როგორ იშოვა მადრიდის "ატლეტიკომ" 60 მილიონი არაფერში

AutoSharing Option
მიუხედავად იმისა, რომ მადრიდის "ატლეტიკოს" ფიფასგან სატრანსფერო აკრძალვა ადევს, კლუბში მაინც ოპტიმისტურად არიან განწყობილნი და მიაჩნიათ, რომ დიეგო სიმეონეს გუნდში ტრანსფერები მაინც იქნება. ახლა კი საამისოდ ფულის შეგროვებას იწყებენ. მადრიდულ კლუბში 60 მილიონი ევროს შოვნას ისე აპირებენ, რომ ერთ მნიშვნელოვან ფეხბურთელსაც კი არ გაასხვისებენ.

დასაწყისისთვის, "პორტუ" აპირებს ოლივერ ტორესის გამოსყიდვის ოპციის გააქტიურებას და ნიჭიერი ნახევარმცველის სანაცვლოდ ესპანეთის დედაქალაქში 20 მილიონ ევროს გადარიცხავს.

ანდრე მორეირა "ლოს კოლჩონეროსის" მესამე გოლკიპერია, პორტუგალიელს ერთი წუთიც კი არ უთამაშია გასულ სეზონში. ის ახლა "ბენფიკას" სურს
(მოგეხსენებათ, ეს კლუბი გიორგი მაკარიძითაც არის დაინტერესებული). პორტუგალიელი გოლკიპერი "და ლუჟის" ბინადრებს 9-10 მილიონი ევრო დაუჯდებათ.

ახლა გავიხსენოთ ლეო ბაპტიშტაო, რომელიც "ატლეტიკოს" ფეხბურთელად ითვლება, ოღონდ მასზე უფლებები კლუბს მხოლოდ სანახევროდ აქვს. ლეომ გასული სეზონი ბარსელონას "ესპანიოლში" გაატარა. კატალონიელებმა უკვე გამოაცხადეს, რომ მზად არიან, 3,5 მილიონი ევრო გადაიხადონ იმისთვის, რომ ბრაზილიელი სრულად მათ საკუთრებაში გადავიდეს.

"ატლეტიკო" უკვე გაურიგდა "რეალს" 19 წლის ტეო ერნანდესის სანაცვლოდ 26-მილიონიან ტრანსფერზე. ტეო ძალიან ნიჭიერი მცველი კი არის, მაგრამ ის "ალავესში" თამაშობდა. ასე რომ, მისი წასვლით "ატლეტიკოს" არც არაფერი დააკლდება. ასე, 4 ნაკლებად საჭირო ფეხბურთელის სანაცვლოდ "ატლეტიკო" 60 მილიონს გამოიმუშავებს. ვერაფერს იტყვი, შესანიშნავი ბიზნესია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
პორტუმ თავდამსხმელების გაყიდვაში 300 მილ.გამოიმუშავა 9 წლის მანძილზე...დღეს ნამდვილად მომგებიანი საქმეა
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული