28-ე ტური შესანიშნავი თრილერით გაიხსნა ანდალუსიაში, სადაც ერთ-ერთმა აუტსაიდერმა "ალმერიამ" "ატლეტიკოს" არგენტინელი ფორვარდის, სერხიო აგუეროს დუბლს კაპიტან კრუსატისა და შეცვლაზე შესული გოიტომის გოლებით უპასუხა - 2:2. მოკლედ, კვლავ ვერ ივარგა კიკე ფლორესის გუნდმა და მორიგი ორი ქულა დაკარგა.
უკვე მე-8 წუთზევე გამოჩნდა, რომ კარგი მატჩი გველოდა - ბურთი სტუმართა ხარიხას მოხვდა, იქიდან გამოვარდნილს კი კრუსატმა დაამატა, მაგრამ დე ხეამ იყოჩაღა. მადრიდელებმა კი შეუტიეს, მაგრამ მათი შუახაზელები აგუეროსა და მის მეწყვილე დიეგო ფორლანს პასებს უგვიანებდნენ. სამაგიეროდ, კრუსატი არ ისვენებდა - კაპიტნის ბრწყინვალე დარტყმული უკვე ბევრს გოლი ეგონა, როცა დე ხეამ ბურთი "ცხრიანიდან" ჩამოხსნა. ამის შემდეგ ახალგაზრდა გოლკიპერი ულოას დარტყმულსაც გაუმკლავდა. გოლი კი არაფრისგან გავიდა - ტიაგოს პასით აგუერომ იხეირა, ამ ეპიზოდში "ალმერიას" მცველები შეცდნენ.
შესვენების შემდეგ 3 წუთში მოუსვენარმა კრუსატმა მაინც გაიტანა (მესამე და სამართალი) "ატლეტიკოს" კარის "ცხრიანში". თამაშის დაწყებიდან ერთი საათის გასვლის შემდეგ, ისევ სტუმრები დაწინაურდნენ, აგუერომ მცველს აჯობა, შემდეგ ცაციათი დიეგო ალვეშიც გააწბილა და სეზონში მე-11 გოლი გაიტანა. მაგრამ "ალმერია" ბედს არ შეეგუა და გოიტომის თავურით ქულა მაინც მოიპოვა. ქებათა ქება "ალმერიას" - ეს გუნდი ყოველთვის ბოლომდე იბრძვის.
კიკე ფლორესი (ატლეტიკო): "ვფიქრობ, კარგად ვითამაშეთ. "ალმერიამ" ძალიან დიდი წინააღმდეგობა გაგვიწია. ზოგჯერ, ჩვენი პასები არ იყო ზუსტი, მაგრამ მაინც სასიხარულოა, რომ ამ თამაშით ჩვენი წაუგებელი სერია 5 მატჩამდე გაგრძელდა. ახლა ზუსტად ერთი კვირა გვაქვს დერბისთვის მოსამზადებლად. უკეთეს პირობებში ვართ, ვიდრე "რეალი", რომელსაც შუა კვირაში ჩემპიონთა ლიგის მატჩი უწევს."
ქარიმ ბენზემას მწვრთნელის ნდობამ, კრიშტიანო რონალდოს ტრავმამ და პოზიციის შეცვლამ არგო - "ერკულესთან" მატჩში ის არა მარტო საუკეთესო იყო გუნდში, არამედ ლიდერიც. საბოლოოდ, "რეალმა" მისი წყალობით უპრობლემოდ დაამარცხა მეტოქე (2:0), ქარიმმა კი დუბლი მიითვალა და ჩემპიონატში უკვე 9 გოლი დაუგროვდა.
პოზიციის შეცვლაში, მეორე ფორვარდად თამაშს ვგულისხმობთ, რომელიც ფრანგს აშკარად უკეთ გამოსდის, ვიდრე ცენტრფორვარდობა. ბენზემამ პირველ ტაიმში იოლი, მაგრამ ეფექტური დარტყმით გახსნა ანგარიში, მისი მეორე გოლი კი გაცილებით რთული შესასრულებელი იყო. ის კი არა, მატჩის მიწურულს მას ჰეთ-თრიკის შესრულებაც შეეძლო.
ქარიმ ბენზემა (რეალი): "მიმართლებს და თითო თამაშში ორი გოლი გამაქვს, ეს კი ჩემი თანაგუნდელების დამსახურებაა. ჩემპიონატის დასრულებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა, ყველა დარჩენილი მატჩი უნდა მოვიგოთ. ახლა უკვე "ლიონთან" მატჩზე ვფიქრობ. ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალამდე ჩვენ 90 წუთი გვაშორებს."
ჟოზე მოურინიო (რეალი): "ვიტყვი, რომ ბენზემას ასე კარგად არასოდეს უთამაშია. თავადაც ბედნიერია, რომ ფორმა დაიბრუნა და ჩვენც გვიხარია. როცა რონალდო და იგუაინი არ გვყავს, ის ძალიან გვეხმარება, ბოლო ორ მატჩში ბენზემამ 6 მნიშვნელოვანი ქულა მოგვიტანა."
როგორც ჩანს, ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ "ვალენსია" შოკშია. სხვა რას მივაწეროთ "ღამურების" უნიათო თამაში "რომარედაზე" და 0:4 მარცხი "სარაგოსასთან"? მე-3 ადგილოსანს ვერც ის ჩაეთვლება მიზეზად, რომ ბოლო წუთები გუნდმა 10 კაცით ითამაშა. სტუმართა რბევა ირჟი იაროშიკის თავურით დაიწყო და ანდერის დიდებული დარტყმით გაგრძელდა, რომელმაც გუაიტას ბურთი ფეხებს შორის გაუძვრინა.
მეორე ტაიმის შუაწელზე მარიუს სტანკევიჩიუსმა საჯარიმოში ბერტოლო წააქცია, მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და საკუთარი გუნდი საბოლოოდ გაწირა მარცხისთვის - "სარაგოსას" კაპიტანმა გაბიმ პენალტი გაიტანა, 10 წუთში კი იგივე გაიმეორა - ახლა დავიდ ალბელდამ წააქცია საჯარიმოში ბრაულიო - 4:0.
უნაი ემერი (ვალენსია): "ყველა ასპექტში კატასტროფული მატჩი გვქონდა. მოედანზე მხოლოდ ერთი გუნდი იყო, მეორე კი - არა. ამის შედეგს კი ტაბლოზე ხედავთ."
კვირის თამაშებიდან აღვნიშნავთ "ვილიარეალის" წაფორხილებას "ელ მადრიგალზე". "ელ სუბმარინომ" შესანიშნავი შანსი გაუშვა ხელიდან, რომ ქულამდე მიახლოვებოდა "ვალენსიას". არადა, მეტოქე - ხიხონის "სპორტინგი" 9 კაცის ამარა ასრულებდა მატჩს, "ვილიარეალი" ჯუზეპე როსის გოლით 1:0-ს იგებდა, მაგრამ 92-ე წუთზე დიეგო კასტრომ მასპინძელთა კარში დანიშნული პენალტი გამოიყენა და ასტურიელებს ქულა გადაურჩინა. მოულოდნელობა იყო აუტსაიდერ "მალაგას" გამარჯვება "ანოეტაზეც", სადაც მანუელ პელეგრინის გუნდმა "რეალ სოსიედადს" 2:0 მოუგო.
ალმერია-ატლეტიკო 2:2
ალმერია (4-2-3-1): დიეგო ალვეში - მასედო, მარსელო სილვა, კ. გარსია (79. აკასიეტე), ლუნა - მ'ბამი, ბერნარდელო - ფეგული (66. ხოსე ორტისი), კალუ უჩე (61. გოიტომი), კრუსატი - ულოა.
ატლეტიკო (4-4-2): დე ხეა - უიფალუში, პერეა, გოდინი, ფილიპე ლუიში - რეიესი, მ. სუარესი, ტიაგო, ელიასი (61. კოკე) - ფორლანი, აგუერო.
გოლები: 0:1 აგუერო (38), 1:1 კრუსატი (48), 1:2 აგუერო (60), 2:2 გოიტომი (76)
გაფრთხილება: კ. გარსია, ბერნარდელო - ელიასი, მ. სუარესი, ფილიპე ლუიში
კუთხური: 4-8; ჯარიმა: 19-13; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 12-17 (6-7); ბურთის ფლობა: 46%-54%.
მაყურებელი: 19 000
რეალი-ერკულესი 2:0
რეალი (4-4-2): კასილიასი - არბელოა, ალბიოლი, სერხიო რამოსი, მარსელო - დი მარია (57. ხედირა), გრანერო (66. ჩაბი ალონსო), ლ. დიარა, იოზილი (79. კანალესი) - ბენზემა, ადებაიორი.
ერკულესი (4-2-3-1): კალატაიუდი - ხუანრა, პასი, პამარო, პულჰაკი - ფარინოსი, აგილარი - კიკო, ტიაგო გომეში (65. ნ. ვალდესი), ტომერი (65. სენდოა) - პორტილიო (71. კრისტიანი).
გოლები: 1:0 ბენზემა (24), 2:0 ბენზემა (56)
გაფრთხილება: პულჰაკი
კუთხური: 8-7; ჯარიმა: 10-12; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 22-9 (11-4); ბურთის ფლობა: 63%-37%.
მაყურებელი: 73 000
სარაგოსა-ვალენსია 4:0
სარაგოსა (4-2-3-1): ტ. დობლასი - დიოგო (86. და სილვა), იაროშიკი, კონტინი, პარედესი - პონსიო, გაბი (79. ნ'დავი) - ხ. ლოპესი, ანდერი, ბერტოლო - უჩე (59. ბრაულიო).
ვალენსია (4-4-2): გუაიტა - ბრუნო, სტანკევიჩიუსი, რიკარდო კოშტა (35. ბანეგა), ალბა - ხოაკინი, ტ. კოსტა, მ. ტოპალი, მატიო (56. მატა) - ჟონასი (66. ალბელდა), სოლდადო.
გოლები: 1:0 იაროშიკი (4), 2:0 ანდერი (39), 3:0 გაბი (64-პენ), 4:0 გაბი (74-პენ)
გაფრთხილება: პარედესი, გაბი - სტანკევიჩიუსი, ტ. კოსტა, ალბელდა
გაძევება: სტანკევიჩიუსი (64)
კუთხური: 1-3; ჯარიმა: 17-17; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 9-3 (6-1); ბურთის ფლობა: 35%-65%.
მაყურებელი: 20 000
ოსასუნა-რასინგი 3:1
ოსასუნა (4-2-3-1): რიკარდო - ნელსონი, ფლანიო, ლოლო, მონრეალი - პუნიალი, ნეკუნამი - სეხუდო (76. ვადოცი), სორიანო, კამუნიასი (90. კალეხა) - კიკე სოლა (86. დამია).
რასინგი (4-2-3-1): ტონიო - პინილიოსი, ენრიკე, ტორეხონი, კრისტიანი - კოლსა, ლასენი (70. დიოპი) - კენედი (46. ფრანსისი), ნაუელპანი (46. ჯ. დოს სანტოსი), მუნიტისი - როზენბერგი.
გოლები: 1:0 კიკე სოლა (19), 2:0 ნეკუნამი (23-პენ), 3:0 სორიანო (49), 3:1 როზენბერგი (55)
გაფრთხილება: პუნიალი, სორიანო, ნეკუნამი - მუნიტისი, ენრიკე
გაძევება: სორიანო (75)
კუთხური: 7-8; ჯარიმა: 12-15; თამაშგარე: 4-5; კარში დარტყმა: 12-10 (3-3); ბურთის ფლობა: 57%-43%.
მაყურებელი: 17 000
რეალ სოსიედადი-მალაგა 0:2
რეალ სოსიედადი (4-2-3-1): ბრავო - ესტრადა, ანსოტეგი, მ. გონსალესი, დე ლა ბელა - რივასი (65. ელუსტონდო), არანბურუ (78. აგირეჩე) - ჩაბი პრიეტო, ზურუტუზა (65. სარპონგი), გრიზმანი - ტამუდო.
მალაგა (4-2-3-1): კაბალიერო - გასპარი, სტადსგაარდი, ველიგტონი, ელიზეუ - აპონიო, რესიო - პორტილიო (66. სანდრო სილვა), ს. ფერნანდესი (83. ქუინსი), დუდა (74. მარესკა) - რონდონი.
გოლები: 0:1 დუდა (24), 0:2 რონდონი (57)
გაფრთხილება: რივასი, ესტრადა - ველიგტონი, კაბალიერო
კუთხური: 7-3; ჯარიმა: 23-13; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 14-10 (5-5); ბურთის ფლობა: 52%-48%.
მაყურებელი: 20 000
ესპანიოლი-დეპორტივო 2:0
ესპანიოლი (4-2-3-1): კამენი - ხ. ლოპესი, ფორლინი (59. რ. როდრიგესი), გალანი, დ. გარსია - ბაენა, ხ. მარკესი - ლ. გარსია (46. ალონსო), ვერდიუ (88. ე. ლოპესი), კალეხონი - ა. ვასკესი.
დეპორტივო (4-2-3-1): არანსუბია - ლაურე, ლოპო, აიტამი, მორელი - ხ. როდრიგესი, ტომასი - პ. ალვარესი, მიჩელი (68. ხ. დომინგესი), დეზმარე (68. ლასადი) - ადრიანი (81. სანდი).
გოლები: 0:1 ალონსო (61), 0:2 ვერდიუ (82)
გაფრთხილება: კალეხონი, ვერდიუ - მიჩელი, პ. ალვარესი, ლოპო
გაძევება: პ. ალვარესი (42)
კუთხური: 10-4; ჯარიმა: 12-19; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 13-6 (6-2); ბურთის ფლობა: 62%-38%.
მაყურებელი: 27 000
ლევანტე-მალიორკა 1:1
ლევანტე (4-2-3-1): მუნუა - ვენტა, ბალესტეროსი, ნანო, დელ ორნო (74. ხუანფრანი) - ხ. ტორესი, იბორა - ვალდო (70. რ. სუარესი), მუნიოსი (60. მონტერო), ხუანლუ - კაისედო.
მალიორკა (4-2-3-1): ავატე - სენდროსი, ნუნიეში, რამისი, აიოსე - ტეხერა (73. ჟოაო ვიქტორი), მარტი - ნსუე, დე გუზმანი, ინიეგა (53. პერეირა) - ვებო.
გოლები: 1:0 ხუანლუ (37), 1:1 რამისი (60)
გაფრთხილება: ვალდო, ბალესტეროსი, ნანო, ხუანლუ - იენაგა, აიოსე
კუთხური: 3-6; ჯარიმა: 11-7; თამაშგარე: 4-3; კარში დარტყმა: 7-15 (2-7); ბურთის ფლობა: 48%-52%.
მაყურებელი: 15 000
ვილიარეალი-სპორტინგი 1:1
ვილიარეალი (4-4-2): დ. ლოპესი - მარიო, გონსალო, მუსაჩიო, კაპდევილა - კანი (58. ვაკასო), ბრუნო, ბ. ვალერო, კასორლა (88. კატალა) - ნილმარი (79. მატილია), როსი.
სპორტინგი (4-1-4-1): კუელიარი (67. ხუან პაბლო) - სასტრე, ბოტია, ერნანდესი, ანხელი - რივერა (68. კანელია) - დე ლას კუევასი, ანდრე კაშტრო (80. ნაჩო ნოვო), კასესი, დიეგო კასტრო - ბარალი.
გოლები: 1:0 როსი (29), 1:1 დიეგო კასტრო (92-პენ)
გაფრთხილება: კაპდევილა, გონსალო - ერნანდესი, ანხელი, კუელიარი
გაძევება: ანხელი (66), სასტრე (90)
კუთხური: 4-2; ჯარიმა: 11-14; თამაშგარე: 3-8; კარში დარტყმა: 12-15 (3-5); ბურთის ფლობა: 52%-48%.
მაყურებელი: 18 000
სევილია-ბარსელონა 1:1
სევილია (4-2-3-1): ვარასი - კასერესი, ფასიო, ალექსისი, ფ. ნავარო - მედელი, ზოკორა (46. კანუტე)- ხესუს ნავასი, რაკიტიჩი, კაპელი (71. პეროტი) - ნეგრედო (87. რომარიკი).
ბარსელონა (4-3-3): ვალდესი - დანი ალვეში, პიკე, აბიდალი, ადრიანო (74. მაქსველი) - ჩავი, ბუსკეტსი, ინიესტა - პედრო (13. კრკიჩი), მესი, ვილია (84. კეიტა).
გოლები: 0:1 კრკიჩი (30), 1:1 ნავასი (49)
გაფრთხილება: კასერესი, ზოკორა, მედელი, ფ. ნავარო, კაპელი - ადრიანო, ჩავი
კუთხური: 0-4; ჯარიმა: 21-11; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 11-12 (3-6); ბურთის ფლობა: 31%-69%.
მაყურებელი: 44 000
ხეტაფე-ბილბაო დღეს
თ მ ფ წ ბ ქ
1. ბარსელონა 28 24 3 1 79-14 75
2. რეალი 28 22 4 2 67-20 70
3. ვალენსია 28 16 6 6 42-32 54
4. ვილიარეალი 28 15 6 7 47-30 51
5. ესპანიოლი 28 14 1 13 37-39 43
6. ბილბაო 27 13 2 12 42-38 41
7. ატლეტიკო 28 11 6 11 41-37 39
8. სევილია 28 11 6 11 42-43 39
9. სოსიედადი 28 11 2 15 38-46 35
10. მალიორკა 28 10 5 13 29-38 35
11. ხეტაფე 27 9 6 12 36-41 33
12. ოსასუნა 28 8 8 12 30-33 32
13. ლევანტე 28 9 5 14 29-39 32
14. დეპორტივო 28 7 10 11 23-38 31
15. სარაგოსა 28 7 9 12 28-39 30
16. რასინგი 28 7 9 12 26-42 30
17. სპორტინგი 28 6 11 11 26-35 29
18. ალმერია 28 5 11 12 30-47 26
19. ერკულესი 28 7 5 16 25-43 26
20. მალაგა 28 7 5 16 36-59 26
ბომბარდირები: 27 - ლიონელ მესი (ბარსელონა), კრიშტიანო რონალდო (რეალი); 17 - დავიდ ვილია (ბარსელონა); 15 - ფერნანდო ლორენტე (ბილბაო), ჯუზეპე როსი (ვილიარეალი); 13 - პედრო როდრიგესი (ბარსელონა); 12 - ფელიპე კაისედო (ლევანტე); 11 - სერხიო აგუერო (ატლეტიკო), ნილმარი (ვილიარეალი); 10 - ლუიშ ფაბიანო (სევილია), დავიდ ტრეზეგე (ერკულესი), ალვარო ნეგრედო (სევილია), ხოსე რონდონი (მალაგა).
.