მესის შანსი - ლა ლიგა. XXVII ტურის წინ

AutoSharing Option
ესპანეთში "ნონ-სტოპ" რეჟიმში ათამაშდნენ - ჯერ კიდევ "მალაგას" კარში გოლთა წვიმას არჩევენ პირინეებზე, არადა, დღეს უკვე მორიგი, 27-ე ტურია, რომელსაც "ბარსელონა" 7-ქულიანი უპირატესობით ხვდება ჟოზე მოურინიოს "რეალზე".

27-ე ტურის წინ 27-27 გოლი აქვთ გატანილი ლეო მესისა და კრიშტიანო რონალდოს, თუმცა არგენტინელს შესანიშნავი შანსი აქვს, ისევ დაწინაურდეს - პორტუგალიელი ტრავმირებულია და უახლოეს ორ ტურს დანამდვილებით გამოტოვებს.

დღეს ბარსელონაში მეზობლების, კატალონიელებისა და არაგონელების დაპირისპირების მომსწრენი გავხდებით. ერთი შეხედვით, "კამპ ნოუზე" "სარაგოსას" რა შანსი უნდა ჰქონდეს, მაგრამ, არ დაგვავიწყდეს, რომ წინა ტურში არაგონელებმა
ბასკებთან იყოჩაღეს, ხავიერ აგირე კი სულაც ტურის მწვრთნელად აღიარეს. მადრიდში ეიმედებათ, რომ მექსიკელის გუნდი საჩემპიონოდ დაქოქილ "ბარსელონას"კვანტს გამოსდებს.

"ბარსელონას" ლაზარეთში თავად მთავარი მწვრთნელია, პეპ გვარდიოლამ გუნდი არ მიატოვა "მესტალიაზე" თამაშის წინ, რითაც ძალიან გაიუარესა წელის ტკივილი. ახლა ის უფრო ხშირად კლინიკაშია, ვიდრე სახლში. გუნდს ტიტო ვილანოვა ამზადებს და, დიდი შანსია, სათადარიგოთა სკამზეც ის ვიხილოთ "სარაგოსასთან".

პეპი პეპად, ალბათ, მაინც გასწირავს საკუთარ ჯანმრთელობას და "კამპ ნოუზე" მისვლას მოინდომებს, მაგრამ, მთავარი სიახლე გუნდში ის არის, რომ ვიქტორ ვალდესი დაბრუნდა - მეკარემ გუშინ  სრული დატვირთვით ივარჯიშა. ვალდესი მუხლის ტკივილის გამო გუნდს 2 კვირით დააკლდა, პარასკევს კი ექიმებმა მას სრულად დატვირთვის უფლება მისცეს, ყველა პრობლემა უკან დარჩა - ვალდესი დაიბრუნებს თავის კუთვნილ ადგილს ძელებს შორის, თუმცა არც მის შემცვლელ ხოსე პინტოზე ეთქმით აუგი "ბარსელონას" გულშემატკივრებს. ივარჯიშა გუნდის კაპიტანმა კარლეს პუიოლმაც, მაგრამ მისი თამაშის საკითხი ჯერაც ღიაა.

სხვათა შორის, თუკი პეპი გამოტოვებს თამაშს, ეს არ იქნება პირველი შემთხვევა "ბარსელონას" ისტორიაში, როცა მწვრთნელი ვერ ესწრება შეხვედრას. მისმა წინამორბედებმა, ფრენკ რაიკაარდმა და იოჰან კრუიფმაც გამოტოვეს "ბარსას" მატჩები. 1991 წლის თებერვალში კრუიფს გულმა შეუტია, რის გამოც მას ოპერაცია დასჭირდა და 10 დღე საავადმყოფოში გაატარა. 2005 წლის დეკემბერში კი რაიკაარდმა პნევმონიის გამო გააცდინა მატჩი.

ხვალ მდევარი "რეალი" "რასინგს" ეწვევა და თუ ისევე ითამაშა, როგორც "მალაგასთან", კანტაბრიელებს შანსი არ ექნებათ. საქმეც იმაშია, რომ თანამედროვე ესპანურში ახალი სიტყვა მკვიდრდება, "კრისტიანოდეპენდენსია". ესპანელები პორტუგალიელს კრისტიანოს უძახიან, ეს სიტყვა კი ნიშნავს კრიშტიანოზე დამოკიდებულებას. საფეხბურთო წრეებში უკვე შეთანხმდნენ, რომ ჟოზე მოურინიოს გუნდი ძირითადად რონალდოს თამაშზეა დამოკიდებული. ის კიდევ არ იქნება.

დღეს "ვისენტე კალდერონზე" ძალიან საინტერესო თამაში გველის, "ატლეტიკო" მე-4 ადგილზე მყოფ "ვილიარეალს" მასპინძლობს. ბოლო დროს, "ვილიარეალი" ისე კარგად ვეღარ თამაშობს, მაგრამ "ატლეტიკო" კიდევ უარეს ფორმაშია. არადა, ორივე გუნდს ძალიან კარგი ფეხბურთის შემოთავაზება შეუძლია გულშემატკივრისთვის.


დღეს
მალიორკა-ვალენსია 21:00
დისკვალიფიკაცია: მარტი, თოფალი - ბრუნო
ტრავმა: დე გუზმანი, ნადალი, ვიქტორი - მოია, მიგელი, ადურისი, ალბელდა

ბარსელონა-სარაგოსა 23:00
დისკვალიფიკაცია: დიგო (სარ)
ტრავმა: ჟეფრენი, პუიოლი (?) - ლაგუარდია, ლაფიტა, ბრაულიო, ფრანკო

ატლეტიკო-ვილიარეალი 01:00
ტრავმა: უიფალუში, პერესი, პულიდო, სუარესი (?), ელიასი (?) - ა. ლოპესი, სენა


ხვალ
სპორტინგი-ხეტაფე 20:00
დისკვალიფიკაცია: ბოტია (სპორ)
ტრავმა: ტორე - უსტარი, ბორხა, მარიო, ალბინი, პინტოსი, კაში

ერკულესი-ალმერია 20:00
დისკვალიფიკაცია: პულჰაკი - ბერნარდელო, როდრიგესი, ულოა
ტრავმა: ფარინოსი, პენია, რუფეტე, ვალდესი, დრენტე - ნიეტო, ხუანმა ორტისი

ლევანტე-ესპანიოლი 20:00
ტრავმა: სერხიო, გონსალესი, ლარეა, პერესი, კოლმერი, ექტორი, კაისედო - ოსვალდო, პენია, ალონსო, ბაენა, მარკესი, მატიონი, ფორლინი

მალაგა-ოსასუნა 20:00
დისკვალიფიკაცია: გამესი (მალ)
ტრავმა: როსარიო, რუბენი, მალაგუენო, ასენხო, ბაპტიშტა, დუდა - არანდა, ფლანიო, რობერტო, ვადოცი, რუპერი, პანდიანი, ოიერი

ბილბაო-სევილია 22:00
ტრავმა: რომალიო, იტურასპე, გომესი, კასტილიო, აურტენეჩე, გურპეგი (?), ამორებიეტა - ჩიგარინი, კასერესი, კონე, აკოსტა, პალოპი (?), დრაგუტინოვიჩი, გუარენტე

რასინგი-რეალი 00:00
ტრავმა: სერანო, ციოლისი - პეპე, იგუაინი, ხედირა, რონალდო, გარაი


ზეგ
დეპორტივო-რეალ სოსიედადი 00:00
ტრავმა: საული, პაბლო, ვალერონი, ურეტა, სისკო - იფრანი, პრიეტო (?), ლორენტე, გრიზმანი (?), ელუსტონდო

თ მ ფ წ ბ ქ
1. ბარსელონა 26 23 2 1 77-13 71
2. რეალი 26 20 4 2 62-19 64
3. ვალენსია 26 15 6 5 40-27 51
4. ვილიარეალი 26 15 5 6 45-26 50
5. ესპანიოლი 26 13 1 12 35:38 40
6. ბილბაო 26 12 2 12 40-38 38
7. სევილია 26 11 5 10 41-40 38
8. ატლეტიკო 26 10 5 11 36-34 35
9. სოსიედადი 26 11 2 13 37-42 35
10. მალიორკა 26 10 4 12 27-35 34
11. ხეტაფე 26 9 6 11 36-39 33
12. რასინგი 26 7 9 10 24-36 30
13. ლევანტე 26 8 4 14 27-38 28
14. დეპორტივო 26 6 10 10 21-35 28
15. სარაგოსა 26 6 9 11 24-38 27
16. ოსასუნა 26 6 8 12 26-32 26
17. ერკულესი 26 7 5 14 24-39 26
18. სპორტინგი 26 5 10 11 23-34 25
19. მალაგა 26 6 5 15 34-58 23
20. ალმერია 26 4 10 12 26-44 22

ბომბარდირები: 27 - ლეო მესი (ბარსელონა), კრიშტიანო რონალდო (რეალი); 17 - დავიდ ვილია (ბარსელონა); 15 - ფერნანდო ლორენტე (ბილბაო); 13 - პედრო როდრიგესი (ბარსელონა), ჯუზეპე როსი (ვილიარეალი); 11 - ნილმარი (ვილიარეალი); 10 - ფელიპე კაისედო (ლევანტე), ლუიშ ფაბიანო (სევილია), ალვარო ნეგრედო (სევილია), დავიდ ტრეზეგე (ერკულესი).






.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული