ხოსეპ გვარდიოლა: "ბარსას" მწვრთნელები მსაჯობას არასდროს განსჯიან

AutoSharing Option
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ "სევილიასთან" ფრედ (1:1) დასრულებული მატჩის შემდეგ არბიტრის შესახებ რამენაირი კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა. შეხვედრის მთავარმა მსაჯმა ფორვარდ ლიონელ მესის მიერ გატანილი გოლი არ ჩათვალა, ასევე მეტოქის საჯარიმოში ბოიან კრკიჩის წინააღმდეგ წესების დარღვევა ვერ შეამჩნია.

"მსაჯი თამაშს თავის ხელს ყოველთვის ატყობს. მე "ბარსელონას" სკოლის წარმომადგენელი ვარ. არ მსურს მესის არჩათვლილ გოლზე ვისაუბრო.

რაც შეეხება თვითონ ფეხბურთს, შესანიშნავი გუნდის წინააღმდეგ კარგად ვმოქმედებდით. შესაძლოა, მეტსაც ვიმსახურებდით, ვიდრე ფრეს, მაგრამ შესვენების შემდეგ "სევილიამ" მოუმატა. საერთო ჯამში, ჩვენი თამაშით კმაყოფილი
ვარ", - თქვა გვარდიოლამ.


მომზადებულია goal.com-ის მიხედვით






.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული