ლა ლიგა. ბოლო ტური: სამპაოლი "სევილიას" ბრწყინვალე გამარჯვებით დაემშვიდობა

AutoSharing Option
20 მაისს ესპანეთის ლა ლიგის ბოლო ტურის 4 შეხვედრა გაიმართა.

"სევილიამ" სეზონი მეოთხე ადგილზე დაასრულა და ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში ითამაშებს. ხორხე სამპაოლის გუნდმა ბოლო ტურში 5:0 მოუგო "ოსასუნას". ვიტოლომ და ფრანკო ვასკესმა დუბლები შეასრულეს, ერთი გოლიც სტევან იოვეტიჩის ანგარიშზეა.

შეგახსენებთ, რომ ხორხე სამპაოლი "სევილიადან" მიდის, იგი არგენტინის ნაკრებს ჩაიბარებს.

"დეპორტივომ" 3:0 გაანადგურა "ლას პალმასი" და ხუთმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა. დუბლი შეასრულა ფლორინ ანდონემ, ერთი გოლიც კარლეს ხილის ანგარიშზეა.

მთავარი მატჩები კვირას გაიმართება, როცა მადრიდის "რეალი" "მალაგას" ესტუმრება, ხოლო "ბარსელონა"
"ეიბარს" მასპინძლობს. "სამეფო კლუბს" ქულა ჰყოფნის ტიტულის მოსაპოვებლად.

შაბათი. 20 მაისი
სპორტინგი-ბეტისი 2:2
გოლები: 1:0 დუგლას პერეირა (7), 1:1 რუბენ კასტრო (22), 1:2 რუბენ კასტრო (59), 2:2 კარმონა (79)

ლეგანესი-ალავესი 1:1
გოლები: 0:1 კრსტიჩიჩი (64), 1:1 ტიმორი (89)

დეპორტივო-ლას პალმასი 3:0
გოლები: 1:0 ანდონე (4), 2:0 ანდონე (28), 3:0 ხილი (39)
გაძევება: სანტანა (79. ლას პალმასი)

სევილია-ოსასუნა 5:0
გოლები: 1:0 ვიტოლო (10), 2:0 ფრანკო ვასკესი (20), 3:0 იოვეტიჩი (35), 4:0 ფრანკო ვასკესი (60), 5:0 ვიტოლო (80)

პარასკევი. 19 მაისი
გრანადა-ესპანიოლი 1:2

კვირა. 21 მაისი
ატლეტიკო-ბილბაო 18:45
ვალენსია-ვილიარეალი 18:45
სელტა-სოსიედადი 18:45
ბარსელონა-ეიბარი 22:00
მალაგა-რეალი 22:00

1. რეალი - 90 ქულა; 2. ბარსელონა - 87; 3. ატლეტიკო - 75; 4. სევილია - 72; 5. ვილიარეალი - 64.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული