პეპე "რეალზე" გაბრაზდა: სხვანაირად მოპყრობას ვიმსახურებდი

AutoSharing Option
"რეალი" ათწლიანი ერთად ყოფნის შემდეგ დაშორდა პორტუგალიის ეროვნული ნაკრების მცველ პეპეს. განშორება ამჯერადაც არ გამოვიდა ლამაზი. "რეალი" ბევრი რამითაა განსაკუთრებული კლუბი და იმითაც, რომ ვარსკვლავებს ძალიან ხშირად ლამაზად არ შორდება ხოლმე. გამონაკლისი არც პეპეს შემთხვევაში მომხდარა.

პორტუგალიელი ახალ კლუბს ეძებს. ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ მან ღიად განაცხადა: "არ ვიცი, რატომ აღმოვჩნდი გუნდს გარეთ". როგორც ჩანს, "რეალისთვის" უკვე ტრადიციად ჩამოყალიბდა - ფეხბურთელები, რომლებიც "სამეფო კლუბიდან" მიდიან, მიიჩნევენ, რომ მათი სამსახური ჯეროვნად ვერ დააფასეს.

"ინსტაგრამში" "რეალის" ზეიმის ბევრი ფოტო გამოქვეყნდა. იქ მხოლოდ
ერთ ფოტოზეა პეპე. გუნდურ ფოტოზე ძლივს ჩანს. როგორღაც პორტუგალიელი გარიყულად გრძნობდა თავს.

რა მოხდა?
"რა თქმა უნდა, ზინედინ ზიდანმა "რეალთან" ერთად ძალიან დიდ შედეგებს მიაღწია, მაგრამ არის ისეთი რამეები, რაც არაფრით მესმის. არ ვიცი, რატომ მომექცნენ ასე. ზიდანი მე საერთოდ არ დამემშვიდობა. გარდა ამისა, არც ხელმძღვანელობას უთქვამს რამე. ფაქტია, რომ ისინი ასე მოიქცნენ. მე კონტრაქტი მიმთავრდებოდა და გაურკვევლობაში ვიყავი, მათ კი ძალიან კარგად იცოდნენ, რომ მე აქ აღარ ვიქნებოდი", - თქვა პეპემ.

ერთ-ერთ რადიოსადგურთან ინტერვიუში პეპემ რამდენიმე საყურადღებო რამ თქვა: "საკუთარ მომავალზე ჯერ კიდევ იანვარში დავფიქრდი. ნახევარი წელი მრჩებოდა კონტრაქტი "რეალთან", მის გაგრძელებას კი არავინ მთავაზობდა. ამბობენ, რომ "რეალმა" ერთწლიანი კონტრაქტი შემომთავაზა გაგრძელების პერსპექტივით, მაგრამ ეს ასე არ ყოფილა".

ამის შემდეგ ჟურნალისტმა პეპეს დაუკონკრეტა კითხვა იმის თაობაზე, იყო თუ არა კონტრაქტის გაგრძელების შეთავაზება "სამეფო კლუბიდან", რაზეც პორტუგალიელმა უპასუხა, რომ ორი წლით კონტრაქტის გაგრძელება მისთვის არავის შეუთავაზებია.

ამას მოჰყვა კიდევ ორი კითხვა.

- მაშ, იყო თუ არა შეთავაზება კონტრაქტის გაგრძელების თაობაზე?
- ორი წლით არა.
- ერთი წლით?
- ერთი წლით კი.
- შენ ის არ მიიღე იმიტომ, რომ ორწლიანი კონტრაქტი გინდოდა?

"შეთავაზება შეიძლება ბევრნაირად გააკეთო. ფორმას გააჩნია. ჩემს შემთხვევაში შეთავაზება არაკორექტული ფორმით გაკეთდა. მიმაჩნია, რომ სხვანაირად მოპყრობას ვიმსახურებდი. ამავე დროს, მე პროფესიონალი ვარ და ვიღებ კლუბის წესებს. ისინი არ სთავაზობენ ერთწლიანზე ხანგრძლივ ხელშეკრულებას იმ ფეხბურთელს, რომელიც 33 წლის ან მეტისაა", - ამბობს პეპე.

მართალია თუ არა პეპე?
ისეთი სიტუაციაა, რომ აბსოლუტურად მართალი არც ერთი მხარე არაა. რამდენიმე წლის წინ ქომაგები გაბრაზდნენ, როცა "რეალი" რაულს დაშორდა. რაულს და პეპეს ვერ შევადარებთ. თანაც, პორტუგალიელმა ისაუბრა იმ დაუწერელ კანონზე, რომელიც მადრიდში მოქმედებს. ეს საქმიანი მიდგომის ნიმუშია. ეს მიდგომა შეეხოთ ნამდვილ ლეგენდებს - იეროს, რაულს, კასილიასს... მათგან განსხვავებით, პეპე არასოდეს ყოფილა "რეალის" ლეგენდა და სიმბოლო.

თანაც, შესთავაზო თუნდაც ერთწლიანი კონტრაქტი ვეტერან მცველს, რომელმაც გასულ სეზონში მხოლოდ 16 მატჩი ითამაშა ტრავმების გამო, ეს შეურაცხყოფა სულაც არაა. ამასთან, უნდა ვაღიაროთ, რომ პეპე ზიდანისათვის ბოლო არჩევანი იყო ცენტრალური მცველის პოზიციაზე.

მეორე მხრივ, პეპე არაა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ყველაფერი მისცა "რეალს" და მადლობაც კი ვერ გაიყოლა უკანა გზაზე. როგორიც უნდა იყოს კლუბის შინაგანაწესი და პოლიტიკა, მაინც შეიძლებოდა ყველაფრის ისე გაკეთება, რომ პორტუგალიელს გული არ სტკენოდა. ვის არ ახსოვს იეროს და რაულის ამბები, ან იკერის პრესკონფერენცია ცარიელ სტადიონზე? "რეალის" მეფე, ფლორენტინო პერესი არ იცვლება.

რა იქნება მომავალში?
პეპეს აგენტს ჟორჟე მენდეში ჰქვია. ასე რომ, პორტუგალიელის მომავალზე დარდი არ ღირს. მან უკვე შესთავაზა "ინტერს" თავისი კლიენტის სამსახური. ხელფასი 5 მილიონი ევრო და კონტრაქტი 2+1 სისტემით. "ინტერის" სპორტულმა დირექტორმა პიერო აუზილიომ თქვა, რომ მენდეშის მოთხოვნა საკმაოდ ამბიციურია.

პეპეს ასევე უნდა მუდმივი სათამაშო პრაქტიკა. ის მას გარანტირებული ექნება "გალათასარაიში", მაგრამ იქ ორჯერ ნაკლები ხელფასია. არის ინტერესი "სენ-ჟერმენიდან" და ჩინეთიდან, მაგრამ პეპეს ჯერ კიდევ მაღალ დონეზე, ევროპაში უნდა თამაში. "მარკა" მას ესპანეთში ტოვებს, "სქაი" კი ინგლისში უშვებს.

"არის წინადადებები ინგლისიდან, იტალიიდან და ესპანეთიდან. უნდა ავირჩიო", - ამბობს პეპე.
ვნახოთ...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
ხავის,ტოტის,ბექჰხემს იმიტომ გამეშვიდობენ და რომ ხავი ტოტოი და ბექჰხემი იყვნენ
კახა ქირიას !!!
07 ივნისი 2017 20:40
0
პეპე შენაირი მცველს ვერ ნახავენ უდა გაეშვათ ვარანი მაგას ათით ჯობიხარ და ზიზუ ვერ ხვდება ვიღაცა პატარა რამეს გაკეთებს ზიზუს გონია მაგარიაო შენრომ ათაით ჯობიხარ ვარანს მაგას ვერხვდება ზიზუ შენ მაგარი კაციხარ და მცველი
გოჩა
07 ივნისი 2017 17:06
0
"რეალში"რომ ფეხბურთელების მიმართ საშინელი მიდგომაა კარიერის ბოლოს ფაქტია.გამოწურავენ ლიმონივით და ...ვინმეს გახსოვთ რომ "რეალში" ისე დამშვიდობებოდნენ ფეხბურთელს როგორც ხავის,ტოტის,ბექჰხემს...
კახა ქირია
07 ივნისი 2017 14:42
0
პეპე არის დაუნდობლად უხეშზე უხეში ფეხბურთელი,ამის უხეშობების კრებულს რომ ნახავთ,ამას ადამიანად არ ჩათვლით.
თენგო
07 ივნისი 2017 14:02
0
ბოლო არჩევანი კი არა პირველი იყო, მაგრამ მთელი სეზონი ტრავმა ქონდა. თუ არ უყურებთ ამ ფეხბურთს ვინმეს მაინც კითხეთ სანამ რამეს დაწერთ. უდიდესი მცველი იყო და მადლობის მეტი არაფერი ეთქმის რელის ქომაგს. ჩინეთისთვის და გალკათასარაისთვის სულ რო 80 წლის იყოს მაინც ცოდოა. კიდევ შეუძლია უმარლეს დონეზე თამაში
goga
07 ივნისი 2017 13:20
0
ყველაზე ძალიან ეგ დამოკიდებულება,გამოჩნდა რაულის მიმართ (სხვებიც რა თქმა უნდა მაგრამ...),კაცს რომელსაც გერმანიაში, 2 წლის ნათამაშებით ნომერი შეუნახეს,მაგით ნათქვამია ყველაფერი! რომელიც რეალის ნაწილი იყო და არის კიდევაც (მომავალშიც იქნება, იმდენად აფასებენ ესპანეთში მას). პერესი რომ უნამუსოა და ყველაფერს ფულით ზომავს,მაგას აღარ ჭირდება ბევრი ლაპარაკი და გარჩევა!
დათა
07 ივნისი 2017 13:03
0
პეპე არა იხვი. შენ კი არა ბიძია, რაული, იერო, კასილასი, გუტი და კიდევ ბევრი რეალის ლეგენდა დაიკიდეს და გააგდეს. შენ ვის დაკარგვიხარ:)
ggg
07 ივნისი 2017 12:44
0
მე კიდე შენს კომენტარზე რივალდო და რონალდინიო გამახსენდა
mesi--s
07 ივნისი 2017 12:42
0
მაგიტომას მეზიზგება რეალი
mesi
07 ივნისი 2017 12:05
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული