აგუერო რეალთან მარადონას გენებს დაიხმარს

AutoSharing Option
"ატლეტიკოს" არგენტინელმა ფორვარდმა სერხიო აგუერომ ზედ მადრიდული დერბის წინ თავისი ახალი ბუცების პრეზენტაცია მოაწყო - გუშინ "სერო დელ ესპინოს" ბაზაზე მან უკვე ამ ახალი ბუცებით ითამაშა, რომელთაც პირველად "რეალის" წინააღმდეგ "დააჭაშნიკებს".

ბუცები მჭახე ფერებშია "გადაწყვეტილი" და მას "ბენხამინ - 10" აწერია. ბენხამინი მისი ვაჟის (დიეგო მარადონას შვილიშვილის) სახელია, რატომ ათიანი? ალბათ საკითხავიც არაა. აგუერომ "ტვიტერზე" დაწერა, რომ იმედოვნებს ბუცები "ატლეტიკოს" ფანებს მოეწონებათ, ხოლო "ვისენტე კალდერონზე" ისინი პატრონს წარმატებას მოუტანენ.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული