"მალაგას" ქვა აღმართში დაეწია, პრიმერას უკანასკნელ ადგილზე მყოფ გუნდს გამოცდილი მცველი ხესუს გამესი გამოაკლდა. მას ბარძაყის კუნთის I-II ხარიხსის დაზიანება აქვს და, ექიმთა თქმით, 15 დღე მოუწევს უქმობა. გამესმა "ოსასუნასთან" მატჩის 43-ე წუთზე მიიღო ტრავმა. მას საოპერაციო ჩარევა არ დასჭირდება, უბრალოდ, უნდა დაასვენოს მტკივანი ფეხი. იმავე თამაშში "მალაგას" კიდევ ერთი მცველი, ბრაზილიელი ველიგტონი დაემტვრა, თუმცა სამხრეთამერიკელს გაუმართლდა, მან უკვე მოიშუშა ტრავმა და კვირას "რეალ სოსიედადთან" მატჩში თამაშს შეძლებს.
***
"სევილიას" ერთბაშად ორი დამრტყმელი ძალა გამოეცალა "სან მამესზე". ბრაზილიელი ლუიშ ფაბიანოს
***
ტრავმა აწუხებს "ერკულესის" ფრანგ ფორვარდ დავიდ ტრეზეგესაც. მან გადაწყვიტა, ტურინში გაფრენა და იქაურ სპეციალისტთან მისვლა. "იუვენტუსის" ყოფილ ფორვარდს მუხლი აწუხებს. უკვე რამდენიმე კვირაა ის ტრავმით თამაშობს, თუმცა მეტის გაძლება ვეღარ შეძლო. როგორი დიაგნოზიც არ უნდა დაუსვან იტალიელმა დასტაქრებმა ტრეზეგეს, ის ყველა შემთხვევაში გამოტოვებს შეხვედრას შაბათს მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ.
***
"ოსასუნას" თავდამსხმელი არანდა ოპერაციას ვერ გადაურჩა. არანდამაც 27-ე, დანავსულ ტურში მიიღო ტრავმა (ბოლო ტურში მართლაც ძალიან ბევრი დაიმტვრა განსაკუთრებით კი შემტევები) "მალაგასთან" მატჩში. ტერფის ძვლები არანდას ისე აქვს დაზიანებული, რომ ოპერაცია სჭირდება. უახლოეს დღეებში კლუბის ექიმები ოპერაციის თარიღსაც დათქვამენ და მხოლოდ ამის შემდეგ გახდება ცნობილი, თუ რამდენი გაუცდება ნავარელთა ფორვარდს.
***
ბილბაოს "ატლეტიკის" ფორვარდი გაისკა ტოკერო ბოლო ტურში, "სევილიასთან" მატჩში დაშავდა. მას კუნთი აქვს დაჭიმული და დაახლოებით სამი კვირა მოუწევს იძულებითი უქმობა. ცხადია, ტოკერო კვირას "ვილიარეალთან" გადამწყვეტ დაპირისპირებას დააკლდება. ის, შესაძლოა, 31-ე ტურისთვის დაბრუნება, როცა "ბილბაო" "რეალს" ხვდება.
***
"სარაგოსას" თავდამსხმელმა ფლორან სინამა-პონგოლემ ნეკნები დაიზიანა "ბარსელონასთან" მატჩში. მას მერე სინამა-პონგოლემ არაგონელთა ყველა ვარჯიში გამოტოვა. დასხივებამ აჩვენა, რომ მას ძვალი არა აქვს დაზიანებული, ამიტომაც ექიმები მის გამოჯანმრთელებას ამ ტურისთვის ვარაუდობენ.
***
დაბოლოს, კაკას ტრავმის საკითხიც - ბრაზილიელს ისევ მუხლმა შეახსენა თავი. ტესტებმა ფეხბურთელის მარცხენა მუხლში მცირე პრობლემები დაადასტურეს. კაკა, სულ მცირე, ორ კვირას გამოტოვებს