აბიდალს ღვიძლის სიმსივნე დაუდგინეს

AutoSharing Option
"ბარსელონას" და საფრანგეთის ნაკრების მცველს ერიკ აბიდალს ღვიძლის სიმსივნის გამო ოპერაციას გაუკეთებენ. 31 წლის ფეხბურთელს ოპერაცია 18 მარტს ელის.

რამდენი დრო დასჭირდება აბიდალის გამოჯანმრთელებას, არ არის დაზუსტებული. მოთამაშეს ოპერაციას "ბარსელონას" კლინიკაში გაუკეთებენ.

15 მარტს აბიდალი ცუდად გახდა და სამედიცინო გამოკვლევა გაიარა, რომლის შემდეგაც სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ესპანელმა საფეხბურთო ჟურნალისტმა გილიემ ბალაგემ თავის მიკრობლოგში დაწერა, რომ აბიდალის სიმსივნე კეთილთვისებიანია და ფეხბურთელი სულ რაღაც თვენახევრის შემდეგ ასპარეზობას გააგრძელებს.

აბიდალი "ბარსელონაში" "ლიონიდან" 2007 წელს გადავიდა და კატალონიური კლუბის შემადგენლობაში ორჯერ ესპანეთის ჩემპიონატი და
2008/09 წლის ჩემპიონთა ლიგის გათამაშება მოიგო. წარსულში მცველი "მონაკოსა" და "ლილში" გამოდიოდა. საფრანგეთის ნაკრებში აბიდალმა 55 მატჩი ჩაატარა.






.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული