"ბარსელონა": ვერატი და დიბალა? თითქმის შეუძლებელია...

AutoSharing Option
ბარსელონას" დირექტორმა რობერტო ფერნანდეს ბონილიომ კლუბის დაინტერესება მარკო ვერატისა და პაულო დიბალასადმი დაადასტურა, მაგრამ ისიც აღნიშნა, რომ ამ მოთამაშეების ხელში ჩაგდება ძალიან ძნელია, თითქმის, შეუძლებელიც. თუმცა "ბარსასთვის" შეუძლებელი ხომ არაფერია:

"ჩვენი შემადგენლობის გაძლიერება არც ისე ადვილია, რადგან უკვე ძალიან მაღალ დონეზე ვართ. მიუხედავად ამისა, ჩვენ ყოველთვის თვალყურს ვადევნებთ სატრანსფერო ბაზარს და მისაღები კანდიდატების არსებობისა და შესაძლებლობის შემთხვევაში, ტრანსფერებზე ვმუშაობთ. ბოლო დროს ვერატისა და დიბალაზე ბევრს საუბრობენ. ამ მოთამაშეებს თავიანთ კლუბებთან გრძელვადიანი კონტრაქტები აქვთ გაფორმებული და მათი ხელში ჩაგდება ურთულესია.

ახალი
მწვრთნელის საკითხიც უაღრესად მნიშვნელოვანი გახლავთ და მასზეც ვმუშაობთ. როგორც კი რამე გაირკვევა, რასაკვირველია, გაცნობებთ. ამჟამად, ესპანეთის ჩემპიონატზე ვართ კონცენტრირებულნი და გვინდა, შემდეგი მატჩი მოვიგოთ. შემდეგ "იუვენტუსთან" გველის მძიმე ჭიდილი, მაგრამ გვჯერა, რომ ფინალში გასვლას მოვახერხებთ. გველის ესპანეთის თასის ფინალიც. ბევრი მიიჩნევს, რომ ეს ნაკლებად მნიშვნელოვანი ტურნირია, მაგრამ ჩვენ მისი მოგებაც გვსურს და კარგ ფორმაში უნდა შევხვდეთ ფინალს" - ამბობს კატალონიელთა სპორტული დირექტორი.

"ბარსელონა" მარჯვენა მცველი ძიებას აგრძელებს. კატალონიელთათვის პრიორიტეტული ჟოაო კანსელოს დამატება ყოფილა. თუმცა, თუ "ვალენსიადან" პორტუგალიელის წამოყვანა არ გამოვა, არის სათადარიგო ვარიანტიც. გამომდინარე იქიდან, რომ ექტორ ბელერინის "კამპ ნოუზე" დაბრუნების შანსი შემცირებულია, რადგან მან "არსენალთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა და ძვირად ფასობს, ყველაზე რეალურ კანდიდატად "მონაკოს" ჯიბრილ სიდიბე გვევლინება.

ლიგა 1-დან "ბარსას" უკვე წამოყვანილი ჰყავს მცველები (დინი, უმტიტი…) და შესაძლოა, კიდევ ერთი დაიმატოს, თუ მონეგასკებთან შეთანხმებას მოახერხებს.

ტიაგო ალკანტარა კი კიდევ ერთი ექსბარსელონელია, რომლის უკან მიბრუნებაზეც "კამპ ნოუზე" ფიქრობენ, მაგრამ თუ გერმანულ და ესპანურ ჟურნალ-გაზეთებს ვენდობით, მიუნხენის "ბაიერნს" კატალონიელთათვის შეუთვლია - ან 90 მილიონი ევრო გადაიხადეთ, ან ტიაგოს დაბრუნება დაივიწყეთო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული