კრიშტიანოს ჯერიც დადგა: რონალდო გადასახადების დამალვაშია ეჭვმიტანილი

AutoSharing Option
ესპანეთის საგადასახადო სამსახურმა მადრიდის "რეალის" ვარსკვლავის, კრიშტიანო რონალდოს საქმე
მადრიდულ პროკურატურას გადასცა.

პორტუგალიელი 2011-დან 2014 წლამდე საიმიჯო უფლებებიდან მიღებულ შემოსავლებიდან გადასახადების დამალვაშია ეჭვმიტანილი.

საგადასახადო სამსახურის აზრით, რონალდომ 8 მილიონი ევროს გადასახადები დამალა.

აქვე გეტყვით, რომ რამდენიმე დღის წინ ესპანეთის უმაღლესმა სასამართლომ "ბარსელონას" ფორვარდ ლიონელ მესის 21-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა.

- ესპანეთის სასამართლომ ლიონელ მესის 21-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა

მომზადებულია Cadena Ser-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
ისე რაი იქნება ზონის ჩემპიონატი, მესის და რონალდოს მონაწილეობით.DDDDDDDDDDDDDD
sabonis
14:58 25-05-2017
0

სიახლეები პოპულარული