თავმდაბალი კეიტა: "შექება თავში არ ამივარდება"

AutoSharing Option
სეიდუ კეიტამ იცის, სად თამაშობს
"სარაგოსასთან" მატჩის გმირი სეიდუ კეიტა თავმდაბლობით გამოირჩევა. ის უარყოფს მის როლს არაგონელებთან მატჩში: "ყველაზე მთავარი არის გუნდი და არა ის, თუ ვინ თამაშობს უფრო ხშირად და ვინ - ნაკლებად", - განაცხადა აფრიკელმა მედიასთან შეხვედრაში.

"საკუთარი ძალების რწმენა არასოდეს დამიკარგავს, მიუხედავად იმისა, ვთამაშობდი თუ არა. ვინ გავა მოედანზე პეპის საქმეა, ჩვენ კი ვალდებულნი ვართ მოცემული შანსები სათანადოდ გამოვიყენოთ.

რაც შეეხება ჩემს გოლს "სარაგოსას" კარში - ვფიქრობ, რომ ცოტა გამიმართლა. მე ასე მჯერა, გუნდისთვის ბოლომდე უნდა დავიხარჯო,
რადგან თუ იგებს გუნდი, ვიგებთ ყველანი ერთად. ძალიან კარგად ვიცი, სად ვთამაშობ, ჩემს ირგვლივ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები არიან და ძნელია, აქ ყოველთვის სასტარტოში ითამაშო. ძალიან გამიხარდა, რომ მწვრთნელმა შემაქო, მაგრამ ეს შექება თავში არ ამივარდება".


ბარსას აღზრდილი სპარტაკში
გუშინ მოსკოვის "სპარტაკმა" ოფიციალურად გამოაცხადა, რომ "ერკულესიდან" 26 წლის სერხიო გარსია როდრიგესი გადაიბირა. პარასკვევს როდრიმ წარმატებით გაიარა სამედიცინო შემოწმება, ახლა კი ხელი მოაწერა ხელშეკრულებას. კონტრაქტის დეტალები უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ "ერკულესმა" ფეხბურთელის სანაცვლოდ 400 ათასი ევრო მიიღო.

185 სმ. სიმაღლის კატალონიელი მცველი "ბარსელონას" სკოლის გაზრდილია, 2003-2006 წლებში ის "ბარსას" სარეზერვო გუნდში თამაშობდა, რამდენჯერმე კი მთავარ გუნდშიც უთამაშია. შემდეგ როდრი "დეპორტივოში" თამაშობდა, 2009 წლის შემდეგ კი "ერკულესში" ირჯებოდა, ჯამში მან 38 მატჩში 4 გოლი გაიტანა ალიკანტეური კლუბის მაისურით.


ლუიშ ფაბიანო 6 კვირას გამოტოვებს
"სევილიას" ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნდა, რომ ბილბაოს "ატლეტიკთან" დამტვრეული ბრაზილიელი ფორვარდი ლუიშ ფაბიანო 6 კვირას ვერ ითამაშებს.

სხვათა შორის, პირველად გაცილებით სერიოზულ ტრავმას ვარაუდობდნენ და მას სეზონის დასრულებას უწინასწარმეტყველებდნენ. ბრაზილიელმა 71-ე წუთზე დაიზიანა ფეხი. შემდეგ ტურში "სევილია" "ბარსელონას" მასპინძლობს. ამ შეხვედრას ლუიშ ფაბიანო უეჭველი გამოტოვებს.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული