ნახატზე ლიონელ მესი და კრიშტიანო რონალდო ერთმანეთს კოცნიან. აღნიშნული ნამუშევარი კი "სტრიტ-არტის" მხატვარს ეკუთვნის, რომელიც ფსევდონიმით Tvboy არის ცნობილი.
მხატვარმა ნამუშევარს სახელიც კი მოუფიქრა: "სიყვარული ბრმაა".
ამ ნახატმა დიდი პოპულარობა მოიპოვა და ბარსელონაში მცხოვრები ადამიანები მასთან სურათებს და "სელფებს" იღებენ.
შეგახსენებთ, რომ 23 აპრილს "ელ კლასიკოდ" წოდებული ლა ლიგის 33-ე ტურის მატჩი გაიმართება, სადაც მადრიდის "რეალი" "ბარსელონას" უმასპინძლებს.
შეხვედრა ჩვენი დროით 22:45 საათზე დაიწყება.