ლა ლიგა. XXI ტური: "ბარსელონა" უკვე 100-გოლიანია [VIDEO]

AutoSharing Option
4 თებერვალს ესპანეთის ლა ლიგის 21-ე ტურის 4 შეხვედრა გაიმართა

"ბარსელონამ" "ბილბაოს" უმასპინძლა და 3:0 გაანადგურა. მე-18 წუთზე ანგარიში პაკო ალკასერმა მას მერე გახსნა, რაც ნეიმარმა მარცხენა ფლანგზე ითამაშა კარგად. მე-40 წუთზე ლეო მესიმ საჯარიმო საკმაოდ მახვილი კუთხიდან გაიტანა. ანგარიშს კი წერტილი ალეიშ ვიდალმა დაუსვა, რომელმაც მეტოქე კონტრშეტევაზე დაიჭირა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ბარსელონამ" და ფრანგულმა "მონაკომ" პირველებმა მიაღწიეს სეზონში 100 გოლს ტოპლიგებში.

მადრიდულ დერბიში "ატლეტიკომ" "ლეგანესს" 2:0 მოუგო, ორივე გოლი ფერნანდო ტორესის ანგარიშზეა. პირველ შემთხვევაში პენალტი მისი წაქცევისთვის დაინიშნა, მაგრამ ანტუან
გრიზმანმა
მეკარეს ვერ აჯობა, დამატებაზე ისევ "ელ ნინიომ" იყოჩაღა. მეორე ტაიმში ტორესმა სეზონში მე-4 გოლი გაიტანა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ვალენსია" შინ 0:4 განადგურდა "ეიბართან", ხოლო "მალაგა" შინ 0:1 დამარცხდა "ესპანიოლთან".

ჩრდილო-დასავლეთ ესპანეთში შტორმის გამო პარასკევს "დეპორტივო" "ბეტისი" გადაიდო. ახლახან კი ცნობილი გახდა, რომ გადაიდო კვირის დაპირისპირებაც გალისიაში - ვიგოს "სელტას" "ბალაიდოსზე" "რეალისთვის" უნდა ემასპინძლა, მაგრამ სტადიონის ხელმძღვანელობა გულშემატკივრებს უსაფრთხოების გარანტიებს ვერ აძლევს.

შაბათი. 4 თებერვალი
მალაგა-ესპანიოლი 0:1
გოლი: 0:1 პიატი (17)

ბარსელონა-ბილბაო 3:0
გოლები: 1:0 პ. ალკასერი (18), 2:0 მესი (40), 3:0 ვიდალი (67)

ატლეტიკო-ლეგანესი 2:0
გოლები: 1:0 ფ. ტორესი (15), 2:0 ფ. ტორესი (51)

ვალენსია-ეიბარი 0:4
გოლები: 0:1 ენრიჩი (28), 0:2 ადრიანი (45-პენ), 0:3 დ. გარსია (57), 0:4 ენრიჩი (77)
გაძევება: სოლერი (45. ვალენსია)

პარასკევი. 3 თებერვალი
დეპორტივო-ბეტისი გადაიდო

კვირა. 5 თებერვალი
სევილია-ვილიარეალი 15:00
სპორტინგი-ალავესი 19:15
სოსიედადი-ოსასუნა 21:30
სელტა-რეალი გადაიდო

ორშაბათი. 6 თებერვალი
გრანადა-ლას პალმასი 23:45

1. რეალი - 46 ქულა; 2. ბარსელონა - 45; 3. სევილია - 42; 4. ატლეტიკო - 39; 5. რეალ სოსიედადი - 35.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული