კაკას ფეხი მოედანზე მანამ არ იქნება, სანამ ფორმას არ აღიდგენს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ნახევარმცველმა კაკამ გუნდის მთავარ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოსთან თათბირის შემდეგ გადაწყვიტა, მინდორზე მანამ არ გავიდეს, სანამ ოპტიმალურ ფორმაში არ ჩადგება.

ამრიგად, დანამდვილებით შეიძლება თქმა, რომ ბრაზილიელი პრიმერადივიზიონის 27-ე ტურის მატჩში "რასინგის" წინააღმდეგ არ ითამაშებს.

როგორც ირკვევა, პორტუგალიელი სპეციალისტს კაკას დახმარება ძალიანაც სურს, თუმცა მძიმე ტრავმის გადატანის შემდეგ ფეხბურთელს ჯერ უწინდელი ფორმის აღდგენა მართებს.

სპეციალურად კაკასთვის უკვე შეიქმნა აღდგენის კურსი, რომლის მიხედვითაც ვარჯიშს ბრაზილიელი უახლოეს მომავალში შეუდგება.


მომზადებულია Marca-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული