მადრიდის "ატლეტიკომ" "ეიბარს" საულ ნიგესის გოლის წყალობით - 1:0 მოუგო და მესამე ადგილი პრაქტიკულად გაინაღდა.
"ბარსელონამ" "კამპ ნოუზე" 4:1 დაამარცხა "ვილიარეალი". დუბლი შეასრულა ლეო მესიმ, თითო გოლი კი ნეიმარისა და ლუის სუარესის ანგარიშზეა. დამარცხებულთა შორის კი თავი სედრიკ ბაკამბუმ გამოიჩინა.
"რეალმა" სტუმრად 4:0 გაანადგურა "გრანადა" და ის პრიმერა დივიზიონიდან გააგდო. ყველა გოლი პირველ ტაიმში გავიდა. დუბლი შეასრულეს ხამეს როდრიგესმა და ალვარო მორატამ.
შაბათი. 6
სპორტინგი-ლას პალმასი 1:0
გოლი: 1:0 კარმონა (67)
ატლეტიკო-ეიბარი 1:0
გოლი: 1:0 საულ ნიგესი (69)
გაძევება: გოდინი (92. ატლეტიკო)
ბარსელონა-ვილიარეალი 4:1
გოლები: 1:0 ნეიმარი (21), 1:1 ბაკამბუ (32), 2:1 მესი (45), 3:1 ლუის სუარესი (69), 4:1 მესი (82-პენ)
გრანადა-რეალი 0:4
გოლები: 0:1 ხამეს როდრიგესი (3), 0:2 ხამეს როდრიგესი (11), 0:3 მორატა (30), 0:4 მორატა (35)
პარასკევი. 5 მაისი
სევილია-რეალ სოსიედადი 1:1
კვირა. 7 მაისი
ალავესი-ბილბაო 14:00
ვალენსია-ოსასუნა 18:15
დეპორტივო-ესპანიოლი 20:30
მალაგა-სელტა 22:45
ორშაბათი. 8 მაისი
ლეგანესი-ბეტისი 22:45
1. ბარსელონა - 84 ქულა; 2. რეალი - 84; 3. ატლეტიკო - 74; 4. სევილია - 69; 5. ვილიარეალი - 63.