შეგახსენებთ, რომ უმცროსმა შმეიხელმა "სევილიასთან" ორმატჩიან დუელში ორი პენალტი მოიგერია და სხვა რთული ბურთებიც აიღო, რითაც "მელიებს" მეოთხედფინალში გასვლაში ძალიან დაეხმარა.
"სამეფო კლუბი" დავიდ დე ხეაზე კი ოცნებობს, მაგრამ "მანჩესტერ იუნაიტედის" გეგმებში ესპანელ გოლკიპერთან განშორება არ შედის. ტიბო კურტუამ კი თავად დაიჭირა თავი შორს "სანტიაგო ბერნაბეუსგან".
"საკუთარ თავს "რეალში" ვერ ვხედავ. ჩემი
სეზონის ბოლოს ვნახოთ, შემომთავაზებს თუ არა "ჩელსი" ახალ კონტრაქტს. ჯერჯერობით, ამ საკითხზე საუბარი არ ყოფილა. ლონდონში თავს ბედნიერად ვგრძნობ და შედეგებიც კარგი გვაქვს" - თქვა კურტუამ, რომელიც მოქმედი კონტრაქტით "ლურჯებთან" 2019 წლის ზაფხულამდეა დაკავშირებული.
ვთქვათ ისიც, რომ ლონდონის "ჩელსისა" და "რეალს" ალექს სანდროს შეძენა სურთ. ტურინის "იუენტუსი" კი ამ ფეხბურთელის გაშვების სურვილით არ იწვის, მაგრამ თუ საქმე მაინც მივა აქამდე, "ბებერ ქალბატონს" ეიმედება, რომ ბრაზილიელის სანაცვლოდ 45 მილიონ ევროზე ნაკლებს არ აიღებს. შეგახსენებთ, რომ ალექს სანდრო "პორტუს" ყოფილი ფეხბურთელია და ამ გუნდიდან "რეალმა" უკვე იყიდა საპირისპირო ფლანგელი, ასევე ბრაზილიელი დანილო.
"რეალზე" საუბარი კი იმით დავასრულოთ, რომ ცნობილი გახდა "სელტასთან" საგარეო გადადებული მატჩის ჩატარების სავარაუდო თარიღი. ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა აღნიშნა, რომ ეს მატჩი, რომელიც 21-ე ტურში უამინდობის გამო გადაიდო, 16-19 მაისს გაიმართება ანუ ბოლო ტურის წინ.
ტებასმა ისიც აღნიშნა, რომ ერთდროულად მხოლოდ ბოლო ტურის მატჩები დაიწყება და არა უფრო ადრეული თამაშები.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"