ფორლინმა ოპერაცია გაიკეთა და სეზონი დაასრულა

AutoSharing Option

"ესპანიოლის" მცველმა ხუან ფორლინმა სან კარლოს დე მურსიას ჰოსპიტალში წარმატებით გაიკეთა ოპერაცია მარჯვენა ფეხზე. ფეხბურთელი 24 საათის განმავლობაში კლინიკაში დარჩება, შემდეგ კი ბარსელონაში დაბრუნდება. არგენტინელმა მცველმა მურსია სპეციალურად შეარჩია, რადგან იქ მუშაობს ექიმი რიპოლ დე პრადო, რომელსაც ფორლინი ენდობა. თუ გახსოვთ, სულ რაღაც 3 კვირის წინ, ფორლინი საოპერაციო მაგიდაზე იწვა, მაშინ მას მარცხენა ხელზე გაუკეთეს ოპერაცია. მოკლედ, ეს თვე სამხრეთამერიკელისთვის უიღბლოდ წარიმართა. ბარსელონაში ფორლინი სარეაბილიტაციო პერიოდს დაიწყებს, რომელიც დე პრადოს მტკიცებით, სამ თვეს გასტანს - ანუ "ესპანიოლის" მცველისთვის სეზონი დასრულებულია.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული