მოურინიოზე დანით იწევდნენ

AutoSharing Option
თურმე მადრიდის "რეალის" მთავარ მწვრთნელს, ჟოზე მოურინიოს დანით შეიარაღებული მამაკაცი თავდასხმას უპირებდა. ამის შესახებ ტელეარხმა BBC NEWS-მა ახლახან გააცხადა, ინციდენტი კი 25 თებერვლით თარიღდება.

ტელეარხის ცნობით, მოურინიოზე თავდასხმა მაშინ მოხდა, როდესაც პორტუგალიელი სპეციალისტი ესპანეთის ჩრდილოეთით, ქალაქ ლა-კორუნიის აეროპორტში ავტოგრაფებს არიგებდა. დანით შეიარაღებული თავდამსხმელის დროულად შეჩერება კი მწვრთნელის დაცვის ერთ-ერთ თანამშრომელს უთავია, რომელსაც მსუბუქი ჭრილობაც მიუღია.

თავად მოურინიომ ამის შესახებ მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ შეიტყო. ამ ამბის გახმაურების შემდეგ კი, როგორც მადრიდული მასმედია წერს, "რეალი" "რასინგთან" მომავალი მატჩისთვის უსაფრთხოების გაძლიერებული ზომებით
ხვდება.


მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით





.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული