"ატლეტიკოდან" "რეალში" - პირველად 21-ე საუკუნეში

AutoSharing Option
მადრიდული გრანდების, "ატლეტიკოსა" და "რეალის" სტადიონებს ერთმანეთისგან მხოლოდ 6 კილომეტრი აშორებს. თუმცა, იშვიათი გამონაკლისების გარდა, როდესაც საქმე ტრანსფერს ეხება, ფეხბურთელებისთვის ეს მანძილი დაუძლეველი ბარიერია. ისეთივე დაუძლეველი, როგორც "რეალისა" და "ბარსელონას" შემთხვევაში.

ერთ-ერთი გამონაკლისი 19 წლის ფრანგი მარცხენა მცველი ტეო ერნანდესია. ის პირველი ფეხბურთელია 21-ე საუკუნეში, რომელიც "ატლეტიკოდან" "რეალში" გადავიდა. აქამდე ბოლო ასეთი შემთხვევა 2000 წელს იყო დაფიქსირებული, როდესაც "როხიბლანკო" "სამეფო კლუბში" სანტიაგო სოლარიმ გაცვალა.

ტეო ერნანდესისგან ასეთ ნაბიჯი გასაკვირია, იმისა გათვალისწინებით, რომ მის ოჯახს "ატლეტიკოსთან" მჭიდრო კავშირი აქვს. მისი მამა
ჟან-ფრანსუა ერნანდესი "როხიბლანკოში" გამოდიოდა, ტეოს უფროსი ძმა ლუკასი კი ახლაც ამ გუნდში თამაშობს. ამის მიუხედავად, ახალგაზრდა ფეხბურთელს "რეალში" თამაში ისე სურდა, რომ ამ სურვილს წინ ვერაფერი აღუდგა. "ატლეტიკომ" ოფიციალურ განცხადებაში დაადასტურა კიდეც, რომ ტეომ თავად მადრიდელებისა და სხვა კლუბების არაერთი შეთავაზება უარყო იმისათვის, რომ "რეალში" ეთამაშა.

ტეო ერნანდესი ისტორიაში მე-19 ფეხბურთელი გახდა, რომელიც "ატლეტიკოდან" "რეალში" ან საპირისპირო მიმართულებით გადავიდა. ცნობისთვის, ზუსტად ასეთივე შედეგია "რეალისა" და "ბარსელონას" შემთხვევაშიც.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული