სამწუხაროდ, ასე არ ყოფილა - "რეალის" ლიდერმა საზარდული დაიზიანა და მაშინვე მიხვდა, რომ თამაშის გაგრძელებას ვერ შეძლებდა. იმ დროისთვის შეცვლების ლიმიტი ამოწურული იყო და რონალდოს ნაცვლად ვერც ვერავინ შემოვიდა, თუმცა "რეალი" 7:0-ს იგებდა და ამას მნიშვნელობა ნაკლებად ჰქონდა.
აი, რონალდოს ტრავმას კი ნამდვილად აქვს დიდი მნიშვნელობა "რეალისთვის". "როცა მესამე გოლი გამქონდა, ფეხი ისე დავიშავე,
"რასინგთან" თამაშს ვინ ჩივის, საეჭვოა, რომ რონალდომ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალში "ლიონის" წინააღმდეგ თამაში შეძლოს. გუშინ მაგნეტურ-რეზონანსულმა ტესტირებამ აჩვენა, რომ დაზიანებულია მარცხენა ბიცეპსის კუნთი. ასეთი სახის ტრავმის მკურნალობას კი 10-15 დღე ესაჭიროება.
ამით რონალდოს 39-მატჩიანი სერია შეწყდა: ლა ლიგაში, თასზე და ჩემპიონთა ლიგაში რონალდომ ზედიზედ 39 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 37 გოლი გაიტანა. "რასინგთან" თამაშში ის ვერაფრით გამოვა მინდორზე, ასე რომ, მე-40 მატჩი ზედიზედ სასტარტოში არ გამოვა. აქამდე რონალდო ერთადერთი ფეხბურთელი იყო ლა ლიგაში, რომელსაც ჩემპიონატის ყოველი წუთი ჰქონდა ნათამაშები. წინა ტურში მან გადაუსწრო ანდონი ირაოლას, მას შემდეგ, რაც ბასკმა მცველმა მატჩი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა. ხუთშაბათის 77 წუთის ჩათვლით, რონალდოს ზედიზედ 2 440 წუთი დაუგროვდა.
ამ სტატისტიკას თუ გადახედავთ, მიხვდებით, რომ რონალდოს არგაყვანა, მაშინ, როცა "რეალი" "მალაგას" სოლიდური ანგარიშით უგებდა, მხოლოდ მესის დაწევის სურვლით ვერ ავხსნით. სხვათა შორის, ორიოდე კვირის წინათ ჟოზე მოურინიომ კითხვაზე, რატომ არ ასვენებთ კრიშტიანოსო, მიუგო - ბიჭი ხარივით ჯანმრთელია და დაღლილობას არ გრძნობსო.
პორტუგალიელს ჰქონდა შანსი ხოსე ანტონიო კამაჩოს მიღწევა გაემეორებინა, რომელმაც "რეალის" მაისურით ჩემპიონატის ყოველი წუთი ითამაშა სეზონში.
P.S. ბოლო ცნობით, კრიშტიანოს "ლიონთან" თამაშის 90%-იანი შანსი აქვს. აი, "რასინგთან" და "ერკულესთან" მატჩებს კი 100%-ით გამოტოვებს.
.