ფორლანი ჭორებზე, ატლეტიკოზე და დერბიზე

AutoSharing Option
"ატლეტიკოს" ურუგვაელი ფორვარდი დიეგო ფორლანი მიიჩნევს, რომ პირდაპირობის გამო, მას ხშირად აკრიტიკებენ. მუნდიალის საუკეთესო ფეხბურთელი ირწმუნება, რომ ერთხელაც არ წამოცდენია "ატლეტიკოდან" შესაძლო წასვლის შესახებ.

"მარკასთან" ინტერვიუში დიეგომ განაცხადა: "ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი კონტრაქტით და მინდა, ის ბოლომდე გავასრულო. კიდევ ორი წელი "ატლეტიკოს" ვეკუთვნი და ბედნიერი ვარ. რაც აქ ვარ, ჩემს შესახებ უამრავი ჭორი გამიგია, რა საოცარი ვერსია აღარ გამიგია - არადა, თავადაც ნახავთ, შემდეგ სეზონშიც "ატლეტიკოში" ვიქნები. ერთხელაც არ დამცდენია ფრაზა, გუნდიდან შესაძლო წასვლის შესახებ. უბრალოდ პირდაპირი კაცი ვარ და
ყოველთვის იმას ვლაპარაკობ, რასაც ვფიქრობ, ეს კი ისევ ბუმერანგად მიბრუნდება."

შემდეგი მატჩი "ატლეტიკოს" ძალზე პრინციპული აქვს, მადრიდული დერბი "სამეფო კლუბის" წინააღმდეგ: "მიყვარს ეს დერბი - ყველა მობილიზებულია, ფეხბურთელები, გულშემატკივრები. "რეალთან" ყოველთვის მაღალი დონის მატჩი გამოდის. მოურინიო მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია, ის ამას ესპანეთშიც ამტკიცებს. მეტოქე დიდებული კლუბია, მათ ჰყავთ კრიშტიანო რონალდო და ბრწყინვალე მეკარე კასილიასის სახით. ჩვენ მათ ვაფასებთ, მაგრამ არ გვეშინია."

ფორლანი ყველაზე მეტად გააღიზიანა ესპანურ პრესაში დაწერილმა, თითქოს, "ატლეტიკოში" ისეთი ცუდი სიტუაციაა ფეხბურთელებს შორის, რომ ისინი ერთმანეთს პასებსაც კი არ აწვდიან: "ამ ისტორიამ ყველაზე მეტად გაგვაღიზიანა გუნდში, საიდან მოიტანეს?

"ატლეტიკოში" ნორმალური სიტუაციაა, ფეხბურთელები ერთმანეთს კარგად ვუგებთ."





.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული