ინფორმაციას ჩხრეკის შესახებ Hola ავრცელებს. წყაროს ცნობით, ჩხრეკა დაახლოებით საათ-ნახევარი გრძელდებოდა. მთელი ამ დროის განმავლობაში, რონალდო, ოჯახის წევრებთან ერთად, იახტაზე იმყოფებოდა და სიმშვიდეს არ კარგავდა.
აღსანიშნავია, რომ იახტა რონალდოს საკუთრება არაა. ის მას ნაქირავები აქვს.
ჩხრეკის ზუსტი მიზეზები არ სახელდება. არც ისაა ცნობილი, უკავშირდება თუ არა დღევანდელი შემთხვევა იმ ბრალდებას, რომლის მიხედვითაც, რონალდოს გადასახადების დამალვაში ადანაშაულებენ.