სერხიო რამოსი ჟერარდ პიკეს: ბევრს ლაპარაკობ!

AutoSharing Option
23 აპრილს ესპანეთის ჩემპიონატის 33-ე ტურის ცენტრალური მატჩი გაიმართა. მადრიდის "რეალმა" კატალონიის "ბარსელონას" უმასპინძლა და  2:3 დამარცხდა. 78-ე წუთზე მატჩის მთავარმა არბიტრმა მოედნიდან მადრიდელთა კაპიტანი სერხიო რამოსი გააძევა.

- ლა ლიგა. XXXIII ტური: "ბარსელონამ" "ელ კლასიკო" მოიგო და გალიდერდა

მოედნიდან გასვლამდე რამოსმა მსაჯის მიმართ პრეტენზია ირონიული ტაშით გამოხატა, "ბარსელონას" მცველ ჟერარდ პიკეს კი შემდეგი რამ მიაძახა: "ბევრს ლაპარაკობ".

შეგახსენებთ, რომ მსაჯის მიმართ ირონიული ტაშისთვის სადისციპლინო კომიტეტმა "ბარსელონას" ბრაზილიელი შემტევი ნეიმარი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა, რის გამოც მან "ელ კლასიკო" გამოტოვა.

-
"რეალთან" მოგება იმ გულშემატკივრისთვის გვსურდა, ვინც "იუვენტუსთან" 85-ე წუთზე ტაშს გვიკრავდა"

- ზინეზინ ზიდანი: ასეთ დროს გონება უნდა აამუშაო და მთელი გუნდით თავი დაიცვა
- "რეალის" კარში გატანილი გოლი ლიონელ მესისთვის "ბარსელონას" მაისურით მე-500 იყო
- ივან რაკიტიჩი: ჩვენთვის უკეთესი იქნებოდა, მსაჯს რამოსი რომ არ გაეგდო
- ჟერარდ პიკე: "რეალი" სხვანაირ მსაჯობასაა მიჩვეული, რომელიც დღეს არ იყო
მკითხველის კომენტარები / 11 /
ესპანეთში რეალს მსაჯებმა უკვე დაახლოებით 9 ქულა აჩუქეს.ბარსამ იუვესთან წააგო და ეს ფეხბურთია ხდება მარა აფსაიტიდან გასული გოლით და არარსებული წითელი ბარათის ხარჯზე არ თამაშობს ნახევარფინალში. ეს კი უკვე სირცხვილია.რეალს რო ქაჩავენ მაგას რათ უნდა ლაპარაკი.ისიც კი იკადრეს რო ნეიმარი კლასიკოს გარეშე დატოვეს. იგივე გაკეთა რამოსმაც და ვნქხავთ აგერ თუ რაიმეთი დასჯიან
ირაკლი
26 აპრილი 2017 22:16
0
იუვესთან თამაშის შემდეგ სად იყავით ბარსას გულშემატკივრები ასეთი მაღალფარდოვანი კომენტარებით? ისე ესპანური ფეხბურთის გულშემატკივარი არ ვარ საერთოდ...
((((
24 აპრილი 2017 21:03
0
უკან მიმაქვს ჩემი ნათქვამი სერხიო რობერტოზე,ბარსას ფლანგის მცველები არა ჰყავსო.ასეთი დიაგონალური გარღვევა ამის მეტად არ მინახავს,გიორგი ჭილაიას გარღვევა გამახსენდა 1979 წელს ლივერპულთან.ისიც ცხოვრების გარღვევა იყო და ესეც.უკვე ამითაა გამართლებული სერხიოს გუნდში ყოფნა.მართლა ბრწყინვალე იყო.
აი რამოსი კი კაზემიროს ნაცვლად გააძევეს,თვითონ მაინც არ იყო გასაგდები,კონტაქტი ისეთი მძიმე არ იყო.მსაჯებისა აპრილის თვეში უკვე აღარაფერი მიკვირს.საოცრება ხდება.
სოსო
24 აპრილი 2017 20:55
0
თქვენ ის ხო არ ხართ, პსჟ-ბარსას 4-0 შემდეგ რო წერდა რა არის გასაკვირი, მორჩა ბარსა როგორც გუნდიო?....
ბატონო გოგი!!!
24 აპრილი 2017 20:28
0
ბატონო გოგა,იქნებ დაგეკონკრეტებინათ რატომ არ ეკუთვნის ბარსას ეს მოგება??? :-)
qobuleteli
24 აპრილი 2017 15:06
0
ბასრი - ვიფიქრე ეს კომენტარი მე ხომ არ დავწერე და დამავიწდათქო, 100% ხარ.
gio
24 აპრილი 2017 13:56
0
გოგა აბა ვის ეკუთვნის ეიბარს??/ თუ ხეტაფეს??/
mamuka
24 აპრილი 2017 13:23
0
რამოსი და პიკე, ამ ბოლო დროს, ძალზედ გადაეკიდნენ ერთმანეთს! ესპანეთის ნაკრებს აუცილებლად გაუჭირდება ამის გამო!
jiji
24 აპრილი 2017 12:46
0
ბუ ჰეჰეჰეჰეჰეჰეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე )))))))))))))))))
gogas
24 აპრილი 2017 12:43
0
რამოსს ან მეტოქის კარში გააქვს და ან თავისაში; რომ არა მსაჯების მიკერძოება, ის ყოველ მეორე თამაშშია გასაგდები
ბასრი
24 აპრილი 2017 10:20
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული