ლა ლიგა. XXII ტური: საშინელი ტრავმების ტური [VIDEO]

AutoSharing Option
როგორც ჩანს, ეუსებიო საკრისტანის გუნდის ოცნება ჩემპიონთა ლიგის საგზურზე არც ისე უსაფუძვლოა - "რეალ სოსიედადმა" ბარსელონაში "ესპანიოლს" ისეთ მატჩში აჯობა, რომელშიც სამი ერთმანეთზე უკეთესი გოლი გავიდა - 2:1.

ამით შეწყდა "ესპანიოლის" წაუგებელი სერია "კორნელიაზე" ლა ლიგაში, რომელიც სექტემბერში დაიწყო. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი, უდავოდ, ასიერ ილიარამენდი იყო, ექსრეალელმა გამარჯვების გოლიც გაიტანა და ამით ვამჯობინეთ მექსიკელ კარლოს ველას. ბასკებს სამი ქულა მაინც ძვირი დაუჯდათ - დაიმტვრა გუნდის საუკეთესო ფორვარდი, ბრაზილიელი ვილიან ჟოზე.

27 მაისს სამეფო თასის ფინალში "ალავესისა" და "ბარსელონას" დაპირისპირება გველის,
მაგრამ ამ ტურმა გამოაჩინა, რომ ბასკებს კატალონიელებთან ტოლ-სწორად თამაში ძალზე გაუჭირდებათ. ლიდერის მდევარმა ვიტორიაში 6:0 იმარჯვა და შინ შესანიშნავ ხასიათზე დაბრუნდებოდა, რომ არა ძლივს ფორმაში შესული ალეიშ ვიდალის საშინელი ტრავმა. 84-ე წუთზე მან კოჭთან ღია მოტეხილობა მიიღო. ამ დროისთვის სტუმრებს ცვლილებები განხორციელებული ჰქონდათ და თამაში 10 კაცით ჩაამთავრეს. პირველი ცნობებით, მცველი სულ მცირე, 5 თვე ვერ ითამაშებს ფეხბურთს.

სტუმართა უპირატესობა კი მართლაც ძალზე აშკარა იყო, ვარსკვლავურმა ტრიომ ხუთი გოლი მიითვალა (სუარესის დუბლი, მესის და ნეიმარის თითო გოლი, პლუს მესის ნაცვლად ალექსის უნებლიე ავტოგოლი). გოლი გაიტანა ივან რაკიტიჩმაც.

ლუის ენრიკე (ბარსელონა): "ძალიან კმაყოფილი ვარ თამაშით და გულდაწყვეტილი - ალეიშ ვიდალის ტრავმის გამო. ვიცი, რას ნიშნავს ეს ტრავმა მისთვის. ვიდალს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. ერთი შეხედვით, ძალიან მძიმე ტრავმა ჩანს".

სხვათა შორის, ვიტორიაში 50-მდე ხულიგანი თავს დაესხა "ბარსას" ფანების ჯგუფს, ერთ-ერთი მათგანი კი სერიოზული დაზიანებებით საავადმყოფოში მოათავსეს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ბარსა" სულ რამდენიმე საათი იყო პირველ ადგილზე, შემდეგ კი არც ისე დამაჯერებლად მოთამაშე "რეალმა" დაიბრუნა ლიდერობა პამპლონაში ბოლოადგილოსანი "ოსასუნას" ძლევით - 3:1.

კრიშტიანო რონალდომ სეზონში მე-14 გოლი მიითვალა, მაგრამ ვერც მან და ვერც მისმა თანაგუნდელებმა (თუ მეკარე ნავასს არ ჩავთვლით) აჩვენეს საუკეთესო თამაში. სერხი ლეონის გოლმა ნავარელებს შანსი მისცა, მაგრამ მეორე ტაიმში ისკომ და შეცვლაზე შესულმა ლუკას ვასკესმა ყველაფერი თავის ადგილზე დააბრუნეს. სხვათა შორის, როცა ისკოს გოლს ზეიმობდა, ლუკა მოდრიჩს თავში ტრიბუნიდან ნასროლი საგანი მოხვდა.

საშინელ ტრავმას ვერც ამ მატჩში ავცდით - ისკო სათამაშო ეპიზოდში ტანო ბონინს შეასკდა, დომინიკელმა ფეხის ღია მოტეხილობა მიიღო. კადრები იმდენად შოკისმომგვრელი იყო, რომ "რეალის" მცველი მარსელო კარგა ხანს ვერ გამოდიოდა შოკისგან.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ზინედინ ზიდანი (რეალი): "დანილოს ტრავმის გამო სათამაშო სქემის შეცვლა და ბალანსის პოვნა მოგვიწია. ამ მოედანზე გამარჯვება იმდენად რთულია, რომ მთავარი სწორედ სამი ქულის მოპოვებაა და არა თამაშის ხარისხი. დღეს ძალიან გაგვიჭირდა, კარგად გამოჩნდა, რომ გუნდებს შორის ქულებში უზარმაზარი სხვაობა ბევრს არაფერს ნიშნავს. ძალიან ვწუხვარ ტანო ბონინის საშინელი ტრავმის გამო, ჩვენ მას მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. საბედნიეროდ, დანილოს ტრავმა ასეთი რთული არ არის".

იუბილარმა არიც ადურისმა (36 წლის გახდა) გაიხსენა, რომ "ბილბაოს" ლიდერია და ბოლოსწინა წუთზე გაუტანა "დეპორტივოს" და ბასკებს თამაში შემოატრიალებინა - 2:1. "ბილბაო" გააფთრებით იბრძვის ევროსაგზურისთვის. მართალია, "სან მამესის" გმირი ადურისი იყო, მაგრამ მოედანზე საუკეთესო მაინც იკერ მუნიაინი გახლდათ.

"ბეტისი" მოედანზე სპეციალური მაისურებით გავიდა, სადაც ეწერა - "ჩვენ ყველანი ზოზულიები ვართ". ასე დაუჭირეს მხარი უკრაინელ თანაგუნდელ რომან ზოზულიას, რომელიც გაუგებრობის თუ პროვოკაციის მსხვერპლი გახდა "რაიო ვალეკანოში".

"ვალენსიამ" სევილიაში "ბეტისთან" არ წააგო და ამ ეტაპზე, "ღამურებისათვის" ესეც დიდი მიღწევაა. თუმცა, სტუმრებს მოგებაც შეეძლოთ, მსაჯს მასპინძელი მცველის ხელით თამაში რომ შეემჩნია საკუთარ საჯარიმოში.

"6-ქულიანი" თამაში მოიგო ხიხონის "სპორტინგმა" მადრიდის გარეუბანში უშუალო კონკურენტ "ლეგანესთან" და ელიტაში დარჩენისთვის ბრძოლა კიდევ უფრო დაძაბა. ასტურიელებმა 13-თვიანი პაუზის მერე მოიგეს საგარეო მატჩი, ხოლო შეცვლაზე შესულმა ბურგუიმ კარიერაში პირველად შეძლო ერთ მატჩში გოლის გატანაც და საგოლე პასის გაკეთებაც.

"მალაგას" მოუგებელი სერიის შეწყვეტის შესანიშნავი შანსი ჰქონდა, მაგრამ ყოფილ "ელ მადრიგალზე" ვერ გამოიყენა რიცხობრივი უპირატესობა და "ვილიარეალს" დაუზავდა. ანდალუსიელებს 9 ტურია, მატჩი არ მოუგიათ ლა ლიგაში.

ლა ლიგა. XXII ტური
ესპანიოლი-სოსიედადი 1:2
გოლები: 0:1 ველა (26), 1:1 ე. პერესი (35), 1:2 ილიარამენდი (61)
ესპანიოლი (4-2-3-1): დ. ლოპესი - მ. ნავარო, დ. ლოპესი, დ. რეიესი, კარიკოლი - ფუეგო, ხურადო - ე. პერესი (83. ა. ვასკესი), ჟ. მორენო, ხ. რეიესი - კაისედო (77. მელენდო)
რეალ სოსიედადი (4-3-3): რული - ოდრიოზოლა, რ. ნავასი, ი. მარტინესი, ი. ბერჩიჩე - ჩაბი პრიეტო, ილიარამენდი, ზურუტუზა - ველა, ვილიან ჟოზე (9. ხუანმი), ოიარზაბალი (93. კონჩა)
მაყურებელი: 17 849

ბეტისი-ვალენსია 0:0
ბეტისი (5-3-2): ადანი - პიჩინი, მანდი, პეცელა, ტოსკა, დურმისი - პარდო, პეტროში (73. ი. მარტინი), სებალიოსი - ალეგრია (74. სანაბრია), რ. კასტრო
ვალენსია (4-2-3-1): დ. ალვეში - მ. მონტოია, ა. სანტოსი (57. აბდენური), მანგალა, გაია - პარეხო, მ. სუარესი - ელ ჰადადი, ორელიანა (81. კანსელო), ნანი - მინა (64. ძაძა)
მაყურებელი: 30 567

ალავესი-ბარსელონა 0:6
გოლები: 0:1 ლ. სუარესი (37), 0:2 ნეიმარი (40), 0:3 მესი (59), 0:4 ალექსისი (63 ს. კ.), 0:5 რაკიტიჩი (65), 0:6 ლ. სუარესი (67)
ალავესი (4-2-3-1): პაჩეკო - ვიგარაი, ლაგუარდია, ალექსისი, ტ. ერნანდესი (87. რ. გარსია) - მ. ლორენტე, დ. ტორესი - კრსტიჩიჩი (46. კიკო), სობრინო, კატაი (57. ო. რომერო) - კ. სანტოსი
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - ა. ვიდალი, უმტიტი (66. ალბა), მატიო, დინი - რაკიტიჩი, ბუსკეტსი (64. ინიესტა), ანდრე გომეში (72. ს. რობერტო) - მესი, ლ. სუარესი, ნეიმარი
მაყურებელი: 19 307

ბილბაო-დეპორტივო 2:1
გოლები: 0:1 ჩოლაქი (42), 1:1 მუნიაინი (71), 2:1 ადურისი (89)
ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი - დე მარკოსი, ი. ალვარესი, ლაპორტი, ბალენზიაგა - სან ხოსე, ბენიატი (68. სუსაეტა) - ვილიამსი (85. ვილიალიბრე), რაულ გარსია (68. იტურასპე), მუნიაინი - ადურისი
დეპორტივო (4-2-3-1): ტიტონი - ხუანფრანი, ალბენტოსა, სიდნეი, ფ. ნავარო - ბორხესი, გილერმე - ხილი, ჩოლაქი (87. ფახრი), კაკუტა (67. ოლა ჯონი) - ანდონე (74. ხოსელუ)
მაყურებელი: 41 469

ოსასუნა-რეალი 1:3
გოლები: 0:1 რონალდო (24), 1:1 ს. ლეონი (33), 1:2 ისკო (62), 1:3 ლ. ვასკესი (93)
ოსასუნა (4-4-2): სირიგუ - ბონინი (15 დ. გარსია), ოიერი, ვუიადინოვიჩი, ფუენტესი (53. კლერკი) - ბერენგერი, ფაუსტო (61. ლოე), ჩაუშიჩი, ხ. რომერო - რივიერი, ს. ლეონი
რეალი (5-3-2): კ. ნავასი - დანილო (57. ხ. როდრიგესი), ს. რამოსი, ვარანი, ნაჩო, მარსელო - მოდრიჩი, კაზემირო, ისკო (88. კოვაჩიჩი) - რონალდო, ბენზემა (72. ლ. ვაკსესი)
მაყურებელი: 17 770

ვილიარეალი-მალაგა 1:1
გოლები: 0:1 შარლესი (14), 1:1 ბრუნო სორიანო (62-პენ)
ვილიარეალი (4-4-2): ასენხო - მარიო გასპარი, ალვარო, რუისი, ხოსე ანხელი - ჯონ. დოს სანტოსი, ბრუნო სორიანო, ტრიგეროსი (82. რ. ერნანდესი), რ. სორიანო - ადრიანი (69. ბაკამბუ), სანსონე (77. კასტილიეხო)
მალაგა (4-2-3-1): კამენი - როსალესი, ლ. ერნანდესი, დემიკელისი, მ. ტორესი - ხ. როდრიგესი (74. დუდა), ნაჩო კამაჩო - კეკო (62. ხონი), ფორნალსი, გ. კასტრო (82. ონტივეროსი) - შარლესი
გაძევება: რ. სორიანო (71)
მაყურებელი: 17 120

ლეგანესი-სპორტინგი 0:2
გოლები: 0:1 კანელია (66), 0:2 ბურგუი (83)
ლეგანესი (4-2-3-1): ერერინი - ბუსტინცა, მანტოვანი, ინსუა, დ. რიკო - რ. პერესი, გაბრიელი - სამუელი (65. ელ ჟარი), ბუენო (79. ლუსიანო), შიმანოვსკი (68. მაჩისი) - გერერო
სპორტინგი (4-2-3-1): კუელიარი - ლ. კასტელიანო, მერე, ამორებიეტა, კანელია - ს. ალვარესი, ვესგა - კარმონა, მ. გომესი (85. ხ. ტორესი), ი. ლოპესი (58. ბურგუი) - ლ. ტრაორე (79. კ. კასტრო)
მაყურებელი: 9 124

ლას პალმასი-სევილია 0:1
გოლი: 0:1 ხ. კორეა (80)
ლას პალმასი (4-3-3): ვარასი - სიმონი, მ. ლემოსი, აიტამი, დ. კასტელიანო (90. მ. გარსია) - მესა, მონტორო (81. ლივაია), ვიერა - ჰალილოვიჩი (81. ტანასუ), ბოატენგი, ხესე
სევილია (3-5-2): ს. რიკო - მარიანო, მერკადო, ლონგლე - სარაბია, ფ. ვასკესი (77. იოვეტიჩი), ნ'ზონზი (68. იბორა), კრანევიტერი, ვიტოლო - ბენ იედერი (77. ხ. კორეა), ნასრი
მაყურებელი: 27 843

ატლეტიკო-სელტა 3:2
გოლები: 0:1 გაბრიელი (5), 1:1 ფ. ტორესი (11), 1:2 გუიდეტი (78), 2:2 ფერეირა-კარასო (86), 3:2 გრიზმანი (88)
ატლეტიკო (4-4-2): მოია - ხუანფრანი (46. ვრსალიკო), ლ. ერნანდესი, სავიჩი, ფილიპე ლუიში - ფერეირა-კარასკო, გაბი, ს. ნიგესი (73. ა. კორეა), კოკე - ფ. ტორესი (76. გამეირო), გრიზმანი
სელტა (4-3-3): ს. ალვარესი - მალიო, გაბრიელი, რონკალია, ხონი - პ. ერნანდესი, რადოია, ხოსაბედი (64. ვასი) - სისტო (70. ბონგონდა), გუიდეტი, ასპასი (85. მ. დიასი)
გამოუყენებელი პენალტი: ფ. ტორესი (30)
მაყურებელი: 30 323

ორშაბათი. 13 თებერვალი
ეიბარი-გრანადა 23:45

ბომბარდირები:
18 - ლუის სუარესი (ბარსელონა); 17 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 14 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 11 - იაგო ასპასი (სელტა).

მომდევნო ტური
17 თებერვალი:
გრანადა-ბეტისი;

18 თებერვალი:
სპორტინგი-ატლეტიკო, რეალი-ესპანიოლი, დეპორტივო-ალავესი, სევილია-ეიბარი;

19 თებერვალი:
რეალ სოსიედადი-ვილიარეალი, ვალენსია-ბილბაო, სელტა-ოსასუნა, ბარსელონა-ლეგანესი;

20 თებერვალი:
მალაგა-ლას პალმასი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული