ლა ლიგა. XXIV ტური: ატლეტიკოლოგი მესი [VIDEO]

AutoSharing Option
ლიონელ მესი ნამდვილი ატლეტიკოლოგია - "ვისენტე კალდერონზე" უკანასკნელად გაიმართა "ატლეტიკოსა" და "ბარსელონას" დაპირისპირება, რომელიც 1:1 რჩებოდა, მაგრამ არგენტინელმა არაფრით დაუშვა ორი ქულის დაკარგვა, "ატლეტიკოს" საჯარიმოში შეიჭრა და განმეორებითი დარტყმით დალაშქრა იან ობლაკის კარი. ეს გოლი მესისთვის ლა ლიგის სეზონში მე-20 იყო.

კარიერის განმავლობაში მან "ატლეტიკოს" 22 გოლი გაუტანა. ასე მწარედ ახსოვს მას კარიერის ყველაზე სერიოზული ტრავმა, რომელიც მას "ატლეტიკოს" მცველმა ფილიპე ლუიშმა მიაყენა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

დიეგო სიმეონე (ატლეტიკო): "კარგად გამოჩნდა, რომ ბიჭები გადაიღალნენ. პირველ ტაიმში ჩვენ დიდებულად ვითამაშეთ. სამწუხაროა, რომ
ვერ გავიტანეთ შესვენებამდე. ყოველ მატჩში მაქვს შეგრძნება, რომ "ბარსელონას" მოვუგებდით, მაგრამ ამის მაგივრად მორიგ მარცხს ვიღებ. რაც შეეხება სეზონის მიზნებს, ისინი უცვლელი რჩება".

ლუის ენრიკე (ბარსელონა): "ძალიან მძიმე გამარჯვება იყო. პირველ ტაიმში "ატლეტიკო" სანიმუშო პრესინგს გვეთამაშა. მეორე ტაიმში მეტოქემ ეს ვერ შეძლო და ეს გამოვიყენეთ. ძალიან დიდი ძალები შევალიეთ ამ გამარჯვებას".

ყოფილ "ელ მადრიგალზე" "რეალი" სენსაციურად მარცხდებოდა (0:2), როცა ზიდანმა მინდორზე ისკოს უხმო. შედეგად "სამეფო კლუბმა" სამი უპასუხო გოლი გაიტანა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

როდესაც ორი ისეთი გუნდი ხვდება ერთმანეთს, რომლებიც დიდ ყურადღებას აქცევენ ბურთის კონტროლს, ყოველთვის საინტერესოა, თუ რომელი დათმობს, უღალატებს გეგმას და მეორე ნომრად ითამაშებს.

კანარის კუნძულებზე "რეალ სოსიედადს" ერგო ეს როლი. მაგრამ "ლას პალმასი" გამოცდილმა გოლკიპერმა ხავი ვარასმა დაღუპა, რომელმაც შესანიშნავი "საგოლე პასი" მისცა ბასკთა კაპიტან ჩაბი პრიეტოს. ვიზავისგან განსხვავებით, ახალგაზრდა ხერონიმო რული კი ამ მატჩის ერთ-ერთი გმირი და საუკეთესო ფეხბურთელი იყო. "ჩური ურდინი" მყარად არის ევროზონაში და ჯერ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაც შეუძლია. "ლას პალმასმა" კი ზედიზედ მეოთხე მატჩი დათმო.

მაურისიო პელეგრინოს "ვალენსიაშიც" უთამაშია და "ალავესშიც", თან ორივე გუნდი გაუწვრთნია. ახლა კი მან ბასკურ გუნდთან ერთად იმარჯვა ყოფილზე. არადა, "რეალის" დამმარცხებელი "ვალენსია" წინაც იყო, მაგრამ... ეტყობა "ღამურებმა" მთელი ძალები ლიდერის დამარცხებას შეალიეს, თან იმ შეხვედრაში ნანი მოისაკლისეს. გამარჯვების გოლი უკრაინულ-უნგრული წარმოშობის სერბმა, ალექსანდარ კატაიმ გაიტანა, რომელიც მალე საქართველოს ნაკრების კარს შეუტევს. ბოლოს კი "რეალთან" მატჩის გმირი ფაბიან ორელიანა სულაც გააძევეს.

ასე რომ, ჯერ კიდევ ძალიან ნაადრევია იმის თქმა, რომ ვოროს გუნდში ყველაფერი რიგზეა, "ვალენსიამ" სამმატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა.

"ბენიტო ვილიამარინი" ერთადერთი ადგილია სევილიაში, სადაც "სევილია" ეზიზღებათ და 40 ათასზე მეტ ფანს მისი დამარცხება სურს. შაბათს "ბეტისი" ამასთან ახლოსაც იყო, მაგრამ ხორხე სამპაოლიმ სევილიური დერბის შესვენებაზე გუნდი ისე გადააწყო (გადამწყვეტი ვისენტე იბორას გამოყვანა იყო), რომ ჩვეულად ათამაშდა, ჩამორჩენაც აღმოფხვრა და იმარჯვა კიდევაც. სამივე გოლი თამაშში სტანდარტულ მდგომარეობებს მოჰყვა და ერთი საეჭვოც იყო. ასეა თუ ისე, "სევილია" საჩემპიონო რბოლაში რჩება.

ხორხე სამპაოლი (სევილია): "პირველ ტაიმში "ბეტისი" ფეხბურთის ყველა პარამეტრით გვჯობდა და მეორეშიც ისევე რომ გვეთამაშა, ვეღარაფერი გვიშველიდა. გუნდმა გაჭირვებაში თავი დიდებულად გამოავლინა. ძალიან კარგია, რომ თუნდაც დროებით, ლიგის ლიდერს ქულებით გავუთანაბრდით. ბიჭებს უკვე ვუთხარი, რომ თუ ოდესმე კიდევ ისე ვითამაშებთ, როგორც პირველ ტაიმში, ვერანაირ მიზანს ვერ მივაღწევთ ამ სეზონში".

მადრიდში ორი ბასკი სპეციალისტის, ორი გარიტანოს დაპირისპირება შედგა - ასიერმა უფრო ახალგაზრდა გაისკას პირწმინდად მოუგო ძალზე მნიშვნელოვანი (რომ იტყვიან, 6-ქულიანი) დაპირისპირება - 4:0. "ლეგანესი" არგენტინელი ალექსანდერ შიმანოვსკის უნდა უმადლოდეს, თავიდანვე რომ დაწინაურდა, მის ანგარიშზე გოლი და საგოლე პასია. მეორე ტაიმში კი გადამწყვეტი ალბენტოსას გაძევება იყო. ამის მერე ფერნარდო ნავაროს ცენტრში მოუწია შეწევა, რის გამოც "დეპორტივოს" დაცვის მარცხენა ფრთა გაირღვა. "ლეგანესმა" წლეულს პირველად მოიგო, აი, გალისიური კლუბი 2017 წელს ისევ მოუგებელია.

ადრიან გონსალესმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მხოლოდ იმიტომ არ თამაშობს ესპანური ფეხბურთის ელიტაში, რომ "რეალის" ლეგენდის, მიჩელის ვაჟია. მის ანგარიშზე დუბლია, რასაც სერხი ენრიჩმა გოლი და საგოლე პასი დაუმატა (ამ ფორვარდს სეზონში უკვე 10 გოლი და 5 საგოლე პასი დაუგროვდა). შედეგად, "ეიბარმა", რომლის თამაშზეც 5 ათასი მაყურებელიც ვერ მივიდა, 3:0 მოუგო "მალაგას" და ევროზონისთვის ბრძოლაზე სერიოზული განაცხადი გააკეთა.

XXIV ტური
ლას პალმასი-სოსიედადი 0:1
გოლი: 0:1 ჩაბი პრიეტო (74)
ლას პალმასი (4-3-3): ვარასი - სიმონი, აიტამი, ბიგასი, ლოპეში (80. მ. გარსია) - ვ. გომესი (78. ჰალილოვიჩი), მესა, ვიერა - ტანასუ, ბოატენგი, ხესე
რეალ სოსიედადი (4-3-3): რული - ოდრიოზოლა, რ. ნავასი, ი. მარტინესი, ი. ბერჩიჩე - ჩაბი პრიეტო, ილიარამენდი, ზურუტუზა - ველა (88. იონ ბაუტისტა), ხუანმი (70. კანალესი), ოიარზაბალი
მაყურებელი: 19 085

ალავესი-ვალენსია 2:1
გოლები: 0:1 სოლერი (70), 1:1 იბაი (78), 2:1 კატაი (86)
ალავესი (4-2-3-1): პაჩეკო - კიკო, ლაგუარდია, ფედალი, ტ. ერნანდესი - მ. გარსია, მ. ლორენტე - ტოკერო (75. ო. რომერო), კამარასა (85. კატაი), იბაი - კ. სანტოსი (61. სობრინო)
ვალენსია (4-2-3-1): დ. ალვეში - კანსელო, გარაი, აბდენური, სიკეირა - პარეხო, მ. სუარესი (88. ნაჩო) - ელ ჰადადი (67. ე. პერესი), სოლერი (88. ბაკალი), ორელიანა - ძაძა
გაძევება: ორელიანა (88)
მაყურებელი: 19 118

ბეტისი-სევილია 1:2
გოლები: 1:0 დურმისი (36), 1:1 მერკადო (56), 1:2 იბორა (76)
ბეტისი (5-3-2): ადანი - პიჩინი, მანდი, ტოსკა (75. მარტენი), პეცელა, დურმისი - პარდო, პეტროში (89. გუტიერესი), სებალიოსი - სანაბრია (75. ალეგრია), რ. კასტრო
სევილია (4-2-3-1): ს. რიკო - პარეხა, რამი, ესკუდერო, მერკადო - ნასრი, ნ'ზონზი - სარაბია (46. ბენ იედერი), ფ. ვასკესი (46. იბორა), ვიტოლო - იოვეტიჩი (83. ხ. კორეა)
მაყურებელი: 41 263

ლეგანესი-დეპორტივო 4:0
გოლები: 1:0 შიმანოვსკი (19), 2:0 მანტოვანი (30), 3:0 უ. ლოპესი (81), 4:0 ბუენო (91)
ლეგანესი (4-2-3-1): ერერინი - ტიტო, სიოვასი, მანტოვანი, დ. რიკო - მორანი (72. უ. ლოპესი), რ. პერესი - ელ ჟარი (86. ბუენო), გაბრიელი, შიმანოვსკი - გერერო (77. სამუელი)
დეპორტივო (4-2-3-1): ლუქსი - ხუანფრანი, ალბენტოსა, სიდნეი, ფ. ნავარო - გილერმე, მოსკერა (46. ანდონე) - ხილი (69. ფახრი), ჩოლაქი, კაკუტა (46. ლუიზინიო) - ხოსელუ
გაძევება: ალბენტოსა (62)
მაყურებელი: 10 076

ეიბარი-მალაგა 3:0
გოლები: 1:0 ადრიანი (43), 2:0 ადრიანი (50-პენ), 3:0 ენრიჩი (52)
ეიბარი (4-2-3-1): იოელი - კაპა, რამისი (78. მ. დოს სანტოსი), ლეჟონი, არბილია - ესკალანტე, დ. გარსია - პედრო ლეონი (82. ბებე), ადრიანი, ინუი - ენრიჩი (69. რივერა)
მალაგა (4-2-3-1): კამენი - როსალესი, ლ. ერნანდესი, დ. ლორენტე, მ. ტორესი - ფორნალსი, დუდა (57. შარლესი) - ხუან კარლოსი, ხონი (73. ვილიანუევა), კეკო (53. ონტივეროსი) - მ. სანტოსი
გაძევება: როსალესი (71)
მაყურებელი: 4 953

ესპანიოლი-ოსასუნა 3:0
გოლები: 1:0 კაისედო (17), 2:0 ხურადო (46), 3:0 ჟ. მორენო (91)
ესპანიოლი (4-4-2): დიეგო ლოპესი - მ. ნავარო, ო. დუარტე, დ. რეიესი, კარიკოლი - ე. პერესი (73. ხ. რეიესი), ხურადო (64. როკა), დ. ლოპესი, პიატი - ჟ. მორენო, კაისედო (89. მელენდო)
ოსასუნა (4-4-2): სირიგუ - ოიერი, დ. გარსია, ვუიადინოვიჩი (60. ბერენგერი),კლერკი - დე ლას კუევასი, ლოე, ჩაუშიჩი, ხ. რომერო (64. მერიდა) - კოდრო (32. უ. გარსია), რივიერი
გამოუყენებელი პენალტი: კაისედო (29)
გაძევება: ოიერი (27)
მაყურებელი: 19 331

ატლეტიკო-ბარსელონა 1:2
გოლები: 0:1 რაფინია (64), 1:1 გოდინი (70), 1:2 მესი (86)
ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ვრსალიკო, გოდინი, სავიჩი, ფილიპე ლუიში - ს. ნიგესი, გაბი, კოკე, ფერეირა-კარასკო (68. ფ. ტორესი) - გამეირო (72. ა. კორეა), გრიზმანი
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - ს. რობერტო (85. ანდრე გომეში), პიკე, უმტიტი, მატიო (77. დინი) - რაფინია, ბუსკეტსი, ინიესტა (71. რაკიტიჩი) - მესი, ლ. სუარესი, ნეიმარი
მაყურებელი: 52 573

ბილბაო-გრანადა 3:1
გოლები: 1:0 სუსაეტა (11), 1:1 კარსელა-გონსალესი (14), 2:1 ლეკუე (33), 3:1 სან ხოსე (69)
ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი - ლეკუე, ბოვედა, ი. ალვარესი, ბალენზიაგა - სან ხოსე, ბენიატი - სუსაეტა, მუნიაინი (79. მ. რიკო), საბორიტი (46. ეჩეიტა) - ვილიამსი (84. საბინი)
გრანადა (5-4-1): ოჩოა - ფულკიე, ჰონგლა, ინგასონი, გ. სილვა, ლიტრი - კარსელა-გონსალესი (81. პონსე), აგბო (67. ბოგა), ვაკასო (71. სამპერი), ა. პერეირა - ა. რამოსი
მაყურებელი: 37 430

სპორტინგი-სელტა 1:1
გოლები: 1:0 მ. გომესი (49-პენ), 1:1 ასპასი (75)
სპორტინგი (4-4-1-1): კუელიარი - დ. პერეირა, მერე, ამორებიეტა, კანელია - კარმონა (79. ლ. კასტელიანო), ს. ალვარესი, ვესგა, ბურგუი (72. ხ. ტორესი) - მ. გომესი - ლ. ტრაორე (86. ჩოპი)
სელტა (4-3-3): ბლანკო - რონკალია, ს. გომესი, ფონტასი (69. პ. ერნანდესი), პლანასი - მ. დიასი, რადოია, ხოსაბედი (60. ასპასი) - სენე, ბონგონდა, ჯ. როსი (79. ბოვიუ)
გაძევება: მერე (74)
მაყურებელი: 24 616

ვილიარეალი-რეალი 2:3
გოლები: 1:0 ტრიგეროსი (50), 2:0 ბაკამბუ (56), 2:1 ბეილი (64), 2:2 რონალდო (64-პენ), 2:3 მორატა (83)
ვილიარეალი (4-2-3-1): ასენხო (35. ა. ფერნანდესი) - მარიო გასპარი, მუსაჩო, რუისი, ხ. კოსტა - ბრუნო სორიანო, ჯონ. დოს სანტოსი - კასტილიეხო, ტრიგეროსი (75. რ. ერნანდესი), ადრიანი (57. ჩერიშევი) - ბაკამბუ
რეალი (4-3-3): კ. ნავასი - კარვახალი, პეპე, ს. რამოსი, მარსელო - მოდრიჩი, კაზემირო (58. ისკო), კროოსი - ბეილი (89. ლ. ვასკესი), ბენზემა (77. მორატა), რონალდო
მაყურებელი: 21 415

ბომბარდირები: 20 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 18 - ლუის სუარესი (ბარსელონა); 16 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 13 - იაგო ასპასი (სელტა).

მომდევნო ტური
28 თებერვალი:
რეალ სოსიედადი-ეიბარი, მალაგა-ბეტისი, ვალენსია-ლეგანესი;

1-ლი მარტი:
ოსასუნა-ვილიარეალი, ბარსელონა-სპორტინგი, სელტა-ესპანიოლი, რეალი-ლას პალმასი, გრანადა-ალავესი;

2 მარტი:
დეპორტივო-ატლეტიკო, სევილია-ბილბაო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული