33 წლის "ელ ნინიო" თავისუფალი აგენტი გახდა. ის ძველებურად ვეღარ თამაშობს, მაგრამ დიეგო სიმეონე მიიჩნევს, რომ გუნდისთვის ჯერაც სასარგებლო ფეხბურთელია.
"ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ კიდევ ერთი წლით ვრჩები "ატლეტიკოში", - განაცხადა ტორესმა, რომელიც მადრიდულ კლუბში 2001-07 წლებში და 2015 წლიდან თამაშობს. გასულ სეზონში მან 45 მატჩში 10 გოლი გაიტანა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"