აბიდალს ფონტასი შეცვლის

AutoSharing Option

ცხოვრება ასეთია, ჯერ კიდევ გუშინწინ "ბარსელონას" ფრანგი მცველი ერიკ აბიდალი ჯან-ღონით აღსავსე გვეგონა, ჯერ კიდევ გუშინ, მან ბარსელონას კლინიკაში ღვიძლის სიმსივნის ოპერაცია გაიკეთა, მაგრამ კატალონიურ კლუბში უკვე გამოძებნეს მისი შემცვლელი - "ბარსას" სარეზერვო გუნდის მცველი ანდრეუ ფონტასი.

ხოსეპ გვარდიოლამ უკვე გააკეთა ერთი ცვლილება, რომლის შესახებაც "ბარსას" ვიცე-პრეზიდენტმა ხოსეპ მარია ბარტომეუმ ოფიციალურად დაადასტურა - ფონტასი გადაყვანილია პირველ გუნდში: "სანამ ერიკ აბიდალი გუნდს დაუბრუნდება ფონტასი გვარდიოლას განკარგულებაში იქნება. ის სეზონის ბოლომდე მხოლოდ პირველ გუნდში ივარჯიშებს, თუმცა, შესაძლოა, სათამაშო პრაქტიკის მისაღებად ბ-ში ითამაშოს
ხოლმე".

სხვათა შორის, ეს პირველი შემთხვევა არაა, რაც გვარდიოლამ 22 წლის მცველი დააწინაურა: ამ სეზონში ფონტასმა უკვე აისრულა ოცნება, ითამაშა ლა ლიგაშიც, თასზეც და ჩემპიონთა ლიგაშიც. ფონტასი ამ სამ თამაშში ბრწყინვალედ წარმოჩინდა, "სეუტასთან" თასზე საიმედოდ გაისარჯა, "ალმერიასთან" ჩემპიონატში საგოლე პასის ავტორი გახდა, ხოლო "რუბინის" კარში ლიგაზე, სულაც გოლი შეაგდო.
უკვე გუშინ დილით ფონტასი პირველ გუნდში ვარჯიშობდა და დიდი შანსია, "ხეტაფესთან" მატჩში მარცხენა ცენტრალურ მცველად მოუწიოს თამაში.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული