"ბარსელონას" ფორვარდ პედროს ტრავმა, რომელიც მან "სევილიასთან" გუშინდელ მატჩში მიიღო, სერიოზული არ აღმოჩნდა. 23 წლის თავდამსხმელმა ანდალუსიელებთან შეხვედრა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო, თუმცა უკვე 17-ე წუთზე მუხლსქვედა მყესი დაიზიანა და იძულებული გახდა მოედანი დაეტოვებინა.
"ბარსელონას" სამედიცინო შტაბის პროგნოზით, პედრო ვარჯიშს დაახლოებით მიმდინარე კვირის ბოლოს განაახლებს.
მომზადებულია fcbarcelona.com-ის მიხედვით
.