გუტი: მინდა, პსჟ-ის კარში მეხუთე გოლი პიკემ გაიტანოს

AutoSharing Option
როგორც წესი, "ბარსელონას" ბანაკში "რეალის" წარმატებები გულზე არ ეხატებათ და პირიქით, "სამეფო კლუბში" "ბარსას" ცუდ შედეგებზე ხარობენ.

მაგრამ, თურმე, არიან გამონაკლისებიც. "რეალის" წარსულში ცნობილმა ფეხბურთელმა ხოსე მარია გუტიერესმა, რომელსაც ყველა გუტის სახელით იცნობს, "ბარსელონას" "პარი სენ-ჟერმენთან" თამაშის წინ წარმატება უსურვა. გუტი ამჟამად "რეალში" მუშაობს, 40 წლის ექსფეხბურთელი "რეალის" xuvenil A-ს მწვრთნელია:

"მე მსურს, რომ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალურ მატჩში "ბარსელონამ" სასწაული მოახდინოს და "პარი სენ-ჟერმენი" გამოაგდოს გათამაშებიდან. როგორც მადრიდელს, მაწყობს კიდეც, რადგან ამ შემთხვევაში, ლუის ენრიკეს გუნდი ბრძოლას გააგრძელებს ჩემპიონთა
ლიგაზე და სრული კონცენტრაციით ვერ ითამაშებს ლა ლიგაში, სადაც "რეალის" უახლოესი მდევარია.

მინდა, რომ მეხუთე გოლი პსჟ-ის კარში ჟერარდ პიკემ გაიტანოს, ის თავისი თამაშით ამას იმსახურებს, იმის მიუხედავად, რომ ახლა ყველა მას აკრიტიკებს სხვადასხვა გამონათქვამის გამო", - უთხრა გუტიმ "მარკას".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული