"ბარსელონამ" 19 წლის ბრაზილიელი დაიმატა

AutoSharing Option
"პალმეირასის" საკუთრებაში მყოფი 19 წლის შემტევი ნახევარმცველი ვიტინიო "ბარსელონაში" იჯარით ითამაშებს. ერთი წლის შემდეგ კატალონიელებს მისი 12 მილიონ ევროდ გამოსყიდვის უფლება ექნებათ.

ვიტინიო ახალი სეზონისთვის "ბარსელონას" პირველ გუნდთან ერთად მოემზადება, სეზონს კი ის "ბარსა ბ"-ში დაიწყებს. თუმცა, არაა გამორიცხული, ერნესტო ვალვერდემ მას შანსი პირველ გუნდშიც მისცეს.

სწორედ ასე მოხდა გასულ სეზონში, მარლონ სანტოსის შემთხვევაშიც. "ფლუმინენსედან" იჯარით აყვანილმა ცენტრალურმა მცველმა სეზონი "ბარსა ბ"-ში გაატარა, პირველ გუნდში მიცემული რამდენიმე შანსი კარგად გამოიყენა და კატალონიელებმა მისი გამოსყიდვა გადაწყვიტეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული