"რეალი" ზაფხულში კაკას გაშვებას აპირებს

AutoSharing Option
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს "რეალი" კაკას გაყიდვას შეეცდება.

ამასთან, კლუბი აუცილებლად გარკვეულ პრობლემებს წაწყდება. ბრაზილიელის კონტრაქტი კიდევ ოთხ წელიწადზეა გათვლილი, წელიწადში ის 9 მილიონ ევროს გამოიმუშავებს (გადასახადებიანად 15-ს). ამგვარად, საერთო თანხა, რომელიც ხელშეკრულების თანახმად კიდევ ეკუთვნის, 60 მილიონ ევროს შეადგენს და მოთამაშესთვის მსგავსი ხელფასის გადახდას რომელიმე კლუბი ძნელად თუ დათანხმდება.

კაკასთან განშორების სურვილი იმას ეფუძნება, რომ მთავარ მწვრთნელს, ჟოზე მოურინიოს ფეხბურთელის პროდუქტიულობა არ აკმაყოფილებს. კაკა ტრავმის გამო დაკარგული ოპტიმალური ფორმის აღდგენას ჯერ კიდევ ვერ ახერხებს.

შეგახსენებთ, რომ 7 მარტს "მილანის"
ვიცე-პრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ განაცხადა, რომ მისი კლუბი ამ დროისთვის თავს კაკას შეძენის უფლებას ვერ მისცემს, რადგან ფეხბურთელს ძალიან მაღალი ხელფასი აქვს.

აღსანიშნავია, რომ მარტის დასაწყისში ყაზანის "რუბინი" მზად იყო კაკას სანაცვლოდ 45 მილიონი ევრო გადაეხადა.

ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში კაკამ 8 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.


მომზადებულია AS-ის მიხედვით





.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული