ლა ლიგა. XXXV ტური: სტატუს-კვო ლიდერებში [VIDEO]ლა ლიგა. XXXV ტური: სტატუს-კვო ლიდერებში [VIDEO]

AutoSharing Option
* ამიერიდან ევროპის მოწინავე ჩემპიონატების ბომბარდირი კრიშტიანო რონალდოა - მის ანგარიშზე 367 გოლია. პორტუგალიელმა ჯიმი გრივზს გაუსწრო.

* დიეგო ალვეშმა კრიშტიანო რონალდოს 4-დან 3 პენალტი აუღო.

"ყვითელმა წყალქვეშა ნავმა" დაქვეითებისთვის გაწირა ხიხონის "სპორტინგი" (3:1). დუბლი შეასრულა აპრილში ლა ლიგის ერთ-ერთმა საუკეთესო ფორვარდმა სედრიკ ბაკამბუმ. მის გარდა, საუკეთესოდ ითამაშა მცველმა ხოსე ანხელმა.

საჩემპიონო რბოლაში სტატუს-კვო შენარჩუნდა, თუმცა "სამეფო კლუბმა" ბეწვის ხიდზე გაიარა - "ვალენსია" სტუმრადაც გაუძალიანდა "რეალს" და კინაღამ ქულები ახლაც აართვა. ზინედინ ზიდანი მარსელომ იხსნა, რომელმაც მატჩის მიწურულს გაიტანა გამარჯვების
გოლი - 2:1. მანამდე იყო კრიშტიანო რონალდოს სარეკორდო გოლი, მის მიერ გაცუდებული პენალტი (სხვათა შორის, დიეგო ალვეშმა კრიშტიანოს 4-დან 3 პენალტი აუღო) და დანიელ პარეხოს საპასუხო გოლი.

ზინედინ ზიდანი (რეალი): "არ ვიცი, როგორ ვახერხებთ სულ ბოლო წუთებზე გატანას, მაგრამ ეს საოცარია. 1:0-ზე გადავწყვიტეთ, ბურთი გაგვეკონტროლებინა, რადგან წინ ძალზე მნიშვნელოვანი მატჩი გველის. ასეთ შემთხვევაში კი ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ვფიქრობ, რომ არა ეს დიდი ზეწოლა, მოგება უფრო გაგვიჭირდებოდა".

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ყოფილ "კორნელია ელ პრატზე" ლუის ენრიკეს გუნდს ნაკლებად გაუჭირდა და რამდენიმე საათით დაკარგული ლიდერობა დაიბრუნა, თუმცა "ესპანიოლის" წინააღმდეგობა მხოლოდ მეორე ტაიმში გატეხა, როცა ლუის სუარესმა დუბლი შეასრულა, ურუგვაელის გოლებს შორის კი თავი ივან რაკიტიჩმა გამოიჩინა - 0:3.

ლუის ენრიკე (ბარსელონა): "ვფიქრობ, ლამაზი გამარჯვება გამოგვივიდა. სერიოზული მატჩი იყო, მაგრამ დიდებულად ვითამაშე. ვიცოდით, რომ პრესინგი უფრო მეორე ტაიმში გაამართლებდა, როცა მეტოქე დაიღლებოდა. ჩვენ მაღალი ტემპის წყალობით ვიმარჯვეთ".

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მადრიდის "ატლეტიკოს" მთლად იოლი გასეირნება გამოუვიდა კანარის კუნძულებზე, გუნდი მე-20 წუთისთვის 3:0-ს იგებდა, ეს კი 1957 წელს მოხდა უკანასკნელად. საბოლოოდ, დიეგო სიმეონეს გუნდმა ათი კაცით დარჩენილი მეტოქე 5:0 გაანადგურა. კევინ გამეირომ დუბლი შეასრულა, ხოლო თითო გოლი საულ ნიგესმა, თომასმა და ფერნანდო ტორესმა გაიტანეს. ერთი ეგაა, სიმეონეს ხოსე ხიმენესი დაემტვრა და ის ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩს გამოტოვებს "ბერნაბეუზე".

დიეგო სიმეონე (ატლეტიკო): "ერთი სიამოვნებაა ამ "ატლეტიკოს" თამაშის ყურება. მატჩის ბედი პირველ 18 წუთში გადავწყვიტეთ".

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"სოსიედადთან" მარცხის მერე გაირკვა "გრანადას" ბედიც - ანდალუსიური კლუბი პრიმერას დაემშვიდობა, ისევე, როგორც "ოსასუნა".

ლა ლიგა, XXXV ტური
ვილიარეალი-სპორტინგი 3:1
გოლები: 1:0 სოლდადო (33), 2:0 ბაკამბუ (47), 3:0 ბაკამბუ (59), 3:1 დუგლას პერეირა (73)
ვილიარეალი (4-4-2): ანდრეს ფერნანდესი - მარიო გასპარი, ალვარო გონსალესი, ბონერა, ხოსე ანხელი - ჯონათან დოს სანტოსი, როდრიგო ერნანდესი, ბრუნო სორიანო, რობერტო სორიანო (88. ტრიგეროსი) - ბაკამბუ (69. სანსონე), სოლდადო (76. ადრიან ლოპესი)
სპორტინგი ხ. (5-4-1): კუელიარი - დუგლას პერეირა, მერე, ბაბენი, ამორებიეტა (52. ვიქტორ როდრიგესი), ისმა ლოპესი - კარმონა (67. სერხიო ალვარესი), ხავი ტორესი, ვესგა (46. ბურგუი), მოი გომესი - ჩოპი
მაყურებელი: 15 120

სოსიედადი-გრანადა 2:1
გოლები: 1:0 ველა (45), 1:1 ადრიან რამოსი (65), 2:1 ხუანმი (84)
რეალ სოსიედადი (4-3-3): რული - ზალდუა, მიკელ გონსალესი, რაულ ნავასი, ბერჩიჩე - ჩაბი პრიეტო (70. კანალესი), ილიარამენდი, გრანერო (59. ზურუტუზა) - ველა (78. იონ ბაუტისტა), ხუანმი, ოიარზაბალი
გრანადა (4-2-3-1): ოჩოა - ფულკიე, ჰონგლა, ინგასონი, გასტონ სილვა - ანგბანი, უჩე აგბო - კუენკა, ანდრეას პერეირა, მალე (64. ბოგა) - ადრიან რამოსი (68. პონსე)
მაყურებელი: 18 003

რეალი-ვალენსია 2:1
გოლები: 1:0 რონალდო (27), 1:1 პარეხო (82), 2:1 მარსელო (86)
რეალი (4-3-3): კეილორ ნავასი - კარვახალი, ნაჩო, სერხიო რამოსი, მარსელო - მოდრიჩი (90. ლუკას ვასკესი), კაზემირო, კროოსი - ხამეს როდრიგესი (66. ასენსიო), ბენზემა (72. მორატა), რონალდო
ვალენსია (4-2-3-1): დიეგო ალვეში - მარტინ მონტოია, მანგალა, გარაი, ლატორე (86. გაია) - პარეხო, სოლერი - ელ ჰადადი, ორელიანა (89. ბაკალი), ნანი (70. როდრიგო) - მინა
გამოუყენებელი პენალტი: რონალდო (57. რეალი)
მაყურებელი: 75 180

ლას პალმასი-ატლეტიკო 0:5
გოლები: 0:1 გამეირო (2), 0:2 საულ ნიგესი (17), 0:3 გამეირო (18), 0:4 თომასი (72), 0:5 ფერნანდო ტორესი (91)
ლას პალმასი (4-1-4-1): ვარასი - მიჩელი, დავიდ გარსია, ბიგასი, დანი კასტელიანო - სანტანა (75. ხავი კასტელიანო) - ჰალილოვიჩი (64. მომო), მესა, ტანასუ (68. მატეო გარსია), ხესე როდრიგესი - ბოატენგი
ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ხოსე ხიმენესი (67. თომასი), სავიჩი, ლუკას ერნანდესი, ფილიპე ლუიში - გაიტანი, გაბი, საულ ნიგესი, კოკე - გრიზმანი (71. ანხელ კორეა), გამეირო (58. ფერნანდო ტორესი)
გაძევება: ბოატენგი (65. ლას პალმასი)
მაყურებელი: 23 570

ესპანიოლი-ბარსელონა 0:3
გოლები: 0:1 ლუის სუარესი (50), 0:2 რაკიტიჩი (76), 0:3 ლუის სუარესი (87)
ესპანიოლი (4-4-2): დიეგო ლოპესი - ხავი ლოპესი, დავიდ ლოპესი, დიეგო რეიესი, აარონ მარტინი - ხურადო, ფუეგო (), ვიქტორ სანჩესი, პიატი (66. ექტორ პერესი) - კაისედო (61. ლეო ბაპტიშტაო), ჟერარდ მორენო (79. როკა)
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - სერხი რობერტო, პიკე, უმტიტი, ალბა - რაკიტიჩი, ბუსკეტსი, ანდრე გომეში (78. მასკერანო) - მესი, ლუის სუარესი, ნეიმარი
მაყურებელი: 31 708

ოსასუნა-დეპორტივო 2:2
გოლები: 1:0 მონდრაგონი (4), 1:1 გილერმე (18), 1:2 გილერმე (70), 2:2 ხუანფრანი (78. ს. კ.)
ოსასუნა (3-5-2): სირიგუ - ოიერი, მონდრაგონი, ბუნუელი (77. ფლანიო) - ფუენტესი (23. ბერენგერი), რობერტო ტორესი, ფაუსტო (77. დე ლას კუევასი), ჩაუშიჩი, კლერკი - კოდრო, სერხი ლეონი
დეპორტივო (4-2-3-1): ლუქსი - ხუანფრანი, არიბასი, ალბენტოსა, ფერნანდო ნავარო - გილერმე, ბორხესი - გამა (62. ოლა ჯონი), ჩოლაქი (78. ხილი), ლუიზინიო (88. მარლოს მორენო) - ანდონე
მაყურებელი: 12 294

ბეტისი-ალავესი 1:4
გოლები: 1:0 პარდო (12), 1:1 კრსტიჩიჩი (48), 1:2 სობრინო (54), 1:3 კრისტიან სანტოსი (58), 1:4 კატაი (90)
ბეტისი (5-3-2): ადანი - რაფა ნავარო, პეცელა, მანდი (63. მატიას ლეივა), ტოშჩა, დურმისი - ხოაკინი, პარდო (83. ბრაშანაცი), სებალიოსი - ალეგრია, რუბენ კასტრო
ალავესი (5-4-1): ადრიანი - ვიგარაი (60. ტეო ერნანდესი), ალექსისი, ფედალი, ელი, რაულ გარსია - რომერო (63. ედგარ მენდესი), დანიელ ტორესი, კრსტიჩიჩი, სობრინო (82. კატაი) - კრისტიან სანტოსი
მაყურებელი: 22 271

ეიბარი-ლეგანესი 2:0
გოლები: 1:0 კიკე (62), 2:0 ენრიჩი (66)
ეიბარი (4-2-3-1): იოელი - კაპა, რამისი, ლეჟონი, ჟუნკა - რივერა (60. არბილია), დანი გარსია - პედრო ლეონი, ადრიან გონსალესი (60. ენრიჩი), ინუი - კიკე (82. პენია)
ლეგანესი (4-2-3-1): ერერინი - ბუსტინცა, მანტოვანი, ინსუა, დიეგო რიკო - რუბენ პერესი, მორანი - ელ ჟარი (77. ბუენო), გაბრიელი (63. ლუსიანო), მაჩისი (65. შიმანოვსკი) - გერერო
მაყურებელი: 5 256

სელტა-ბილბაო 0:3
გოლები: 0:1 რაულ გარსია (35), 0:2 რაულ გარსია (50), მიკელ რიკო (83)
სელტა (4-2-3-1): სერხიო ალვარესი - ალვარო ლემოსი, სერხი გომესი, ფონტასი, რონკალია - ვასი (62. შეიხი), მარსელო დიასი - ჰიულსაგერი (70. გუიდეტი), ხოსაბედი (80. სენე), ბონგონდა - ბოვიუ
ბილბაო (4-2-3-1): არიზაბალაგა - დე მარკოსი, ლაპორტი, იერაი ალვარესი (82. იტურასპე), ბალენზიაგა - ბენიატი (78. მიკელ რიკო), სან ხოსე - ლეკუე, რაულ გარსია, მუნიაინი (85. ადურისი) - ვილიამსი
მაყურებელი: 17 320

ორშაბათი. 1-ლი მაისი
მალაგა-სევილია 23:00

ბომბარდირები: 33 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 26 - ლუის სუარესი (ბარსელონა); 20 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 17 - იაგო ასპასი (სელტა); 16 - ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო); 15 - არიც ადურისი (ბილბაო).

მომდევნო ტური
5 მაისი:
სევილია-რეალ სოსიედადი;

6 მაისი:
სპორტინგი ხ-ლას პალმასი, ატლეტიკო-ეიბარი, ბარსელონა-ვილიარეალი, გრანადა-რეალი;

7 მაისი:
ალავესი-ბილბაო, ვალენსია-ოსასუნა, დეპორტივო-ესპანიოლი, მალაგა-სელტა;

8 მაისი:
ლეგანესი-ბეტისი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ერთმათჩიანი დისკვალიფიკაცია ქონდა და ის ერთი თამაში გამოტოვა წინა ტურში 6-2რომ მოიგო რეალმა
pipo
15:44 01-05-2017
0
Ert matchiani diskvalifikacia qonda ramoss da deportivostan tamashi gamotova da mito itamasha, rac sheexeba statiis avtors miyvars aseti shefasebebi , ramosi rom ara, marsllo rom ara , es rom ara isrom ara reali waagebdao, diax batono eseni ro yavs da gaaqvt mito igebs tore fexburtelebi ro ar yavdes namdvilad ver moigebda.
Ssss
14:48 01-05-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული