საფრანგეთის ნაკრების და ლონდონის "ჩელსის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლოდ მაკელელემ პორტუგალიელი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო სისასტიკეში დაადანაშაულა. 2004-2007 წლებში მაკელელე "ჩელსიში" მოურინიოს ხელმძღვანელობით თამაშობდა და ამ დროის განმავლობაში ინგლისის ჩემპიონი ორჯერ გახდა. ამჟამად ფრანგი სამშობლოში პსჟ-ს შემადგენლობაში გამოდის.
მაკელელემ მოურინიოს გამარჯვებული უწოდა, რომელმაც იცის, როგორ მისცეს ფეხბურთელებს მოტივაცია და იძულებული გახადოს ისინი, მოედანზე თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოავლინონ. თუმცა, ფეხბურთელის თქმით, როდესაც მოთამაშე ძირითადი შემადგენლობიდან ვარდება, მოურინიო მის მიმართ ანგარებიანი და სასტიკი ხდება.
მოურინიო "ჩელსიდან" 2007 წლის სექტემბერში წავიდა, როდესაც გუნდმა სეზონი ცუდად
დაიწყო. პორტუგალიელი ამჟამად მადრიდის "რეალს" უდგას სათავეში. მაკელელემ "ჩელსი" 2008 წლის ზაფხულში დატოვა და მას შემდეგ "პსჟ"-ში გამოდის.
მომზადებულია tribalfootball.com-ის მიხედვით.