ვინ დატოვებს "ბარსელონას" - პირველი ჟერემი მატიო იქნება

AutoSharing Option
ჟერემი მატიო "ბარსელონას" დატოვებს. 33 წლის ფრანგმა, რომელიც კატალონიელთა რიგებში 2014 წელს "ვალენსიიდან" გადაბარგდა, გუნდის გამოცვლა გადაწყვიტა და მას უკვე 2 შემოთავაზება ჰქონდა.

მატიომ კატალონიელებთან ერთად 9 ტიტული მოიგო, ბოლო "ალავესთან" გამარჯვებით მოპოვებული კოპა დელ რეი გამოდგა. სავარაუდოდ, მის გზას უნდა გაუყვეს პორტუგალიელი ანდრე გომეშიც და კიდევ ერთი-ორი ფეხბურთელიც.

"ბარსელონადან" უკვე წავიდა ლუის ენრიკეს ასისტენტი ხუან კარლოს უნსუე, ის "სელტაში" ედუარდო ბერიცოს ნაცვლად დაინიშნა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული