ლა ლიგა. XXVII ტური: ბენზემამ მართლა გაიღვიძა

AutoSharing Option
ესპანურ პრიმერაში სტატუს-ქვო შენარჩუნდა, "ბარსელონა" ისევ 7 ქულით უსწრებს "რეალს", თუმცა ჩემპიონატის ფინიშს ხოსეპ გვარდიოლას გუნდი კიდევ ერთი ტურით მიუახლოვდა. "ბარსამ" თუ ძალების დაზოგვით სძლია 1:0 "სარაგოსას", "რეალი" კანტაბრიაში კრიშტიანო რონალდოსა და კაკას გარეშე ჩავიდა. თუმცა "სამეფო კლუბს" არ გასჭირვებია "რასინგზე" გამარჯვება - 3:1.

დუბლი შეასრულა ქარიმ ბენზემამ, ერთი გოლიც ემანუელ ადებაიორის ანგარიშზეა. ამ მატჩში ერთბაშად ორი პენალტი გაცუდდა, რაც მეკარეთა დამსახურებაზე მეტად დამრტყმელთა უგერგილობის ბრალია, პინილიოსმა და ადებაიორმა ხეირიანად ვერ შეასრულეს თერთმეტმეტრიანები.

"ვალენსიამ" "იბეროსტარზე" მოიგო, სადაც ყველას უჭირს გამარჯვება
- მალიორკელი ივან რამისის მიერ შესანიშნავად შესრულებულ თერთმეტმეტრიანს ორი გოლით პაბლო ერნანდესმა უპასუხა, რომელიც მეკარე ვისენტე გუაიტასთან ერთად "ღამურების" რიგებში საუკეთესო იყო. თამაშის დაწყებიდან ნახევარი საათის გასვლის შემდეგ რიკარდო კოშტამ საჯარიმოში კამერუნელი პიერ ვებო წააქცია, თუმცა ბალეარელებმა ხეირიანად გახარება ვერ შეძლეს, რადგან წამებში ტრავმამოშუშებულმა არიც ადურისმა ჟონასის შორეული ჩაწოდება თავით მოიგო და იქვე დადარაჯებულ პაბლო ერნანდესს დაუგდო ბურთი, 25 წლის გარემარბმაც ანგარიში გაათანაბრა. 56-ე წუთზე ევერ ბანეგამ შესანიშნავი პასით საჯარიმოში პედრო ერნანდესი მოძებნა და მანაც გამარჯვების გოლი გაიტანა - 1:2.

სხვათა შორის, აქამდე მატჩის გმირს მხოლოდ ერთი გოლი ჰქონდა სეზონში გატანილი. მატჩის მიწურულს უკვე გუაიტამ იყოჩაღა, განსაკუთრებით გამოვყოფთ მის რეაქციას აკიჰირო იენაგას დარტყმულზე. "ღამურებმა" ტურის დასაწყისშივე გაინაღდეს, რომ, სულ მცირე, მომავალ ტურამდე მესამე ადგილზე რჩებიან.

უნაი ემერი (ვალენსია): "აქ ბოლო ორი მატჩი წავაგეთ, რის გამოც ძალიან დაგვწყდა გული. ამიტომაც გაორმაგებული ძალებით შევუტიეთ მეტოქეს და შურიც ვიძიეთ. ახლა გუნდი ძალიან კარგად თამაშობს. ვფიქრობ, გუაიტა ასე თუ გააგრძელებს, ესპანეთის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე გახდება."

"სარაგოსამ" თითქმის ტაიმი გაძლო, მაგრამ ბოლოში ლეო მესის მოწადინებით მარჯვენა ფრთიდან "გაირღვა", არგენტინელმა არად ჩააგდო რამდენიმე მეტოქე და მეკარის მოედანზე ჩაწოდება მაინც შეძლო, იქ კი სეიდუ კეიტამ იყოჩაღა. მანამდე აფრიკელს საკმაოდ საეჭვო სიტუაციაში არ ჩაუთვალეს გოლი თამაშგარე მდგომარეობის გამო. მეორე ტაიმი შედარებით უინტერესო გამოდგა. ასე, ნაკლები სისხლით მოიპოვა "ბარსამ" სამი ქულა "არსენალთან" მატჩის წინ. მასპინძელთა ფანებს მხოლოდ ერთხელ გადაუქანდათ გულები, როცა სინამა-პონგოლე მეკარესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ ვიქტორ ვალდესმა ბრწყინვალედ ითამაშა. ლეო მესიმ კი  ბომბარდირთა დავაში დაწინაურების შესანიშნავი შანსი გაუშვა ხელიდან.

ხავიერ აგირე (სარაგოსა): "შედეგი ლოგიკური და სამართლიანია. ეს "ბარსელონა" შეუჩერებელია. საერთოდაც, კლასში სხვაობა პირველ ორ გუნდსა და დანარჩენ 18-ს შორის კატასტროფულია."

"ვისენტე კალდერონზე" ტრადიციად იქცა, იმ ტურში, როცა ეს სტადიონი მასპინძლობს პრიმერას მატჩს, ის საუკეთესო გამოდის. ასე იყო ამჯერადაც "ატლეტიკო"-"ვილიარეალის" დაპირისპირებაში. მარტო შეხვედრის პირველი გოლი რად ღირს, ხოსე ანტონიო რეიესმა შორიდან ცხრიანში ულამაზესი ბურთი გაიტანა. ჩინებული სასტარტო სპურტის შემდეგ "ატლეტიკო" მოეშვა და ბორხა ვალეროს წყალობით, "ვილიარეალმა" თამაშის სადავეები იგდო ხელთ, რასაც ნილმარზე ჯარიმა და ჯუზეპე როსის გოლი მოჰყვა საჯარიმო დარტყმის გათამაშებიდან.

მეორე ტაიმში თავი, როგორც იქნა, გამოიჩინა "ატლეტიკოს"  შეტევის ნაქებმა ტანდემმა - ჯერ სერხიო აგუერომ ფილიპე ლუიშისა და ელიასის შესანიშნავი კომბინაცია დაასრულა გოლით, შემდეგ მუნდიალის საუკეთესო ფეხბურთელმა დიეგო ფორლანმა გაიტანა - 3:1.

დიეგო ფორლანი (ატლეტიკო): "გოლის გატანა და გამარჯვება არასოდეს მომწყინდება. თანაც ძალიან მნიშვნელოვან დროს გავიტანე, ძლიერ მეტოქესთან მატჩში. გუნდში ძალიან კარგი სიტუაციაა, არ დაუჯეროთ ჭორიკანა გაზეთებს, რომლებიც "ატლეტიკოში" განხეთქილებაზე წერენ. ევროპის ლიგის საგზურის მოპოვება გვინდა."

კვირის მატჩებიდან აღვნიშნავთ "მალაგას" მორიგ და თანაც უცნაურ მარცხს, მანუელ პელეგრინის შეგირდებმა სულ ბოლო წუთზე გაუშვეს შინ ბურთი "ოსასუნასთან" მატჩში. "მალაგას" სათამაშო უპირატესობა სულ წყალში ჩაიყარა, მსაჯის მიერ დამატებულ მე-2 წუთზე ნავარელებმა კუთხური მოაწოდეს და მცველმა სერხიომ გამარჯვების გოლი თავით გაიტანა - 0:1.

"სპორტინგმა" "ელ მონინონზე" "ხეტაფე" 2:0 დაამარცხა. სათამაშო უპირატესობას სტუმრები ფლობდნენ გოლები კი "სპორტინგის" ნახევარმცველებს, მიგელ დე ლას კუევასსა და დიეგო კასტროს გაჰქონდათ. ბოლო წუთები ასტურიელებმა სულაც 10 კაცით ითამაშეს, ალბერტო ლორამ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო. 5 მატჩია, რაც მიჩელის გუნდს არ მოუგია.

კვირა დღის მატჩებიდან ყველაზე თვალსასეირო ალიკანტეური გამოდგა, სადაც აუტსაიდერმა "ალმერიამ" 2:1 იმარჯვა "ერკულესზე". არადა, თავიდან ესტებან ვიგოს გუნდი იგებდა აბრამ პასის თავურის წყალობით, მაგრამ ანდალუსიელებმა კიდევ ერთხელ აჩვენეს, რომ ბედს არ შეეგუებიან და პრიმერაში დარჩენისათვის ბოლომდე იბრძოლებენ - ჯერ შეცვლაზე შესულმა სოფიან ფეგულიმ გაათანაბრა, შემდეგ გოიტომის ჩაწოდებას მოდესტე მ'ბამი გამოეხმაურა - 1:2. ვალენსიაში "ლევანტემ" გამოჯანმრთელებული ფელიპე კაისედოს გოლის წყალობით აჯობა "ესპანიოლს" - 1:0. ეს ეკვადორელი ფორვარდის მე-11 გოლია სეზონში.

"სან მამესზე" ორთაბრძოლებით აღსავსე თამაში გამოვიდა, "სევილია" მისმა ცენტრალურმა მცველებმა ესკუდემ და ფასიომ დაღუპეს, "ბილბაომ" 2:0 მოიგო. მატჩში სამი ფორვარდი დაიმტვრა, მასპინძელთაგან ტოკერო, სტუმართაგან ნეგრედო და ლუიშ ფაბიანო.


მომდევნო ტური
12 მარტი: ალმერია-ატლეტიკო, რეალი-ერკულესი, სარაგოსა-ვალენსია.
13 მარტი: ესპანიოლი-დეპორტივო, ლევანტე-მალიორკა, ოსასუნა-რასინგი, რეალ სოსიედადი-მალაგა, ვილიარეალი-სპორტინგი, სევილია-ბარსელონა.
14 მარტი: ხეტაფე-ბილბაო.

ესპანეთი. ლა ლიგა. XXVII ტური

მალიორკა-ვალენსია 1:2
მალიორკა (4-2-3-1): ავატე - სენდროსი, ნუნიეში, რამისი, კევინი - დე გუზმანი (84. ჟოაო ვიქტორი), მარტი (81. ტეხერა) - პერეირა (64. იენაგა), ნსუე, გ. კასტრო - ვებო.
ვალენსია (4-4-2): გუაიტა - ბრუნო, რიკარდო კოშტა, დ. ნავარო, ალბა - პ. ერნანდესი, მ. თოფალი, ბანეგა (87. ალბელდა), მატა (80. ვისენტე) - ადურისი, ჟონასი (70. ხოაკინი).
გოლები: 1:0 რამისი (31-პენ), 1:1 პ. ერნანდესი (32), 2:1 პ. ერნანდესი (56)
გაფრთხილება: ვებო, რამისი
კუთხური: 6-7; ჯარიმა: 16-13; თამაშგარე: 5-2; კარში დარტყმა: 10-11 (4-6); ბურთის ფლობა: 43%-57%.
მაყურებელი: 18 000

ბარსელონა-სარაგოსა 1:0
ბარსელონა (4-4-3): ვალდესი - დანი ალვეში, პიკე, გ. მილიტო, მაქსველი (74. აბიდალი) - ჩავი, მასკერანო, კეიტა - პედრო (85. ინიესტა), მესი, კრკიჩი (64. ვილია).
სარაგოსა (5-4-1): დობლასი - დიოგო, იაროშიკი, ლანსარო, და სილვა, ობრადოვიჩი - ანდერი (70. ხ. ლოპესი), პინტერი (55. ედმილსონი), ნ'დავი, ბერტოლო (51. უჩე) - სინამა-პონგოლე.
გოლი: 1:0 კეიტა (43)
გაფრთხილება: გ. მილიტო - ლანსარო
კუთხური: 13-2; ჯარიმა: 9-12; თამაშგარე: 4-2; კარში დარტყმა: 23-3 (12-1); ბურთის ფლობა: 77%-23%.
მაყურებელი: 85 000

ატლეტიკო-ვილიარეალი 3:1
ატლეტიკო (4-4-2): დე ხეა - უიფალუში, გოდინი, ა. დომინგესი, ფილიპე ლუიში - რეიესი, მ. სუარესი (81. პაულო ასუნსაო), ტიაგო, ელიასი (69. კოკე) - ფორლანი, აგუერო (87. ხუანფრანი).
ვილიარეალი (4-4-2): დ. ლოპესი - მარიო, გონსალო, მუსაჩიო, კაპდევილა - კანი (70. მარკო რუბენი), ბ. ვალერო, ბრუნო, კასორლა - ნილმარი, როსი
გოლები: 1:0 რეიესი (5), 1:1 როსი (34), 2:1 აგუერო (68), 3:1 ფორლანი (72)
გაფრთხილება: სუარესი, დომინგესი, რეიესი - კანი, გონსალო, მუსაჩიო
კუთხური: 11-2; ჯარიმა: 19-7; თამაშგარე: 5-4; კარში დარტყმა: 16-8 (6-2); ბურთის ფლობა: 52%-48%.
მაყურებელი: 32 000

სპორტინგი-ხეტაფე 2:0
სპორტინგი (4-2-3-1): კუელიარი - ლორა, ბოტია, ი. ერნანდესი, კანელია - რივერა, ნაჩო კასესი - დე ლას კუევასი (82. ხოსე ანხელი), ანდრე კაშტრო (87. ბილიჩი), დ. კასტრო (72. მორანი) - ბარალი.
ხეტაფე (4-4-2): კოდინა - ვ. სანჩესი, რაფა, მ. ტორესი, მარკანო - მ. დელ მორალი, ბოატენგი, პარეხო (46. კასკერო), გავილანი (42. არისმენდი) - კოლუნგა, მიკუ (61. პ. რიოსი).
გოლები: 1:0 დე ლას კუევასი (32), 2:0 ანდრე კაშტრო (40)
გაფრთხილება: ა. კაშტრო, ერნანდესი, ლორა - ბოატენგი, მიკუ, არისმენდი, ტორესი
გაძევება: ლორა (85)
კუთხური: 7-1; ჯარიმა: 20-15; თამაშგარე: 0-8; კარში დარტყმა: 16-12 (4-0); ბურთის ფლობა: 45%-55%.
მაყურებელი: 16 000

ერკულესი-ალმერია 1:2
ერკულესი (4-2-3-1): კალატაიუდი - კორტესი, პასი, პამარო, პულჰაკი (77. პორტილიო) - აგილარი, ფარინოსი - კრისტიანი, ტოტე (70. კიკო), ტომერი (64. სენდოა) - ტრეზეგე.
ალმერია (4-2-3-1): დიეგო ალვეში - მასედო, მარსელო სილვა, კ. გარსია, ლუნა - მ'ბამი, ბერნარდელო - კალუ უჩე, ვარგასი (53. ფეგული), კრუსატი (71. გოიტომი) - ულოა (78. ხუანიტო).
გოლები: 1:0 პასი (50), 1:1 ფეგული (69), 1:2 მ'ბამი (72)
გაფრთხილება: პულჰაკი, ტომერი, კიკო - მ'ბამი, ბერნარდელო, ხუანიტო, ლუნა
კუთხური: 3-1; ჯარიმა: 11-11; თამაშგარე: 4-5; კარში დარტყმა: 13-8 (3-6); ბურთის ფლობა: 54%-45%.
მაყურებელი: 24 000

მალაგა-ოსასუნა 0:1
მალაგა (4-2-3-1): კაბალიერო - გამესი (42. მ. ტორესი), დემიკელისი, ველიგტონი, ელიზეუ - მარესკა (56. პორტილიო), რესიო - აპონიო, ს. ფერნანდესი (79. ხუანმი), ქუინსი - რონდონი.
ოსასუნა (4-2-3-1): რიკარდო - დამია, ლოლო, სერხიო, ნელსონი - პუნიალი, ნეკუნამი - სეხუდო (69. მასუდი), სორიანო (89. ვადოცი), კამუნიასი - კიკე სოლა (62. არანდა).
გოლი: 0:1 სერხიო (92)
გაფრთხილება: სეხუდო, სორიანო, კიკე სოლა, პუნიალი, სერხიო, ნეკუნამი
კუთხური: 7-8; ჯარიმა: 20-24; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 20-15 (4-4); ბურთის ფლობა: 53%-47%.
მაყურებელი: 32 000

ლევანტე-ესპანიოლი 1:0
ლევანტე (4-2-3-1): მუნუა - ვენტა, ბალესტეროსი, ნანო, დელ ორნო - ხ. ტორესი, იბორა - ვალდო (82. პალიარდო), მუნიოსი (59. მონტერო), ხუანლუ - კაისედო (69. სტუანი).
ესპანიოლი (4-2-3-1): კამენი - ხ. ლოპესი, ამატი, გალანი, დ. გარსია (87. ვ. ალვარესი) - დუშერი, ვერდიუ (73. მოლინა) - ს. გარსია (81. ე. ლოპესი), ლ. გარსია, კალეხონი - ა. ვასკესი.
გოლი: 1:0 კაისედო (26)
გაფრთხილება: მუნიოსი, დელ ორნო, იბორა - დუშერი, გალანი, დ. გარსია, კალეხონი, ამატი
კუთხური: 2-5; ჯარიმა: 16-11; თამაშგარე: 5-1; კარში დარტყმა: 13-11 (5-2); ბურთის ფლობა: 38%-62%.
მაყურებელი: 12 000

ბილბაო-სევილია 2:0
ბილბაო (4-4-2): ირაისოსი - ირაოლა, სან ხოსე, ეკიზა, კოიკილი - დ. ლოპესი (79. ორბაისი), გურპეგი, ხ. მარტინესი, მუნიაინი (83. გაბილონდო) - ფ. ლორენტე, ტოკერო (46. დე მარკოსი).
სევილია (4-4-2): ვარასი - კასერესი, ფასიო, ესკუდე, ფ. ნავარო - ხესუს ნავასი, მედელი (79. რომარიკი), რაკიტიჩი, პეროტი - ლუიშ ფაბიანო (70. კაპელი), ნეგრედო (15. კანუტე).
გოლები: 1:0 ფასიო (66 ს.კ.), 2:0 ირაოლა (88-პენ)
გაფრთხილება: გურპეგი - ნავარო, ესკუდე, პეროტი
კუთხური: 13-7; ჯარიმა: 17-18; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 15-12 (6-3); ბურთის ფლობა: 47%-53%.
მაყურებელი: 35 000

რასინგი-რეალი 1:3
რასინგი (4-2-3-1): ტონიო - პინილიოსი (78. ფრანსისი), ოსმარი, ტორეხონი, კრისტიანი - ლასენი (87. ტატო), კოლსა - კენედი, მუნიტისი, ჯ. დოს სანტოსი (81. ნაუელპანი)- როზენბერგი.
რეალი (4-2-3-1): კასილიასი - სერხიო რამოსი, პეპე, რიკარდო კარვალიო, მარსელო - გრანერო (79. ალბიოლი), ჩაბი ალონსო - დი მარია, იოზილი (89. ალექსი), ბენზემა (79. კანალესი)- ადებაიორი.
გოლები: 0:1 ადებაიორი (23), 0:2 ბენზემა (26), 1:2 კენედი (69), 1:3 ბენზემა (74)
შენიშვნა: პინილიოსმა (53) და ადებაიორმა (85) ვერ გაიტანეს პენალტები
გაფრთხილება: როზენბერგი, ტორეხონი - რამოსი, ალონსო
კუთხური: 3-3; ჯარიმა: 21-8; თამაშგარე: 2-7; კარში დარტყმა: 7-21 (3-8); ბურთის ფლობა: 35%-65%.
მაყურებელი: 20 000

დეპორტივო-რეალ სოსიედადი დღეს

თ მ ფ წ ბ ქ
1. ბარსელონა 27 24 2 1 78-13 74
2. რეალი 27 21 4 2 65-20 67
3. ვალენსია 27 16 6 5 42-28 54
4. ვილიარეალი 27 15 5 7 46-29 50
5. ბილბაო 27 13 2 12 42-38 41
6. ესპანიოლი 27 13 1 13 35-39 40
7. ატლეტიკო 27 11 5 11 39-35 38
8. სევილია 27 11 5 11 41-42 38
9. სოსიედადი 26 11 2 13 37-42 35
10. მალიორკა 27 10 4 13 28-37 34
11. ხეტაფე 27 9 6 12 36-41 33
12. ლევანტე 27 9 4 14 28-38 31
13. რასინგი 27 7 9 11 25-39 30
14. ოსასუნა 27 7 8 12 27-32 29
15. სპორტინგი 27 6 10 11 25-34 28
16. დეპორტივო 26 6 10 10 21-35 28
17. სარაგოსა 27 6 9 12 24-39 27
18. ერკულესი 27 7 5 15 25-41 26
19. ალმერია 27 5 10 12 28-45 25
20. მალაგა 27 6 5 16 34-59 23

ბომბარდირები: 27 - ლიონელ მესი (ბარსელონა), კრიშტიანო რონალდო (რეალი); 17 - დავიდ ვილია (ბარსელონა); 15 - ფერნანდო ლორენტე (ბილბაო); 14 - ჯუზეპე როსი (ვილიარეალი); 13 - პედრო როდრიგესი (ბარსელონა); 11 - ნილმარი (ვილიარეალი), ფელიპე კაისედო (ლევანტე); 10 - ლუიშ ფაბიანო (სევილია), დავიდ ტრეზეგე (ერკულესი), ალვარო ნეგრედო (სევილია).





.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული