გუშინ საზოგადოებამ მეტად მოულოდნელი ამბავი შეიტყო - "ბარსელონას" ფრანგ მცველ ერიკ აბიდალს ღვიძლის სიმსივნე აქვს. ოპერაციის გადადება მეტი არ შეიძლებოდა და ის დღეს ბარსელონას კლინიკაში დაწვება, აბიდალს ოპერაციას ცნობილი ექიმი ხოსეპ ფუსტერ ობრეგონი გაუკეთებს. მეტ დეტალებს "ბარსელონას" ოფიციალური საიტი აღარ იტყობინება, რაგდან კლუბი ფრანგი ფეხბურთელის პირად ცხოვრებაში ჩაურევლობას იცავს.
მოკლედ, მეტად მძიმე ვითარებაა - არაა ცნობილი, რა სიმძიმისაა სიმსივნე, როდის დაბრუნდება მინდორზე გამოცდილი მცველი და დაბრუნდება თუ არა საერთოდ ფეხბურთში.
"ერიკს ბოლომდე დავუდგებით გვერდში ბიჭები. მინდა გამოვხატო ჩვენი სიყვარული მისი
31 წლის აბიდალის მხარდაჭერა საჯაროდ გამოხატეს ჟერარდ პიკემ და კაპიტანმა კარლეს პუიოლმა. სხვათა შორის, "ბარსელონას" ფეხბურთელის გამხნევება დაუძინებელი მტრის ბანაკიდანაც სცადეს - "რეალის" ბრაზილიელმა ვარსკვალვმა კაკამ თქვა: "მოდი, ვილოცოთ ერიკისთვის. ეს ყველაზე სამწუხარო ამბავია, რაც ბოლო დროს შევიტყვე". კრიშტიანო რონალდომ იმედი გამოთქვა, რომ ერიკი მალე გამოჯამრთელდება და ისევ შეძლებს ფეხბურთის თამაშს. აბიდალი გაამხნევეს სესკ ფაბრეგასმა, ანდრეს პალოპმა, დიეგო ფორლანმა, რიო ფერდინანდმა, ჯუზეპე როსიმ, ჯეკ უილშირმა და სხვებმა. ფეხბურთელები სოციალური ქსელების საშუალებით აქტიურობენ, რათა მძიმე დროს გვერდში დაუდგნენ ერიკ აბიდალს.