. სიცოცხლის ბოლომდე მისი მადლობელი ვიქნები", - განაცხადა ვალდესმა.


მომზადებულია fcbarcelona.com-ის მიხედვით






.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული