ცვლილებები "ბარსელონას" სატრანსფერო მიზნებში

AutoSharing Option
"ბარსელონას" ახალი მთავარი მწვრთნელის, ერნესტო ვალვერდეს პირველმა სამუშაო დღემ კლუბის სატრანსფერო მიზნების ცვლილება გამოიწვია.

Sport-ის ცნობით, ვალვერდეს ახალ სპორტულ დირექტორთან, პეპ სეგურასთან შეხვედრის შედეგად გადაწყდა, რომ "ბარსელონა" ექტორ ბელერინზე უარს ამბობს. კატალონიელები, სავარაუდოდ, "ბენფიკას" მარჯვენა მცველზე, ნელსონ სემედუზე გადაერთვებიან.

- "გუანჩჟოუ" "ბარსელონას": მოიცადეთ იანვრამდე!

ვალვერდემ ასევე დაადასტურა მისი სურვილი, რომ გუნდმა ჩინეთში მოთამაშე ბრაზილიელი ნახევარმცველი პაულინიო დაიმატოს. ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა 40 მილიონი ევროა. "ბარსა" მის 20 მილიონად შეძენას ცდილობდა, მაგრამ უშედეგოდ. მთავარ მწვრთნელთან საუბრის შემდეგ სპორტულმა დირექტორმა "გუანჩჟოუს" 27-მილიონიანი შეთავაზება
გაუკეთა, მაგრამ დაუყოვნებლივ უარი მიიღო. არადა, ჩინეთში სატრანსფერო ფანჯარა 14 ივლისს იხურება და "ბარსას" აჩქარება მართებს.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ვალვერდე გუნდის ახალწვეულის, ჟერარ დეულოფეუს შესაძლებლობებში დარწმუნებული არაა. ის 23 წლის შემტევს გუნდურ თამაშს უწუნებს.

- "ბარსელონამ" 19 წლის ბრაზილიელი დაიმატა

ერთ-ერთ მთავარ საკითხად, ბუნებრივია, მარკო ვერატის ტრანსფერი რჩება. კატალონიელები კვლავ მზად არიან, იტალიელს 31 აგვისტოს ჩათვლით დაელოდონ, მაგრამ უცნობია, რითი დაიზღვევენ ისინი თავს, თუ მიზანს მაინც ვერ მიაღწევენ. პსჟ-ის პოზიციის გათვალისწინებით, დიდი შანსია, "ბარსამ" ვერატი ვერ იყიდოს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბარსელონას განაგებს მაგარი ფეხბურთელი მაგრამ უარყოფითი პიროვნება შანტაჟისტი მესი,.რომელმაც ჯერ არგენტინელი ხალხი დააშანტაჟა ნაკრებიდან მივდივარო, ახლა ბარსა სანამ ხელფასი არ მოამატებინა კონტრაქტი არ გააგრძელა.მაგრა აქვს თავში ავარდნილი მითუმეტეს რომ სამარცხვინო ბოლო ორი სეზონი ჩაატარა.ასეთი დამოკიდებულებით ვერც ბარსა და ვერ არგენტინა წარმატებას ვერ მიაღწევს .
კრისტიანოს თაყვანისმცემელი
10:06 13-07-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული