"ატლეტიკო" "გალათასარაის" კაპიტნით დაინტერესდა

AutoSharing Option
"ატლეტიკო" "გალათასარაის" ნახევარმცველის არდა თურანის შეძენითაა დაინტერესებული. მადრიდული კლუბი მზადაა თურქეთის ნაკრების 24 წლის ჰავბეკის სანაცვლოდ ზაფხულში 12 მილიონი ევრო გადაიხადოს.

სტამბოლურ კლუბთან თურანის კონტრაქტი, სადაც ის კაპიტნის როლს ასრულებს, 2012 წელს იწურება. ესპანელების გარდა თურქისადმი ინტერესს "ლივერპული" და "ჩელსიც" იჩენენ.

მიმდინარე სეზონში "გალათასარაი" თავისი გულშემატკივრების მოლოდინს ვერ ამართლებს, თუმცა თავად არდა თურანი, რომელი ევრო2008-ის ერთერთი გმირი იყო, თავისი მაღალი დონის დემონსტრირებას მაინც ახერხებს.


მომზადებულია El Mundo Deportivo-ს მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული