ლიონელ მესის საპატიმრო სასჯელი გაუუქმეს

AutoSharing Option
"ბარსელონას" ლიდერს, ლიონელ მესის ციხეში 21 თვის გატარება არ მოუწევს. ეს მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ქალაქ ბარსელონას სასამართლომ მას საპატიმრო სასჯელი ფულადი ჯარიმით შეუცვალა.

ლეო მესისა და მის მამას, ხორხეს, 2007-2009 წლებში გადასახადების დამალვა დაუმტკიცდათ. ფეხბურთელს 21 თვით, ხოლო მის მამას 15 თვით პატიმრობა ჰქონდათ შეფარდებული.

ესპანეთის კანონმდებლობით, თუ ბრალდებულს ზარალი ანაზღაურებული აქვს და დანაშაულის თითო ეპიზოდისთვის საპატიმრო სასჯელი 6 თვეს არ აღემატება, მისი სანქცია, შესაძლოა, ჯარიმით შეიცვალოს.

ვინაიდან მესის ბრალი რამდენიმე ეპიზოდში ედებოდა, არცერთი მათგანი 6 თვეზე მეტი
ხნით პატიმრობას არ ითვალისწინებდა და სახელმწიფოსთვის დამალული 4.1 მილიონი ევრო მას გადაჭარბებით ჰქონდა ანაზღაურებული, არგენტინელს ციხეში ჩაჯდომა აღარ მოუწევს.

ინფორმაცია, რომელიც ბოლო დღეებში არაოფიციალურად ვრცელდება, ახლა უკვე დადასტურებულია - მესის, პატიმრობის ნაცვლად, 252 ათასი ევროს გადახდა მოუწევს, მის მამას კი - 180 ათასის.

ახლა კრიშტიანუ რონალდუს სასამართლოს ჯერია. ესპანელი სამართალდამცავები პორტუგალიელს 14 მილიონი ევროს ოდენობით გადასახადების დამალვაში ადანაშაულებენ.
მკითხველის კომენტარები / 3 /
რა თქმა უნდა, ეხლა რონალდოს ჯერი მოვიდა სასამართლოებში სირბილის და პრეცედენტი ხო უნდა ქონდეთ, ა ბატონო ამისთანა დანაშაულზე არ ვსვავთ ციხეშიო...
messi!!!!
14:43 08-07-2017
0
ვისაც მესის ან რონალდუს და საერთოდ რომელიმე ფეხბურთელის დაჭერა უხარია ის ექიმთან/ფსიხიატრთან/ მისასვლელია.რა იციან ფეხბურთელებმა საგადასახადო სისტემა ან სადა სცალიათ მის შესასწავლად.ისე სიტყვაზე რონალდომ რაც 2 წელიწადში გააკეთა ეს ფანტასტიკის სფეროდანაა.მესის ასეთი რამ ჯერ არ გაუკეთებია.
იყუჩეთ ბარსას ფანებო
19:06 08-07-2017
0

სიახლეები პოპულარული